http://www.boke.ge/forum/https://www.boke.ge/forum/index.php?showtopic=6852
თემა კი გავხსენი წავიდეთ ღვინის ფესტივალზე და სიღნაღის გახსნაზე თქო მაგრამ ამ ბოლო დროს ბოკელები ისე პასიურობენ რომ ამ თემასაც დიდი გამოხმაურება არ მოყვა... საბოლოოდ მხოლოდ სამი ადამიანი წავედით, მე sopuna და sopuna-ს და ნანუკა, რეპორტაჟში გამოყენებულია sopuna-ს და ჩემი ფოტოები, ფირით გადაღებულებს ცოტა მოგვიანებით დავამატებ

თბილისიდან დილის 9-ზე გავედით და დაახლოებით 11- საათისკენ უკვე ბოდბეში ვიყავით, იმის იქით ჩვენი სატრანსპორტო საშვალება აღარ გაუშვა პატრულმა ასე რომ ბოდბიდან ფეხით მოგვიწია ჩასვლა(სულ რაღაც 1კმ ალბათ).
უკეთესი ამინდის იმედი მქონდა მაგრამ მთელი დღის განმალობაში წვიმდა და საკმაოდ დიდი ნისლიც იყო, ეს სიღნაღის ზედ ხედია:

კახეთში ჩასულებს პირველივე ქუჩაზე პატარა სუფრა დაგვხვდა გაშლილი, რაღა თქმა უნდა მიგვიპატიჟეს და ყანწიც მომაჩეჩეს ხელში, რატომღაც მეგონა რომ ყანწში ღვინო უნდა დამხვედროდა, მაგრამ რომ მოვიყუდე მერე მივხვდი რომ იმხელა ყანწით კახურ ჭაჭას მასმევდნენ, სხვა რა გზა მქონდა მეც ბოლოდე გამოვცალე(კიდევ კარგი ფოტო აპარატს ავტოფოკუსი რომ აქვს



დილით ძალიან ცოტა ხალხი დაგვხდა, ქუჩები თითქმის ცარიელი იყო:

კახელ გლეხებს დილიდანვე დაკავებული ქონდათ მთელი ქუჩა, ძირითადად ხელნაკეთ ნივთებს ყიდიდნენ უცხოელ ტურისტებზე, დაკვირვებული ვარ რომ კახეთში ფოტოაპარატიანი ხალხი ძალიან უყვართ რასაც სხვა კუთხის მაცხოვრებლებზე ვერ ვიტყვი


თელიანი ველიც დილიდანვე ემზადებოდა თავისი პროდუქციის რეკლამირებისათვის:

