კ.ანდერსონის კავშირი ფოტოგრაფიასთან "Dallas Morning News"-ის ფოტოლაბორატორიიდან დაიწყო,სადაც მან ფირის გამჟღავნება და ფოტოების დაბეჭდვა ისწავლა. 1993 წელს კოლორადოს პატარა გაზეთმა კრისტოფერი შტატში აიყვანა ფოტოგრაფად. ანდერსონს არასოდეს ხიბლავდა "მოსამსახურის" სტატუსი და 1995 წელს მიატოვა გაზეთი.
მუშაობდა ფერში. იღებდა მრავალ თემას სხვადასხვა ჟურნალებისთვის. 1996 წელს კონტრაქტი გააფორმა "U.S Views and World Report"-თან, სადაც სოციალური მასალის მომზადება დაიწყო: გადაიღო რუსეთის ეკონომიკური კრიზისის შედეგები, ავღანელ ლტოლვილთა მდგომარეობა პაკისტანში, მოგვიანებით, ევო მორალესის არჩევნები ბოლივიაში. 1999 წელს კ.ანდერსონმა მოამზადა რეპორტაჟი ჰაიტის იმიგრანტებზე. აქ მან ექსპერიმენტული ჟურნალისტიკის ხერხებს მიმართა და სრულიად გარდასახა თავისი ნამუშევრები.
"B & W"-ში მუშაობისას კ.ანდერსონი დააჯილდოვეს რობერტ კაპას ოქროს მედლით. მოგვიანებით მან გადაიღო ქვის მსროლელები გაზაში და ამ წელსვე "კოდაკის" მიერ დასახელდა წლის სუკეთესო ახალგაზრდა ფოტოგრაფად.
2003 წელს კ.ანდერსონმა გამოუშვა თავისი პირველი მონოგრაფიული წიგნი "Nonfiction" გამოცემული "DeMo"-ს მიერ.
2002 წელს იგი შეუერთდა "VII Agency"-ს, 2005-ში კი მაგნუმის კანდიდატი გახდა.
ამჟამად კ.ანდერსონი მოღვაწეობს ნიუ იორკში.
Added @ [mergetime]1189082890[/mergetime]




Added @ [mergetime]1189082901[/mergetime]




Added @ [mergetime]1189082916[/mergetime]



Added @ [mergetime]1189082926[/mergetime]


Added @ [mergetime]1189082936[/mergetime]



Added @ [mergetime]1189082949[/mergetime]




Added @ [mergetime]1189082960[/mergetime]


Added @ [mergetime]1189082970[/mergetime]




Added @ [mergetime]1189082988[/mergetime]




Added @ [mergetime]1189083001[/mergetime]



Added @ [mergetime]1189083012[/mergetime]

