18 თებერვალს, დილის 8-ის ნახევარზე ვერის პარკში, საქართველოს ალპინისტათა ფედერაციასთან შევიკრიბეთ...ამინდი ცუდი იყო, წვიმდა მაგრამ არავის აზრადაც კი არ გაუვლია რო შეჯიბრი არ გაიმართებოდა...
ბოკელებიდან, მე, რედკრიმსონკაკტუსი და რამდენიმე ნაკლებაქტიური წევრი ვიყავით, იმედი მქონდა რო წინა შეჯიბრის მსგავსად, ეხლაც იქნებოდნენ სხებიც(ნიკა, მაგდუ და ლიკა იყვნენ წინაზე), არც კარველი ბოკელები აღარ წამოვიდნენ...სულ ტყუილად არადა...
8 საათზე გორისკენ დავიძარით..იქ გორელი და ქუთაისელი ალპინისტები დაგვემატნენ და ატენის ხეობას შევუყევით...დაახლოებით ერთ საათში ავტობუსიდან ჩამოვედით, დაახლოებით 2-3 კმ. ფეხით ვიარეთ და გაყინულ ჩანჩქერსაც მივადექით...
იქ ბიძინა გუჯაბიძე გველოდებოდა, ტრასაც მზად იყო...
დაიწყო რეგისტრაცია, 48 მონაწილე მოგროვდა(გოგონები სტარტზე არ გაუშვეს), რაც სარეკორდო რაოდენობა იყო...შემდეგ იყო კენჭისყრა და შეჯიბრიც დაიწყო...ტრასა ბიძინა გუჯაბიძემ გახსნა, შემდეგ კი, ნამდვილი შეჯიბრიც დაიწყო.. ტრასა საკმაოდ რთული იყო...ერთდროულად ორი დაცვით მიდიოდა თითოეული მონაწილე, ზედა დაცვა+მეორე თოკი, რომელიც ყინულზე დამაგრებულ პალოებში უნდა გაეტარებინა...საკონტროლო დროთ 3 წუთი იქნა დანიშნული....პირველმა ტრასის ბოლომდე გავლა, ჩემმა მეგობარმა ილია ბერულავამ შეძლო, სხვები ან დროში ვერ ეტეოდნენ, ან ყინულიდან წყდებოდნენ...
შეჯიბრის "ფავორიტთაგან" საუკეთესო დრო პირველად ლერი ნიგურიანმა აჩვენა, მალე მისი შედეგი ნიკა ლებანიძემ გააუმჯობესა...შემდეგ გიორგი კომახიძემ... ამის მერე კარგა ხანი გავიდა და ვერავინ ვერ შეძლო თითქმის ტრასის ბოლომდე გავლაც კი, არათუ შედეგის გაუმჯობესება(მათ შორის მეც-წესების დარღვევისთვის, 3 მეტრის გავლის მერე შეჯიბრიდან მომხსნეს..არადა მაგ წესის შესახებ არ ვიცოდი ლოოლ) შეჯიბრის ბოლოს კი ზედიზედ სამმა მონაწილემ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა-ჯერ გურამ გაზდელიანმა გააუმჯობესა გიორგი კომახიძის მიერ ნაჩვენები დრო, შემდეგ ლევან თათარაშვილმა(რომელმაც წელს ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც შეიძლებოდა)...და ბოლოს გიორგი ნიგურინმა(მიხეილ ხერგიანის დისშვილმა), მართალია ამ ორი ადამიანის გადასწრება ვერ შეძლო, მაგრამ გიორგი კომახიძეზე უკეთესი შედეგი აჩვენა და მესამე ადგილი დაიკავა..
ყველაზე სასაცილო ის იყო, რო, დილას საერთოდ არ ვაპირებდი აპარატის წაღებას, ისე ჩავიდე ჯიბეში ყოველი შემთხვევისთვის და კიდევ კარგი..ასეთი ლამაზი დათოვლილი ტყე არსად მინახავს...შეჯიბრისასაც კარგი კადრები იყო ძალიან...საბოლოოდ 200 სურათი ჩამოვიტანე...რამდენიმეს ხილვა აქაც შეგიძლიათ, დანარცენს უახლოეს მომავალში გალერეაში დავდებ