ამდენი ბოკელი ერთად ლაშქრობაზე მე ჯერ არ მინახავს:
leonsio,
pantazia
sopuna,
InvisibleM
Giorgi Makharashvili
Luichka
MINI
DIKARKA
xatunia
Modigliani
beshqena
gelsomina - მეგობართან ერთად
vaxtanga
Otar Ratiani
November Rain
etushki
MAMONT
NUCA 11
giorgi_gj
cariocaaa
nusa
tagvi
nodari82
sandriko
jodaseni
Rebecca
be_qa -თავის ორი მეგობარით (გიო და დათო)
-----------------------------------------------------------------------------------------
მოკლედ დილით 8:00 საათზე მივედი სპორტის სასახლესთან და თითქმის
ყველა იქ დამხვდა, როგორც ყოველთვის რამდენიმე აგვიანებს ხოდა სადღაც
9:00 საათამდე ვიკრიბებოდით.
შეკრების შემდეგ ტრადიცილად პირველი მარშუტი საყიდლებზე არის დაგეგმილი.
გამოვიტანეთ მთელი სუპერ მარკეტი და დავადექით კახეთის გზას...
დამავიწყდა მეთქვა თუმცა ამას რა თქმა უნდა ორი სამარშუტო ტაქსით წავედით.
ხო გიორგი მახარაშვილმა როგორც შეგვპირდა წამოიღო გიტარა და გზაში
კაი ერთი (ორიც, სამიც...) ჩვენებური (და არამარტო) შეუბერაააა...
არც beshqena დააკლო და ისეთი სიმღერები მოცხო მეგონა სადღაც ლაივ კონცერტზე ვიყავი...
მოკლედ გიორგის და ბექას ანუ (beshqena)-ს დიდი მადლობა! ასე გრძელდებოდა მთელი გზა ჩვენთან სამარშუტო ტაქსში,
აი იქეთ რახდებოდა ძალიან მაინტერესებდა და ამიტომ გავაჩერე მანქანა და გადავსახლდი იქეთა სამარშუტო ტაქსში...
ო იქ ამბავი დამხვდა იცოცხლე...
ზოგს აკიმარებს, ზოგს უკვე ძინავს, ზოგი მუსიკას უსმენს, ზოგი არ უსმენს და ისე
აქვს ჩართული


აღარ ვუთხარი რომ ჩვენთან გიტარა აჟღერებულიყო თორემ ეს ამოდენა ხალხი იქეთ ჩვენთან სამარშუტო ტაქსში ამოყოფდა თავს

მოკლედ აქ რომ ყველაფერი "რიგზე" დამხვდა.... ისევ დავბრუნდი ჩემს "მარშუტკაში" და ისევ
ლაივ კონცერტზე ამოვყავი თავი.
როგორც იქნა ჩავედით წმინდა ნინოს მონასტერში სადაც უამრავი ხალხი დაგხვდა.
"მარშუტკიდან" ჩამოსვლის თანავე ყველა თავის გზით გაიქცა..
სადრაც ერთ საათში რომ მოითავეს გადაღება იქ,
ყველა ჩავჯექით "მარშუტკებში" და შუაგულ სიღნაღისკენ გავეშურეთ..
რომ ჩავედით სიმართლე გითხრათ სიღნაღი ძლისვ ვიცანით ისეთი გალამაზებული ისეთი შეფერადებული იყო რომ აღფრთოვანებულები დავრჩით.
იმედია ამ სანახაბოს ფოტოების მეშვეობით თქვენც ნახავთ.
ხო მოკლედ როგორც გაირკვა ჩვენი გზა წნორისკენ უნდა გაგრძელებულიყო
რომ რთველი გვენახა... (გზაში შევიტყეთ რომ სოფუნას ჩანთა დარჩა წმ.ნინოს მონასტერში და მისი მობილურიც ჩანთაში იდო, ხოდა დავრეკეთ, ვიღაცამ გვიპასუხა და გვითხრა რომ ამ ყველაფერს იქ მესანთლესთან დატოვებდა)
ხო ამ დროს ბავშვებმა გვშიაო და ამიტომ წნორთან
ახლოში გავჩერით შუაგზაზე და ერთ-ერთმა კეთილმა იქაურმა მოსახლემ (სახელი აღარ მახსოვს გარკვეული მიზეზების გამო

სუფრის გასაშლელად... ხოდა გოგოებმა ივაჟკაცეს და სუფრა გააწყვეს...
ყველა ისეთი მშიერები ვიყავით რომ ვეღარ მოვითმინეთ და ვეცით საჭმელს მშიერი მგლებივით... ჩვენმა მასპინძელმა რომ დაგვინახა რა დღეში ვიყავით
გაგვეცალა და რომ დავამთავრეთ რაც კი გაგვაჩნდა რამდენიმე მტევანი ყურძენი მოგვიტანა... ხო სულ დამავიწყდა მეთქვა რომ კარგი წითელი ღვინო ვიყიდეთ და
მართლაც გემრიელათ დავლიეთ... უხ კაი იყო...
ამ მგლების ჭამის შემდეგ გაიმართა ლაივ კონცერტი ორი.
აი აქ კი ყველას მიეცა ამ კონცერტზე დასწრების უფლება ისევ ბეშქენამ და გიორგიმ დაუკრეს იმღერეს კიდეც თუმცა არა მარტო მათ.. როგორც აღმოჩნდა
ჩვენი Modigliani მომღერალი ბულბული ყოფილა ისეთი იმღერა რომ

ზოგი ამ კონცერტიდან იპარებოდა სადღაც და ისევ ბრუნდებოდნე მერე მივხვდი
რომ გადასაღებლად გადიოდნენ

ხოდა დასრულდა კონცერტი ჰორიზონტს გავხედეთ მზე ყველაზე კარგ
მდგომარეობაში იყო ანუ კარგი შუქი მოჰფენოდა კახეთს ხოდა დრო დადგა რთველში წასვლისა და ფოტოების გადაღებისა...
თუმცა ჩვენმა მასპინძელმა გვითხრა: ახლა პანტაპუნტით თუ ვინმე კრიფავს ყურძენს.. ისე მასიური კრეფა ერთ-ორ კვირაში იქნება.
ეხ გვეწყინა...... თუმცა მეორე წუთს გაგვიხარდა რადგან როგორც
აღმოჩნდა ჩვენს მასპინძელს თავისი პატარა, იშვიათი ჯიშის ყურძნის
პლანტაცია ჰქოინია... რომელიც ასფალტზე იყო პირდაპირ ამოსული
მე პირველად ვნახე ყურძენი სპეციალურად ასფალტზე ამოყვანილი...
მოკლედ ვეცით ამ ვაზებს და ვუღეთ და ვუღეთ გაძღომამდე...
მოვრჩით თუ არა გადაღებას, დავბრუნდით მანქანებში და გავეშურეთ კვლავ
სიღნაღისკენ... მოხდა ისე რომ სიღნაღისკენ წავედით მეორე გზით და რომ მივედით შესასვლეთან მთელი გზა გადათხრილი დაგხვდა... როგორც გაირკა მიდიოდა სარემონტო სამუსაოები ხოდა გვითხრეს რომ ისევ იმ გზით თუ
გავახწევდით აქედან რომელითაც მოვედით...
ბავშვები ჩამოვედიტ მძღოლს უთხარი რომ წრე გაეკეთებინათ ჩვენ კიდე სიღნაღის ცენტრში დავხვდებოდით ანუ ფეხით გასეირნება გადავწყვიტეთ.
დავადექით სიღნაღის ცენტრისკენ მიმავალ გზას.
ოხ რა ძნელი ყოფილა 30 კაცს თავი ერთად მოუყარო...

დაიფანტნენ ყველა... ზოგი სად წავიდა გადასაღებათ ზოგი სად...
ნუ რომ მივედით ცენტრთან ახლოს გადავწყვიტეთ გალავანზე ასვლა მაგრამ მანამდე ნახევარი საათი ლოდინში და რეკვაში გავატარე რომ ყველა ერთ ადგილას შევკრებილიყავით და ერთად ავსულიყავით.. თუმცა დარეკეს მონასტრიდან და გვითხრეს რომ 19:00 საათზე იხურებოდნენ და მანამდე უნდა წაგვეღო სოფუნას ჩანთა... ხო გალავანზე ასვლა გადაიდო...
თუმცა უცებ რეკავს ჩვენი მძღოლი და მეუბნება რომ წმ. ნინოს მონასტერთანაა და ჩანთას წამოვიღებო... მეთქი აი მძღოლიც ასეთი ჯიგარი უნდათქო

ხოდა ასე გადაგვარჩინა ჩვენმა დათომ (მძღოლი) ახლა ყველა შევიკრიბეთ და გალავანზე ასვლს ვაპირებთ რომ უცებ ხალხმა გადაიფიქრა და ცენტრისაკენ წასვლა მოისურვა...
როგორც იქნა მივედით სიღნაღის ცენტრში სადაც ცოტახანი გავჩერდით
ვიჭუკჭუკეთ, საერთო ფოტო გადავიღეთ... ვნახეთ ჩვენი თანაფორუმელი ALQIMIK-ი და შემდეგ გამოვეშურეთ თბილისისკენ.
აი ასე და ამგვარად მოვიარეთ სიღნაღი იმედია ყველა კმაყოფილია

(აქვე დამავიწყდა მეთქვა რომ ჩვენი ეს ლაშქრობა იყო საინტერეს კიდევ იმით
რომ ეთუშკიმ და დიკარკამ მოაწყეს მინი საპროტესტო აქცია "PM/დფ" ანუ არავითარი დღის ფოტო პიემით!! ასეთი შინაარს ატარებდა ეს საპროტესტო აქცია)
თუ რამე კიდევ გამომრჩა აუცილებლად ჩავამატებ.
ხო ფოტო კოლაჟიც სულ მალე იქნება

Added @ [mergetime]1190629186[/mergetime]
xatunia-ს გადაღებული ფოტოები.








