19 ივნისიდან ყოველ სამშაბათს, საღამოს 8 საათზე 100.3 სიხშირის ტალღაზე, "ბით FM" გთავაზობთ გადაცემას ფოტოგრაფიის შესახებ - "ობიექტივი"
მისი ავტორი და წამყვანი გახლავართ მე, ლიკა. ვეცდები, მოგაწოდოთ უახლესი ინფორმაცია ფოტოსიახლეების შესახებ, გამოგზაუროთ ცნობილ ფოტოხელოვანთა ცხოვრებისეულ გზაზე და შეგახვედროთ იმ საინტერესო ადამიანებს, რომლებსაც დღესდღეობით საქართველოში პირდაპირი თუ ირიბი შეხება აქვთ ხელოვნების ამ სფეროსთან.
პირველ გადაცემას მივუძღვნით ფოტოხელოვნების უკვდავ ოსტატს, ანრი კარტიე ბრესონს, გადაცემის მეორე ნახევარში კი მოწვეული იქნება... თუმცა, ამას სამშაბათს, 8 საათზე გაიგებთ, თუ თქვენს რადიომიმღებებს 100.3-ზე მომართავთ. იმას კი გეტყვით, რომ ამ ადამიანს თითოეული ბოკელი შესანიშნავად იცნობს.
მომდევნო გადაცემების თემებთან და სტუმრებთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებები, რასაკვირველია, მისაღები და სასურველია, ამიტომ შეგიძლიათ, მთელი კვირის განმავლობაში დაპოსტოთ თქვენთვის საინტერესო თემები, მოგვაწოდოთ კითხვები და უახლოეს გადაცემებში მათზე პასუხს აუცილებლად მიიღებთ.
უმორჩილესად გთხოვთ, ოფტოპიკებისგან თავი შეიკავოთ და უშუალოდ თემასთან დაკავშირებით დაპოსტოთ.
დიდ მადლობას ვუხდით "ბოკეს", რომელმაც ამ ინფორმაციის გაშუქებისთვის დაგვითმო სივრცე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
lika,
მშვენიერია

თუ არის მაგ რადიოს მოსმენის საშვალება ინტერნეტის საშვალებით?
MAMONT
Jun 11 2007, 19:02
ისე მეც მაინტერესებს ინტერნეტით თუ შეიძლება
ინტერნეტით რადიოს მოსმენა ორი კვირის შემდეგ იქნება შესაძლებელი
ოოოო...

მადლობა ავტორს...
აზრზე არ ვარ ეგ რა რადიოა (საერთოდ რისი ვარ ?? ) მაგრამ რადიოეთერში ამისთანა რამეები კაია..
ასე მგონი...
irin_a
Jun 12 2007, 22:41
ვააა ლიკუნა, რა მაგარი წამოწყებაა!!!!!!!!!
MAMONT
Jun 13 2007, 00:34
აუუ მე რა მეშველება დღეს ვიჯექი და 8 საათზე ნაუშნიკები მქონდა ყურში გარჭობილი =)) მეთქი იქნება თქო და მერე გამახსენდა რო 19ში იწყება =))
MAMONT,
ტი ნე ოდინ, დარაგოი

ტელეფონზე რემაინდერი მქონდა დაყენებული 5 ცუტიტ ადრე, რომ არ გამომპარვოდა. ჰოდა დიდის ამბით ვიპოვე 100.3. არა, 8 საათამდე არ დავლოდებივარ, გამახსენდა რომ სადღაც 19 რიცხვს მოვკარი თვალი და...
ხოო, შენი ტკბილი ხმა რადიო ეთერში და თან ფოტოგრაფიაზე
Rebecca
Jun 14 2007, 22:40
მარიამ.... გავითვალისწინებ შენს იდეას აუცილებლად!... უახლოეს მომავალში

პასუხს ჩემი პირველი სტუმრისგან გაიგებ... ასე რომ, სამშაბათს, 8 საათზე!...
დანარჩენებმაც შემოგვთავაზეთ თემები, ხალხო... ფუჭი სიტყვები არ იყო თქვენს შეკითხვებზე პასუხების გაცემასთან დაკავშირებით რომ ვწერდი!

ველოდები თქვენს იდეებს და კითხვებს...
აქვე გაგიმხელთ სტუმრის ვინაობასაც... აბა ჰე... მოემზადეეეთ!
"ობიექტივის" პირველი სტუმარი იქნება გუჯა შეყილაძე, ანუ უბრალოდ გუჯა..
Rebecca
Jun 14 2007, 22:54
QUOTE
"ობიექტივის" პირველი სტუმარი იქნება გუჯა შეყილაძე, ანუ უბრალოდ გუჯა.. DDDD.gif
:jump:
კიდევ ის მაინტერესებს ამასწინათ მეკამათებოდნენ რომ იმას არ აქვს მნიშვნელობა რას და როგორ იRებ მთავარი შემართებააო! - ახლა რომელ ლოგიკას ექვემდებარება ეს ესეც მაინტერესებს?
Added @ [mergetime]1181847824[/mergetime] ხო აი კიდევ მაგალითად-
ახლა ციფრული ფოტოაპარატები ძალიან მაგარი ხარისხით იღებენ, ბევრად მეტს ვიდრე ერთი ფირი, მაინტერესბს რამე პრივილეგიები ჯერ კიდევ თუ აქვს ფირს. ან არის თუ არა რომელიმე ჟანრი ისეთი რომელშიც ციფრას ფირი არ ჩამოუვარდება?
Rebecca
Jun 14 2007, 23:05
რავა ერთი მე ვარ მარტო ნე ზნაიკა ნა ლუნე???
ჰმ... იდეა ზეშესანიშნავი

შესრულება 19ში ვნახოთ როგორი იქნება. სუნი მცემს რომ კარგი იქნება
Clockwork Orange
Jun 16 2007, 16:33
Dot მეც ესეთი სუნი მცემს

3 დღე დარჩააააააააააააააა
lika,
ქენით რამე რომ აქ მოვუსმინო თორე რადიოს ვერ ვპოულობ რაღაც და ტელეფონის ნაუშნიკებიც სადღაც მაქ დაკარგული
Clockwork Orange
Jun 16 2007, 23:24
Lika იქნებ შევძლოთ წინასწარ სურათებიც ვიხილოთ რომლებზეც იქნება საუბარი?
დიდი სიამოვნებით მოვუსმენ
lika,
მე ვიცი ვინც იქნება მოწვეული
Added @ [mergetime]1182096452[/mergetime] გამიხარდა ეს ამბავი!!!
Roma, ადვილია, მიხვდე, ვინ მეყოლება მიწვეული გადაცემაში, მით უმეტეს მაშინ, როცა მისი ვინაობა უკვე დავწერე!
QUOTE
"ობიექტივის" პირველი სტუმარი იქნება გუჯა შეყილაძე, ანუ უბრალოდ გუჯა..
ხვალიდაააააან

:D:D:D ხვალიდან დაიწყება

ისე მაგარი მუღამია, ლაპარაკობ იმაზე რაც უნდა დაინახო და ლაპარაკობ ისე რომ არ ჩანხარ

იდეაა რა
ნაუშნიკები ვიყიდე დღეს ამის მოსასმენად

აბა ხვალე გელოდებით
მე რო ბრესონააბრაზნი გავხდები მეც ხო მომიწვევთ?
QUOTE
დოთ, რა ვიცი, ვნახოთ, ბლატებს გააჩნია!
და აიიიი, დაააადგა დღეი იგი სანატრელი რომელსა ეთერითა მის Beat FM-ისაითა მოეგოს ლიკასა მას ხალხთა ამა ბოკელთა ზედე, და რქუა დოტმან მან მრქმელმან "იხარე ერო გაასხი მტერო"

P.S. ოიიიი, რადიოს მომგონს ამოუწყ'ტ'ა 'უ'ოჯახი
აბა დავაყენეთ რემაინდერები მობილურებში.
Nika,
ლოოლ, მე მართლა მიყენია ამ თემის გახსნის დღიდან
Rebecca
Jun 19 2007, 15:51
ვავაავ!!!
აი ეჭვი მაქვს რომ ვერ მოვისმენ და ისა რა ვქნაა???
სადმე რამე ცანაწერი იქნებაა??? :cry:

ვინმემე ჩაწერეთ რაა

))
Zenitidze
Jun 19 2007, 16:30
გუჯა მეც მინდოდა ჩემ გადაცემაში (იქ პროფესიებზე იყო საუბარი, ერთერთი - ფოტოგრაფი) მარა ვერ მოხერხდა

მე მყავდა მაკა კუკულავა, ანაბეჭდის ფოტოგრაფი
ეხლა 8-ზე არ უნდა იყოს?

თქვენ კიდე 2 საათიდან ემზადებით?
RedCrimsonCactus
Jun 19 2007, 20:53
ეჰ, მე ვერ მოვუსმინე
ჩანაწერი ატვირთეთ!
etushki
Jun 19 2007, 21:17
მეც ვუსმინე და ძალიან ვისიამოვნე, მართალია ცოტა ნერვიულობა შეიმჩნეოდა მაგრამ მაინც ძალიან მომეწონა გადაცემა, წარმატებები მომავალში
GrigolS
Jun 19 2007, 21:47
ატვირთეთ რა ვინმემ ჩანაწერი

ვერ მოვისმინე, რადიო საერთოდ არ მაქვს
Clockwork Orange
Jun 19 2007, 23:07