Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო > აღმოაჩინეთ საქართველო
GJ.
user posted image
http://www.nationalpark.ge

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში და წარმოადგენს მცირე კავკასიის ნაწილს. ეს პარკი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში - იგი 76 000 ჰექტარზე მეტს მოიცავს, რაც საქართველოს ფართობის თითქმის 1%-ს შეადგენს.

[attachmentid=3435]

მთის ტყეების დიდი ნაწილი შემორჩენილია ხელუხლებელ მდგომარეობაში. მრავალრიცხოვანი ენდემური და რელიქტური ფლორის ნიმუშები, აგრეთვე ფაუნის იშვიათი წარმომადგენლები შეგიძლიათ იხილოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყეებში, მის სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.

ისტორია და ბუნება

დაცული ტერიტორიების ისტორია საქართველოში შუა საუკუნეებიდან იწყება. ეს იყო ძირითადად მეფეთა და ადგილობრივ ფეოდალთა სამონარირეო ადგილები. გარემოს დაცვის ახალი ეტაპი დაიწყო მეცხრამეტე საუკუნიდან, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. 1862 წელს ამიერკავკასიაში მეფის ნაცვლად დაინიშნა რუსეთის მაშინდელი იმპერატორის ძმა მიხეილ რომანოვი. მას ძალიან მოეწონა ბორჯომის თვალწარმტაცი ხეობა და იქ საზაფხულო რეზიდენციის აშენება გადაწყვიტა. 1871 წელს რუსეთის ხელმწიფე ალექსანდრე II-მ ძმას მთელი ბორჯომის ხეობა აჩუქა. მალე მიხეილ რომანოვმა ტყის დიდი ნაწილი შემოღობა და უნებართვოდ ხე-ტყის მოჭრა და ნადირობა აკრძალა. ას წელზე მეტი ხნის ბობოქარი ისტორიის გავლის შემდეგ ბორჯომ-სარაგაულის დამაარსებლებმა მიხეილ რომანოვის მიერ შექმნილი დაცული ტერიტორია კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული პარკის დაარსების საფუძვლად გამოიყენეს.

პირველი ეროვნული პარკი კავკასიაში
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ამ სახის პირველი პარკია კავკასიაში. იგი შეიქმნა 1995 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და გერმანიის მთავრობის დახმარებით და ოფიციალურად გაიხსნა 2001 წელს.

ტყეები

[attachmentid=3437] [attachmentid=3438] [attachmentid=3439]

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შეიქმნა ველური (პირველყოფილი) ბუნების მრავალფეროვანების, განსაკუთრებით კი მისი მთის ხელუხლებელი ტყეების დასაცავად. ეროვნული პარკის ჩრდილოეთის ნაწილში (ხარაგაულის რაიონი) ლაშქრობისას თქვენ მოხვდებით შერეულ ფართოფოთლოვან ტყეში, რომელსაც ქმნან ძირითადად წაბლი, წიფელყ და რცხილა. მათში შერეულია მურყოვანი, ცაცხვი, კოლხური მუხა და ზოგიერთი სხვა. მარადმწვანე ქვეტყე წარმოდგენილია დეკით, წყავით და სხვებით. ისინი კოლხურ ტყეს მკვეთრად გამოკვეთილ სუბტროპიკულ ხასიათს აძლევენ. 1400 მეტრის სიმაღლეზე ტყის სარტყლის შუა საფეხურზე გავრცელებულია წიფლნარი. ძედა საფეხურზე კი გაბატონებულის შერეული ფართოფოთლოვან-წიწვობანი ტყეები.

ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში პარკის ეს ნაწილში განსაკუთრებით თვალწარმტაცია. ეროვნული პარკის სამხრეთ ნაწილში კოლხეთის ფლორის ელემენტები მეტად შეზღუდულია. აქ განვითარებულია ქართული მუხის და ფიჭვის ტყეები. სუბალპურ სარტყელში მოხვედრილი ვიზიტორი (1800-2200მ) იხილავს სუბალპურ ტყეებს და დეკის ქვეტყეს, სუბალპურ მდელოებს, რომლებიც განსაკუთრებით ფერების მრავალსახეობით გამოირჩევა და სუბალპური მაღალბალახეულობას. შემორჩენილია აგრეთვე მთის დეკა, მთის მუხის ტყეები და ნაძვნარი.

ფაუნა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი კარგადაა ცნობილი თავისი კოლხეთისა და კავკასიისათვის დამახასიათებელი მდიდარი და მრავალფეროვანი ფაუნით, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ფართოდაა წარმოდგენილი როგორც ტყის მცენარეულობა, ასევე სამხრეთ კავკასიის სუბალპინური მდელოები. პარკში ლაშქრობისას შეიძლება შეხვდეთ და დააკვირდეთ ჩიტებს, მაგალითად ენდემურ კავკასიურ შავ როჭოს (Lyrurus / Tetrao mlocosiewiczi). ეროვნული პარკის ტერიტორიას გადამფრები ფრინველების გზა კვეთს. გაზაფხულზე და შემოდგომით შეგიძლიათ იხილოთ ყვითლად შეფერილი ფუტკრიჭამიას გუნდი ხელუხლებელ ტყეებში ცხოვრობს მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი, კავკასიური კეთილშობილი ირემი და არჩვი.

[attachmentid=3440] [attachmentid=3441] [attachmentid=3442]

ეროვნული პარკის ეს მრავალფეროვნება მნახველთაგან გაფრთხილებას მოითხოვს - ყველა მცენარეს და ცხოველს კანონი იცავს! ეროვნული პარკი კულტურულ ლანდშაფტებში გადაშენებული ბევრი სახეობისათვის ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს. მკაცრად იკრძალება ნადირობა და მცენარეების შეგროვება. გთხოვთ, თქვენი მოქმედებით არ დააფრთხოთ ცხოველები და არ დააზიანოთ მცენარეები.

[attachmentid=3445] [attachmentid=3444] [attachmentid=3443]

ფლორა

ეროვნული პარკის ვეგეტაცია მნახველებს მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს პირდება და საშუალებას აძლევს, დატკბეს ბუნების მრავალფეროვნებით.

ეროვნული პარკის ჩრდილოეთ ნაწილში (ხარაგაულის რაიონი) 400-1800 მეტრის სიმაღლეზე დომინირებს კოლხური ტყის მცენარეულობა. კოლხური ტყის თავისებურებაა ტყის საბურველქვეშ განვითარებული მარადმწვანე ბუჩქები: შქერის, ძმერხლის, ბაძგის და სხვა ქვეტყე. მნახველებისათვის განსაკუტრებით შთამბეჭდავია ეროვნული პარკის მონახულება აზაფხულზე დეკის ყვავილობის დროს. 200 მეტრის სიმაღლეზე თქვენ მოხვდებით სუბალპურ მდელოებზე. მათი შემქმნელი სახეობებია: კავკასიური კურდღლისფრჩხილა, ბაია, მარმუჭა, ფრინტა და სხვა. ეროვნული პარკის ყველაზე მაღალ ადგილას, სამეცხვარეოს მთაზე 2642 მეტრის სიმაღლეზე შეგიძლიათ დატკბეთ ალპური მდელოების მრავალფეროვანი მცენარეებით ივლისსა და აგვისტოში.

[attachmentid=3446] [attachmentid=3447] [attachmentid=3448]

[attachmentid=3449] [attachmentid=3450] [attachmentid=3451]

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პარკის ვებ გვერდზე http://www.nationalpark.ge
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დაგეგმილი მარშრუტი...

პირველი დღე
პარასკევს დილის 6:00 საათზე ვიკრიბებით (შეხვედრის ადგილი მოგვიანებით დაიწერება) და გავდივართ აწყურში (გზას დასჭირდება დაახლოვებით 2-3 საათი)...
1-2 საათიანი მოსვენება და ამარატის თავშესაფრისკენ სვლა (16 კმ).
20-21 საათისთვის თავშესაფარში მოწყობა.

მეორე დღე
შაბათს მიდამოებში გასვლა, გადაღება, ბუნებით ტკბობა და ისევ თავშესაფარში დაბრუნება.

მესამე დღე
კვირას დილით ადრე ამარატიდან წამოსვლა და აწყურში დაბრუნება.
დაჯდომა მიკროავტობუსში და თბილისში მშვიდობით დაბრუნება...

[attachmentid=3436]

--------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

წამომსვლელთა სია
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ექსკურსია
ბორჯომი-ხარაგაული,3-4 დღიანი ფოტო ლაშქრობა
სიები ბორჯომი-ხარაგაულში წამომსვლელთათვის
Nika
მთა სამეცხვარიო. 31 ოქტომბერი 2004 წ. 08:42
ხედი ჩემი სოფლიდან (ზვარე)

[attachmentid=3472]
Nika
ჩემი სახლის აივნიდან:
http://photo.hit.ge/forum/?img=287
http://photo.hit.ge/forum/?img=288
http://photo.hit.ge/forum/?img=289
Jnosy
მემგონი სანამ მართლა აცივდა
ღირს ერთი ეგეთი ექსპედიციის გაკეთება
იქით შაბათ-კვირას
6-7-8 ოქტომბერს
Mariam Villy
smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.