Help - Search - Member List - Calendar
Full Version: სიახლეები ბოკეზე
Photoclub Boke > ადმინისტრაციული ფორუმი > ფორუმის წესები, კითხვები, სიახლეები > სიახლეები
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
www.boke.ge
ბოკეზე სიახლეების სეზონი დაიწყო! smile.gif

1. მომხმარებელთა გალერეის მოკლე მისამართები
მომხარებლის გალერეის სანახავად აღარაა საჭირო "წევრებში" ძებნა. შეგიძლიათ უბრალოდ აკრიფოთ მომხმარებლის სახელი ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი ხერხით და საიტი პირდაპირ მის გალერეაში გადაგიყვანთ.

გამოიყენეთ ერთ-ერთი, რომელიც თქვენთვის უფრო მოსახერხებელია:
http://www.boke.ge/user/User_Name (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც "_"-ით ასევე უბრალოდ " ")
http://www.boke.ge/username/User_Name
http://www.boke.ge/nick/User_Name
http://www.boke.ge/nickname/User_Name
http://www.boke.ge/user=User_Name
http://www.boke.ge/username=User_Name
http://www.boke.ge/nick=User_Name
http://www.boke.ge/nickname=User_Name

2. საავტორო უფლების აღმნიშვნელი წარწერა ფოტოზე
ნებისმიერ მომხმარებელს სურვილისამებრ, შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლების ამღნიშვნელი წარწერის განთავსების ფუნქცია. ამ შემთხვევაში, თქვენს მიერ ასატვირთ სურათზე განთავსდება ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი წარწერა და სიმბოლო:

user posted image


3. მობილური ბოკე
დღეიდან ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხარებელს, საიტზე იდენტიფიცირებისას შეუძლია ჩართოს "მობილური ბოკე"-ს ფუნქცია. აღნიშნული ფუნქციით ბოკეზე არსებული ნებისმიერი ტექსტი (თემები, კომენტარები) გადაიყვანება "ლათინურ" ასოებზე რის გამოც ბოკეს დათვალიერება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი მობილურიდან, რომელსაც გააჩნია "web browser" და არ აქვს უნიკოდის მხარდაჭერა.

4. მნიშვნელოვანი ღილაკები
ბოკეს წევრების პირად გვერდზე შეამჩნევთ ახალ ღილაკებს:

ეს ღილაკებია:
1. "სტატუსის მომატება"
2. "სტატუსის დაკლება"
3. "ლოალურია კრიტიკისადმი"
4. "აგრესიულია კრიტიკისადმი"
5. "კარგი კრიტიკოსია"
6. "ცუდი კრიტიკოსია"
7. "ამ ფოტოგრაფის ფანი ვარ!"

"სტატუსის მომატება", "სტატუსის დაკლება"
მოცემული გამოიყენება ბოკეს რომელიმე წევრის სტატუსის მომატების ან დაკლების რეკომენდაციისათვის. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კლუბის ადმინისტრაცია.

სტატუსის ღილაკები არ არის ხელმისაწვდომი ადმინისტრაციის და მოდერატორის პირად გვერდზე.

"ლოიალურია კრიტიკისადმი", "აგრესიულია კრიტიკისადმი"
მოცემული ღილაკები ჩანს ყველა წევრის გვერდზე გარდა ადმინისტრაციის წევრებისა.
ამ ღილაკზე დაჭერით ფოტოგრაფის რეიტინგი კრიტიკისადმი ლოიალურობის მიმართ იზრდება (ან, შესაბამისად - მცირდება).
რეიტინგს პირველ ეტაპზე აკვირდება კლუბის ადმინისტრაცია და მისივე გადაწყვეტილებით, ბოკეს წევრს შეიძლება მიენიჭოს "კრიტიკისადმი ლოიალურის" ვარსკვლავი.

ეს ყოველივე, კლუბის მასტერებისათვის და ყველა სხვა წევრისათვის იმის აღმნიშვნელი იქნება, რომ ამ ფოტოგრაფის ნამუშევრების კრიტიკა შეიძლება და ის ნორმალურად ეკიდება ამ საკითხს (ან პირიქით).
ეს ვარსკვლავი მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ ფოტოგრაფმა დაინახოს მისი ფოტოს შემფასებლების ვინაობა და ქულები.

"კარგი კრიტიკოსია"/"ცუდი კრიტიკოსია"
"კარგი კრიტიკოსია" - ღილაკი ჩანს კლუბის ამატურ+, ფოტოგრაფების, მასტერების და ადმინისტრაციის წევრის გვერდზე. მასზე დაჭერა რეკომენდაციას უწევს ფოტოგრაფს, როგორც კარგ/ცუდ კრიტიკოსს, რაც საშუალებას მოგვცემს მომავალში გამოვავლინოთ ნამდვილად კარგი კრიტიკოსები და ჩავრთოთ ისინი რეიტინგში და სხვადასხვა პროგრამაში.

"ამ ფოტოგრაფის ფანი ვარ!"
"ამ ფოტოგრაფის ფანი ვარ!" - ღილაკი ჩანს Newbie-ს გარდა ყველას გვერდზე და კლუბის წევრებს აძლევს საშუალებას აირჩიონ თავიანთი რჩეული ფოტოგრაფები. ეს საშუალებას მოგვცემს მომავალში ვაწარმოოთ ფოტოგრაფების რეიტინგი.

* ზემოთმოყვანილი ღილაკები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Amateur ან უფრო მაღალი ჯგუფის წარმომადგენლებისათვის.

5. ამატეურ+ (Amateur+)
დღეიდან ბოკეზე გამოჩნდებიან წევრები, რომელთა სტატუსი იქნება Amateur+. ეს ჯგუფი წარმოადგენს შუალედურ ჯგუფს,დაკომპლექტებულს იმ მომხმარებლებით რომლებმაც თავისი ფოტოსურათებით, კულტურული კომენტირების მანერით და ფოტოგრაფიაში თავისი ცოდნით დაიმსახურეს უფრო მაღალი სტატუსი.

Amateur+ ჯგუფის ლიმიტები შემდეგია: 2 ფოტო 72 საათში. ჯამური მოცულობა 12 მბ.
აგრეთვე, შეფასებისას, ამ ჯგუფის შეფასების წონას მეტი მნიშვნელობა ენიჭება ვიდრე Amateur ჯგუფის შეფასებებს. (წონა რჩება საიდუმლოდ და გამხელას არ ექვემდებარება).

მოცემულ ჯგუფში ხალხის გადაყვანა მოხდება ეტაპობრივად, რაც რამდენიმე დღეს მოითხოვს, ამიტომ დროდადრო ამ ჯგუფს დაემატება ახალი მომხმარებლები.

აღნიშნული ჯგუფის ჩართვის გამო, სურათის ატვირთვისას "შეფასების ღილაკი გამოერთვებათ "ამატურებს". სურვილის შემთხვევაში, ფოტოს ავტორს შეუძლია ჩაურთოს ამ ჯგუფს შეფასების უფლება.

[attachmentid=14764]

6. ჩაირთო ფოტოს ატვირთვის მრიცხველი
თუ ლიმიტი ამოგეწურათ, სისტემა აღარ შემოიფარგლება მშრალი საინფორმაციო შეტყობინებით, არამედ, ზუსტად გეტყვით რამდენ საათში შეძლებთ რომ ატვირთოთ შემდეგი ფოტო.

7. ამუშავდა ე.წ. "იგნორ-ლისტი"
შეგაწუხათ ბოკეს რომელიმე მაბეზარა მომხმარებელმა? დააიგნორეთ ის და:
1. მისგან აღარ მიიღებთ პირად შეტყობინებებს (PM-ებს)
2. ფორუმის თემებში მის მიერ გაკეთებული გზავნილები თქვენთვის იქნება დაფარული (თუ თქვენ არ ისურვებთ, რომ ასეთი გზავნილი თქვენთვის გახდეს ხილული).

გაითვალისწინეთ, რომ:
1. მაბეზარას სისტემა არ ატყობინებს იმის შესახებ, რომ თქვენ ის ე.წ. იგნორ-ლისტში გყავთ შეყვანილი და ის თითქოს ჩვეულებრისამებრ გიგზავნით PM-ებს.
2. გალერეაში მაბეზარას მიერ გაკეთებული კომენტარები კვლავ ღიად ჩანს და არ იფარება.

მაბეზარების სიაში მომხმარებლის დამატება და ამოშლა ხდება მართვის პანელიდან:
http://www.boke.ge/forum/?act=UserCP&CODE=ignore

8. ამოგეწურა ლიმიტი? შეიძინე ლიმიტის გაზრდის კოდი
იხილეთ: http://www.boke.ge/buylimit

9. გაავსე გალერეისთვის გამოყოფილი სივრცე (Disk Space)?
თუკი გაავსე პირადი გალერეისთვის გამოყოფილი სივრცე და ახალი სურათების ასატვირთად არ გსურს ძველი ფოტოების წაშლა, შეიძინე ლიმიტის გაზრდის კოდი და ატვირთე სურათი გამოყოფილი სივრცის ფარგლებს გარეთ:
http://www.boke.ge/buylimit

10. ფოტოცენტრის ფასდაკლების ბარათი
ფოტოკლუბი "ბოკე"-ს მომხმარებლებისათვის "ფოტოცენტრის" მომსახურების ოფისებში ამოქმედდა ფასადაკლების სისტემა!
იხილეთ ბმული: http://www.boke.ge/forum/?showtopic=10746&...ndpost&p=188045
Moderator-5
ბრავო ბოკე!
RedCrimsonCactus
კარგია! საღოლ შოთა!
Sebastiao_Salgado
ბრავვო!
GeGa Chumburidze
გაიხარეთ. ეს უკვე მაგრად მომწონსს. ამის დაქოქვა ეხლა და უძლიერესია
Tatia Narsia
bravo.gif
nicalagua
მგონი ღირდა ლოდინად
კაი სიახლეებია
უფრო სინტერესო გახადა ჩემთვის, მაგრამ მე შეჩვეული ვარ ბოკეს და აი ახალი დარეგისტრირებულებს მგონი გარკვეული დრო დაჭირდებათ ამდენი ნომენკლატურის (ძველებს + ახალი) გაგება
chechekuna
ძაან კარგი!
შესანიშნავი სიახლეებია! smile.gif
Leonsio
აჰა თქვენ სიახლე!!!
პირდაპირ იღვრება სიახლე...

ბოკელებო კმაყოფილები ხართ??? bravo.gif DDDD.gif
Nino Vashakidze
ძალიან კარგია, მივესალმები ახალ წესებს DDDD.gif
Sebastiao_Salgado
ნაცნობობის მინუსები და გაღიზიანებული უსერები აწი ნახეთ თქვენ
: )
chechekuna
ვფიქრობ ეს უკვე გადაწყვეტს იმ პრობლემას რომელიც ბევრს გვაწუხებდა...დაიწერება კომენტარები,შევეცდებით რომ უფრო ლოიალურნი გავხდეთ,ძაან კარგია რომ ადმინისტრაცია ასე აქტიურად ფიქრობს ბოკეზე არსებულ პრობლემეზე,იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგ შედეგებამდე მიგვიყვანს!
წარმატებები ყველას! wick.gif
Sebastiao_Salgado
აი მობილური ბოკე კი ნაღდად გამიხარდა
Linda
ყოჩაღ სიახლეები bravo.gif
Irakli Gunia
QUOTE
"ამ ფოტოგრაფის ფანი ვარ!"



ამან გაასწორა lol.gif

აბა ჩემო ფანებო ამოქმედდით lol.gif lol.gif lol.gif


ხუმრობა იქით და სიახლეები კარგია!

მთავარია ჩვენ მოვერგოთ : ))
chechekuna
და კიდევ იცით რა მაინტერესებს,ვაიდა განაწყენებულმა ან უბრალოდ ცუდ განწყობაზე მყოფმა იუზერმა დაუაროს და ყველას სტატუსის დაკლება მოინდომოს??ამისგან დაცულები ვართ?
იმედი მაქვს სწორად დავსვი შეკითხვა gavcitldi2.gif
Nika Pkhakadze
მგონი ჯამურ ქულასთანაც დაკავშირებითაც სიახლეა, იქნებ ზუსტად გვითხრათ

კითხვა ერთი ამ მნიშვნელოვანი ღილაკებიდან ორი განსხვავებულის გამოყენება თუ შეიძლება ან ერთხელ რომ გამოვიყენებ რომელიმე ღილაკს, შემეძლება საერთოდ კიდე ამღილაკებიდან რომელიმეს გამოყენება,

მთავარი პლიუსი მგონი ისაა რომ amateur+ გაჩნდა, და ხალხი ამ ჯგუფში მოსახვედრად შეეცდება სამართლიანი იყოს
Gela Baramidze
საღოლ კარგი სიახლეებია
M I N I
დიდი მადლობა ბოკეს ადმინისტრაციას ასეთი კარგი შემოთავაზებებისთვის,

ღმერთმა გაგახაროთ !!!
Sebastiao_Salgado
ხო ერთი კითხვა მაქვს
უზერი ხედავს როგორ შეაფასეს მისი სტატუსი?
be_qa
მშვენიერია!
GeGa Chumburidze
QUOTE(Sebastiao_Salgado @ Sep 18 2007, 18:30)
ხო ერთი კითხვა მაქვს
უზერი ხედავს როგორ შეაფასეს მისი სტატუსი?
*




ეს მეც მაინტერესებს
Irakli Ghughunishvili
ვინ როგორი კრიტიკულია იმას როგორ შეაფასებ როდესაც შეფასებები არ ჩანს? და ხშირად ხდება რომ სურათს რეიტინგს აფუჭებენ და ვერც ვერავინ ხვდება ვინ ქნა ეს smile.gif)
Added @ [mergetime]1190125944[/mergetime]
მიმიხვდით ალბათ რისი თქმაც მინდა
jazzanova
სასიამოვნოა სიახლეების კითხვა

მადლობა ადმინისტრაციას სიახლეებისთვის

ვფიქრობ უფრო ობიექტურები და კორექტულები გავხდებით

მალადცი რებიატა bravo.gif
Sikvdila
კარგი სიახლეებია. მადლობა smile.gif
Levan Sikharulidze
მივესალმები: )

სად იყავით ამდენ ხანს: )
Nina Minzoni
ჯერ ვერაფერში ვერ გავერკვიე, მარა იმედია მალე გავერკვევი smile.gif
nicalagua
ხო ეხლა შევამჩნიე რომ შეფასებების მიახლოებით გამოანგარიშება ხდება თუ რაღაც ეგეთი smile.gif
მაგალითად ბოლო ფოტოზე მხატვრულობაში 4. 83 მაქვს და 4.33 ტექნიკაში.
და საშუალო 5 "გამომივიდა" DDDD.gif
სხვა ნაკლებ რეიტინგულიც მაქვს (ეგეთებიც ხდება wick.gif ) და იმაში საშუალო 4ია
ვოტ smile.gif
Added @ [mergetime]1190126545[/mergetime]
Levan Sikharulidze
შენ როგორც მახსოვს უკვე აქ აღარ უნდა იყო lol.gif
niciko
ვოუ!

ამდენს ერთად არ ველოდი DDDD.gif

წარმატებები : )
Levan Sikharulidze
მიხარია რომ ჩემს დაბადებისდღეს დაემთხვა ეს ყველაფერი: )))))))

აი საჩუქარიც ამას ქვია: )
nicalagua
4. 82 და 4.32 მაქვს უკვე lol.gif
beshqena
ყოჩაღ ადმინისტრაციას!!!
ღირდა 4-დან 6-მდე ლოდინი smile.gif
kekuza
საავტორო უფლებების აღმნიშვნელი წარწერა ძალიან კარგია!
და კიდევ ერთი- იუზერი უნდა ხედავდეს ვინ როგორ შეაფასა მისი ნაშრომი!
Nikusha23
მეგონა შეფასება ხილული გახდებოდა ...
niciko
ოღონდ ერთი პრობლემაა, რომელიც წაკითხვისას მომაფიქრდა, და ეხლა შევამოწმე : ))
ნიუბაიებმა, ( და საერთოდ ბევრი ჩვენთაგანი) შეზღუდვის გარეშე რო დებდა ფოტოებს, არც უყურებდა ვის უნდა შეეფასებინა და ვის არა : )
ხოდა ეხლა ამატურებს რო გამოეთიშათ შეფასების უფლებაი : )
ბევრგან შეზღუდული ექნებათ : )
ნიუბაიები არ მოხსნიან, და შეიძლება ჩვენც მიგვავიწყდეს ხომლეე : )

(იმედი მაქვს გამიგეთ რაც ვთქვი DDDD.gif )
ნუ მე ვეცდები არ დამავიწყდეს : ))

Added @ [mergetime]1190126792[/mergetime]
Nikusha23,
მეც მეგონა cry.gif
Magdu
kekuza,
Nikusha23,
niciko,

QUOTE
"ლოიალურია კრიტიკისადმი", "აგრესიულია კრიტიკისადმი"
მოცემული ღილაკები ჩანს ყველა წევრის გვერდზე გარდა ადმინისტრაციის წევრებისა.
ამ ღილაკზე დაჭერით ფოტოგრაფის რეიტინგი კრიტიკისადმი ლოიალურობის მიმართ იზრდება (ან, შესაბამისად - მცირდება).
რეიტინგს პირველ ეტაპზე აკვირდება კლუბის ადმინისტრაცია და მისივე გადაწყვეტილებით, ბოკეს წევრს შეიძლება მიენიჭოს "კრიტიკისადმი ლოიალურის" ვარსკვლავი.

ეს ყოველივე, კლუბის მასტერებისათვის და ყველა სხვა წევრისათვის იმის აღმნიშვნელი იქნება, რომ ამ ფოტოგრაფის ნამუშევრების კრიტიკა შეიძლება და ის ნორმალურად ეკიდება ამ საკითხს (ან პირიქით).
ეს ვარსკვლავი მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ ფოტოგრაფმა დაინახოს მისი ფოტოს შემფასებლების ვინაობა და ქულები.
GeGa Chumburidze
ესეიგი როგორ გავტვინე რაა შეფასებაზე ანუ ტექნიკაში და მხატვრულობაში მიღებული ქულები იკრიბებეა და იყოფა ორზე არითმეტიკული რაა და რაც გამოდის თU 4.52 ზე ზემოტაა 5 ად იტვლება ასე დავსკვენი

მეცნიერი ვარ რაა.

კიდევ მაინერესებს რო დავწერ მაგალითAდ ამ ფოტგორაფის ფანი ვარ lol.gif ან მოუმატეტე სტატუსი თუ რაღაც მაგდაგვარი ხედავს ავტორი მაგას ან მეე? თU ადმინისტრაცია ხედავს მხოლოდ?
Magdu
niciko,
ამატურებისთვის ადრეც შეგეძლოთ გამოგეთიშათ შეფასების უფლება. უბრალოდ ატვირთვისას ეს ღილაკები ჩართული იყო.. ეხლა გამორთულია, მაგრამ ავტორს შეუძლია ჩართოს..
Gela Baramidze
იცით რა მაინტერესებს მობილური ბოკე და ეგ ფუნქცია ავტომატურად ჩაირთვება მობილურიდან რომ შემოვალტ თუ ჩვენ უნდ ჩავრთოთ?
nicalagua
GeGa Chumburidze
ხო, მაგას მეც ვეძებ და რაღაც ვერ მივაგენი...
Magdu
GeGa Chumburidze,

არასწორად მიხვდი.. ჯამური ქულა 5 რომ არის.. სისტემ იაღლიშ smile.gif გამოსწორდება DDDD.gif

Gela Baramidze,
ბოკეზე ავტორიზაციის გავლისას უნდა მიუთითო.
niciko
Magdu,
კი მივხვდი : )
მაგრამ სხვა რამეს ვამბობდი : )

ნუ ნიჩიო : ) ყურადღებით იქნებიან და არ გათიშავენ და ეგაა რაა : )

ხო ის ვარსკვლავის პონტი ასწორებს მაგრად : )
GeGa Chumburidze
Magdu არა ეგეცც ვიფიქრე სამ მეცნიერულ კვლეავს ჩავატარებდი lol.gif lol.gif lol.gif
Added @ [mergetime]1190127253[/mergetime]
კიდევ მაინერესებს რო დავწერ მაგალითAდ ამ ფოტგორაფის ფანი ვარ ან მოუმატეტე სტატუსი თუ რაღაც მაგდაგვარი ხედავს ავტორი მაგას ან მეე? თU ადმინისტრაცია ხედავს მხოლოდ?

ეს მიპასუხეთ რაა საცა გული ამიჩუყდეს. cry.gif
giako
მე ისედაც კორექტული ვიყავი smile.gif
Nina Minzoni
6 ლურჯი XXXXXX ავატარის ქვევით რას ნიშნავს? ადმინისტრაციავ ამიხსენით რააა smile.gif
Luichka
ოოო ფრიად საინტერესოა
ძალიან მომწონს : ) angel.gif
GeGa Chumburidze
Nina Minzoni ამატურა + ხარ ნინ უკევ ამაგს ნიშნავს.გილოცამ
be_qa
რატომ 6-ი და არა 7-ი ნეტავ?











lol.gif lol.gif lol.gif
mangust
ამატეურ + ებში გადასასვლელად ვორნი ხელის შემშლელიაა???
Leonsio
mangust,
თავისთავად smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.