Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ქართული ფოტო პრესა
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2, 3
Gogia
ანაბეჭდს ვყიდულობ ყოველთვის, არ მენანება ის 7 თუ 8 ლარი
მარა ეს ბოლო სამი ნომერი არ მომეწონა. ფოტოს რაოდენობამ კატასტროფიულად იკლო და დარჩა მხოლოდ "პანტოვი " ტექსტი" რომელსაც მემგონი, მხოლოდ ავტორები კითხულობენ


ხო, ამარტამ გამოუშვა "ამარტა ფოტო". პირველი ნომრისთვის არაუშვას. ფოტორედაქტორი გურამ წიბახაშვილია, ჟურნალი გაჯერებულია (ოფიციალური) ფოტომასალით, ნიტოშტო ანაბეჭდის მოპარულ-მიპარული გამოსახულებები. არის კონკურსები და საინტერესო სტატიები. მოკლედ, პირველისთვის რესპექტ!
Rebecca
QUOTE
ხო, ამარტამ გამოუშვა "ამარტა ფოტო".

საინტერესო იყო .
ძალიან დიდი სიამოვნუბით გადავიკითხე rolleyes.gif
sabai
Gogia,


"ამარტა ფოტო"
ფოტოჟურნალია და ფოტოებიც ალბათ მაგიტომ არის უხვად.

ანაბეჭდი კიდევ ჟUრნალია და იქ ტექსტი უფრო მეტი უნდა იყოს ვიდრე ფოტო...
რაც შეეხება ამ ბოლო ნომრებს, წარმოიდგინე და ფოტოპროექტები უფრო მეტია ვიდრე ტექსტი.
sandriko
ამარტა მართლა ძალიან ნორმალურია...მითუმეტეს დებიუტისთვის..
Gogia
sabai,
ანაბეჭდს ყოველთვის ჰქონდა "ფოტოგადახრა", მარა ეს ბოლო სამი ნომერი იმენნა არ მომეწონა
ოქტომრის ნომერში, ერთი საავტორო ფოტო არ არის.
QUOTE
წარმოიდგინე და ფოტოპროექტები
ფოტოგრაფიაში, მცნება ფოტოპროექტი არ არსებობს. ეგ იგივე უპონტოპონტის გაპონტებაა
მესამედ ვნანობ რო ვიყიდე ანაბეჭდი, არა და წინად ქართული თანამედროვე ფოტოგრაფიის საქვეყნოდ გამოჩენის ერთერთ მთავარ წყაროდ მივიჩნევდი

Added @ [mergetime]1192797955[/mergetime]
ხო კიდევ ერთ ფენომენზე მინდა გავამახვილო ყურადღება
ამ ფენომენს "ბერლინი" ჰქვია DDDD.gif
Magdu
Gogia,
ამარტა ფოტო მეც შევამჩნიე.. ე.ი ღირს ყიდვა, ხო?!
Gogia
Magdu,
რათქმაუნდა
ნორმალური, ადამიანური გაფორმების მქონე, შინაარსიანი და თემატური ტექსტის მქონე ჟურნალია. ბევრი კარგი ფოტოა. ხარისხიანია. ინტერნეტიდან ამოქექელი გადაჩეხილი და შემდეგ ილუსტრაციად წოდებული გრაფიკა არ აქვს smile.gif
Magdu
Gogia,
მადლობა.. დღესვე ვიყიდი
zenituka
GOGIA გეთანხმები. ანაბეჭდისთვის ფული არც მე მენანებოდა,მაგრამ ბოლო დროს აღარ მომწონს.გუშინაც ვიყიდე,მაგრამ დიდი ვერაფერი და ვინანე. ამარტას რაც შეეხება მეც მომეწონა და წავიკითხე თავიდან ბოლომდე.ბევრი საინტერესო და ახლი იყო ჩემთვის!
Gogia
ირა
არ გეგონოს რო მაგათი პრომოუტერი ვარ
პირიქით, ანაბეჭდი ვპერიოდ!
მარა აი ბოლო ნომრები იმენნა ნიტო. დაჟე მეთქი ანაბეჭდი კი არა, ჩუთყვავილა უნდა დაირქვან თქო DDDD.gif
Shota Megrelishvili
გუჯამაც ძალიან აქო ეს ჟურნალი smile.gif
მისი აზრით "ამარტა ფოტო" ფოტოგრაფიით დაინტერესებულმა ყველა პირმა უნდა ნახოს, იმდენად საინტერესო და კარგი ფოტოჟურნალია.
RedCrimsonCactus
თუ შეიძლება ანაბეჭდის შეურაცხყოფას მოეშვი გოგია, მე ვმუშაობ იქ და არ მსიამოვნებს!
მით უმეტეს ვიცი რომ ჩემს ნაწერებს და პროექტებს ახლობლების გარდა ბევრი ადამიანი ნახულობს!

ანაბეჭდი არასოდეს ყოფილა ჟურნალი ფოტოგრაფიაზე და ალბათ არც იქნება...

ახალი ამარტა კარგია და ვისაც უნდა იყიდოს.
და რემბო მოერევა თუ ტერმინატორი ფილოსოფიას მოვეშვათ თუ შეიძლება
Gogia
RedCrimsonCactus,
არ ქსიამოვნებს და დაკეტე ეს გვერდი. სიტყვა პროექტის მნიშვნელობა თუ იცი?
ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ ვისაც ბოლო პერიოდის "ანაბეჭდი" არ მოსწონს
ბოლოსდაბოლოს vox popula
მე ფაქტების კონსტანტირებას ვახდენ
ინფორმაციის მაგიერ მარიაჟობაა
ანაბეჭდის ბოლო ვიდეო რეკლამა ნახეთ? DDDD.gif
ninito
ხო ეს ახალი ამარტა Fოტო მეც მომეწონა. სტატიებიცაა და უხვად ფოტოები-საექსპერიმენტო : )

მშვენიერია მათთვის. ვისაც ექსერიმენტების ჩატარება უყვარს და სიახლეს ეძებს...და მითუმეტეს იმათთვის ვინც ფირით იღებს.
RedCrimsonCactus
ვოქს პოპულა ვოქს ღვთისაო მაგრამ ისეთებიც ბევრი ვიცი რომ მოსწონთ wick.gif
ჰოდა ნუ პროვოკატორობ
Gogia
RedCrimsonCactus,
არ ვრპოვოკატორობ, თუ გინდა პულს გავხსნი
QUOTE
მხოლოდ ავტორები კითხულობენ

პოზიტიურ გზავნილს მხოლოდ თანამშრომლები წერენ DDDD.gif
Shota Megrelishvili
მართალია, აზრის გამოხატვა უფრო კორექტულად შეიძლება.
პოსტები დარედაქტირებულია ჩემს მიერ, რომ დისკუსიას ჰქონდეს ნორმალური სახე და შეურაცხყოფად არავინ აღიქვას.
დებატები გავაგრძელოთ ცივილიზებულ ფორმატში, ერთმანეთის პატივისცემით.
Nina Minzoni
ამარტა ფოტო ძალიან მომეწონა, და ამარტას ბოლო ნომერის საინტერესოა angel.gif
Anna Sulaberidze
ვა

მაინტერესებს

მადლობები
archigio
ია ვერი ნაიზ ჯურნალ
sabai

კარგი რა, ფოტოპროექტი ფოტოპროექტია....
ვამბობ ანაბეჭდი არ არის ფოტო ჟურნალი ეს არის უბრალოდ ჟურნალი სადაც არაფერია შეუზღუდავი.... გადაიღებენ ფოტო სერიას და არქმევენ ფოტოპროექტს რა მნიშვნელობა აქვს რა ქვია. აქამდე ასე იყო ყველგან და ეხლა რა?.,,,უცებ თურმე უპონტოპონტის გაპონტებაა.... მე შეიძლება არანაირი შეხება არ მაქვს ამ ჟურნალთან მაგრამ, ვფიქტობ რომ როდესაც ორ რამეს ერთმანეთს ადარებ რამე საერთო მაინც უნდა ჰქოდენს რომელიმეს ერთმანეთთან. ამარტა ფოტო ყოჩაღობაა, მეტიც მეტად ვისიამოვნე იმიტომ რომ პირველი ფოტოჟურნალია...ანუ ჟურნალი ფოტოგრაფიაზე, და მეორე ანაბეჭდი რომელიც უბრალოდ ჟურნალია... და იქ შენ თუ რამე არ მოგეწონა და არ კითხულობ, არ ნიშნავს რომ ფოტოპროექტების ნაკლებობას განიცდის.
Sikvdila
ამარტა ფოტოს ყიდვა სად შეიძლება ?
Barry
Gოგია:
შენ, ეტყობა 24 საათის დამატება არ გინახია.
krea
Sikvdila,
ყველგან, სადაც ნორმალური ჟურნალები იყიდება (სარკეს და გაზეთებს არ ვგულისხმობ)
Sikvdila
krea,
მადლობა smile.gif ვეცდები ხვალ ვიყიდო.
პ.ს. სარკეს, გზას და ა.შ. ვინ თვლის ნორმალურ ჟურნალებად ? smile.gif
krea
Sikvdila,
არიან ეგეთებიც smile.gif
sabai
ბარრი

მე მომწონს ძალიან....
მშვენიერი გაზეთია.
უბრალოდ სასიამოვნო....
Guja
არცერთი ჯურნალის შედარება არ მინდა
ერთი რამ ვიცი, ამარტა რო დაიწყო, პირველი ნომრიდანვე ვადევნებ თვალს
ჩემი მეგობრები აკეთEბდენ და ახლაც აკეთებენ. ვფიქრობ დღრსდღრობით საქართველოში ყველაზე პროფესიონალურად გაკეთებული ჟურნალია. მიხაროდა თავიდანვე ოფიციალური ფოტოები და ოფიციალური ინტერვიუები რო ქონდათ. იმ პერიოდში მარტო ამარტაში იყო მასე.
ტრადიცია გრძელდება და ძალიან გამეხარდა "ამარტა ფოტოს" გამოსვლა. გამოცდილება გამოცდილებაა და არ გამკვირვებია სერიოზული ნომერი რომ ვნახე.
რეკლამას ნამდვილად არ ვუკეთEბ, თუმცა მაგის დროც მოვა DDDD.gif
ისე კი უნდა გვიხაროდეს ყველას ტუ გვექნება კარგი ფოტოჟურნალი, ბოლო ბოლო არის საქართველოში ფოტოგრაფია და ფოტოგრაფები თუ არა?


Barry
sabai: :სმირკ:
Sikvdila
QUOTE(Guja @ Oct 20 2007, 01:41)
ბოლო ბოლო არის საქართველოში ფოტოგრაფია და ფოტოგრაფები თუ არა?
*


არიან გუჯა, მაგრამ გარე თვალისთვის არ ჩანან ისე, როგორც უნდა ჩანდნენ.
ნუ, თითო-ოროლას გარდა.
krea
ხოდა ასე რო მოგწონთ, გამოუშვით ფოტოები კონკურსზე wick.gif
RedCrimsonCactus
QUOTE(Sikvdila @ Oct 20 2007, 01:35)
ამარტა ფოტოს ყიდვა სად შეიძლება ?
*



სმერტ,
იკითხეთ ყველგან სადაც იყიდება ფანქარი! (რადიო 105 © )
Gogia
sabai,
აუფ
განსაკუთრებით ბოლოს წინა იყო მაგარი "ფოტო პროექტი" არაეთიკურობის, უხარისხობის და უგემოვნობის პიკი
დაჟე ეგ ფურცლები ამოვხიე, ბავშვმა არ ნახოს თქო. ბოლო ნომერში ერთი, ვიმეორებ ერთი ფოტო არ ყოფილა. მასეთი ნომერი მემგონი არც გამოსულა.
ძალიან მაგარი იყო, როცა გიკო იყო ანაბეჭდში, ტექსტს ნორმალური ფოტოგრაფია მოსდევდა, ეხლა კი ...
krea
Gogia,
გიკო წავიდა ანაბეჭდიდან? blink.gif unsure.gif
Gogia
krea,
ბოლო ნორმებში აღარ ჩანდა
ამ პოლემიკას დავამატებდი ცხელ შოკოლადს, რომელიც ზემდეტი "ვაკელობისგან" განთავისუფლებულია, შეიცავს ფოტომასალას ასევე საკმაო დონის პუბლიცისტიკას
MAMONT
მაინც ყველაზე ცუდი ის არის რომ მთელ საქართველოში ამდენი ნიჭიერი ადამიანია, ამხელა პოტენციალია და 2 ან 3 ჟურნალია რომელზეც საერთოდ საუბარი ღირს
Gogia
krea,
არა
შემეშალა
ეს შემოკლებული სახელები მტანჯავენ, ანკა,ვატკა,გიკო

მე ჭელიძე გუკას ვგულისხმობდი, კარგა იღებს
nda
ვიყიდე, დავათვალიერე, რომ გითხრათ აღფრთოვანებული დავრჩი თქო მოგატყუებთ...
იმხელა ჟურნალში რამდენიმე ასე თუ ისე საინტერესო სტატია იყო. უფრო მეტს ველოდი, სტატიებიც რაღაც დაუმთავრებელის შთაბეჭდილებებს ტოვებდა, თოთქოს ავტორს დაეზარა მეტი ინფორმაციის ჩადებაო.

ნუ ფოტოები მომეწონა.
Gogia
nda,
რომელ ჟურნალზე ლაპარაკობ?
Sikvdila
სადაც არ ვიკითხე, ამარტა ფოტო არსად არა აქვთ. გვქონდა და გაგვითავდაო.
kaatinga
Gogia
ამარტა ფოტო.
Luichka
ამარტა ფოტო ძალიან მომეწონა
მეც სიამოვნებით წავიკითხე : )
nini
რამდენი ხანია რაც გამოდის?
krea
nini,
1 ნომერია გამოსული ჯერ და მეორე ალბათ დეკემბერში გამოვა
DIKARKA
Sikvdila,
დოლიძეს კუთხეში"კიოსკში"ბევრი აქვთ,შეგიძლია იქ იყიდოDDDD.gif
მე ძალიან მომეწონა!!
Sikvdila
DIKARKA,
მადლობა smile.gif ხვალვე ვიყიდი.
Gogia
მოკლედ, ბოლო ანაბეჭდის ნომერი მარაზმის და პოლიტიკურობის პიკია
ფასი უცვლელია, არადა ჟურნალში სულ ცარიელი ფურცლები და ბოლო ყდაზე მომუშავე პერსონალის ვინაობა წერია
Sikvdila
QUOTE
დოლიძეს კუთხეში"კიოსკში"

არ არის.
მრგვალ ბაღთან მასწავლეს კიდე, არც იქაა.
პრობლემა გახდა მაგისი შოვნა რა sad.gif
krea
Sikvdila,
ვაგზლის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მოიპოვებაო მითხრეს, მაგრამ შეიძლება მანდაც აღარ დაგხვდეს unsure.gif

შემდეგი ნომერი იანვრის შუა რიცხვებისთვის იქნება
nini
Gogia,
ეგ სპეც ნომერია უბრალოდ დაკავშირებულია ნოემბრის თვის მოვლენებთან პროტესტის ნიშნად და ნოემბრის ნომერი კიდე ცალკე გამოვა მგონი
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.