აქ გთავაზობთ ჩემს დღიურს უცვლელი სახით (ჩასწორება მეზარება და ბოდიშს გიხდით თუ რამე გაიპარა), რომელიც ასახავს მოგზაურობას თალიშში. ფოტოებს ალბათ უფრო ხვალ დავდებ. ზაზასთან დავტოვე და სლაიდებს დღეს ვერ მოასწრებს.
1.10.2005
13 საათზე ჩამოვფრინდი ბაქოში. მოვეწყვე სასტუმრო "ნურ"-ში. ძალიან კარგი სასტუმროა. კახას პასპორტი ვადაგასული აღმოჩნდა და დარჩა, ასე რომ მარტო მომიწევს ყოფნა. გადავიხადე 86 დოლარი სასტუმროში. 7-ზე გავედი ქალაქში სასეირნოდ. 1 დოლარი 4.600 მანათია. გადავახურდავე 55 დოლარი ანუ 251.000 მანათი. პიცა, ჩაი, ნამცხვარი 22.000 მანათი. დუტი ფრიში ვიყიდე ორი ბოთლი ბალანტაინი და ორი ბლოკი ვინსტონი. ტაქსი აქეთ-იქით 4 შირვანი ანუ 40.000 მანათი. ვიყიდე ფირები და ბატარეიკები 45.000 მანათის. მოკლედ, ვზივარ ღია კაფეში და მშიერ კუჭზე ამ მანათების თვლით ტვინი ამიდუღდა. საკმაოდ თბილა. ბევრი ხალხი ირევა. მათხოვრები გუნდებად დადიან. ვიღაცას 500 მანათი მივეცი, კინაღამ თავში ჩამარტყა, ეტყობა ეცოტავა. ყველას მობილური უკავია და ბაიათებს უსმენენ ტელეფონში.
ელშადი კარგი ბიჭი ჩანს. 30 წლისაა, ხვალ მაგის ბიჭი 40 დღის ხდება, რამე უნდა ვუყიდო. ხვალ 9-ზე გავდივართ.
ბევრი ვიარე, შთაბეჭდილება ქალაქისგან დიდი ვერაფერი. ძალიან დანაგვიანებულია, აქაც ყველა ურნის მიღმა აგდებს ნაგავს. ტაქსები მეტია, ვიდრე მოსახლეობა. ბნელ შუკაში მივბოდიალობდი, უცებ უკნიდან ფეხის ხმა მომესმა, მოვიხედე და ვიღაც ბიჭი მორბოდა ჩემსკენ. გული გამისკდა, რომ მოირბინა, ტაქსი ხომ არ გინდაო და ისე გამიხარდა, წამო მეთქი და წამოვედით სასტუმროში. ერთი საათი ეძება, ქუჩებს სახელები აქვს შეცვლილი. მაინც 20,000 მივეცი. ქართველებთან კარგად არიან და ეგრევე სომხების გინებაზე გადადიან.
2.10.05
ვისაუზმე. ელშადი მოვიდა და ცხრის ნახევარზე დავიძარით ირანის საზღვრისკენ. გადავახურდავე 100 დოლარი, მაგრამ ჩეკი არ აღმოაჩნდათ. გავიარეთ შირვანის ეროვნული პარკი, აქ 5.000 ჯეირანი ყავთ. ნაკრესი სთხოვს ცოტა მოგვეცით ვაშლოვანის ნაკრძალისთვისო და ესენი არ აძლევენ - რამდენიც მოგეცით, იმდენი შეჭამეთო...
გზაზე ბინძურ ჩაიხანაში დავლიეთ ჩაი, ამათ ისაუზმეს. პირი რომ გაგეღო 10 ბუზი შიგ ჩაგივარდებოდა.
გზა უინტერესოა, სულ ნახევრადუდაბნოა და ხის მაგვარსაც ვერ ნახავ. შევედით ლენქორანში. ცოტა წვიმს. გზაზე მთლიანი ზუთხები და უზარმაზარი საზანები იყიდება. აქ ყველა სახლი წითელი აგურითაა ნაშენები. 3-ის ნახევარზე ჩავედით სოფელ ზინგულაშში. დაგვხვდა ბაბახანი. 41 წლის დაბალი, გამხდარი, მაგრამ ძალიან შეკრული და კუნთმაგარი ტიპია, შალიკო ქირიკაშვილის მსგავსი. ჭჭF-მა იაყვანა ლეოპარდის პროგრამისთვის. თალიშის ეროვნულ პარკში მუშაობს და თან აქვე, მაღლა მთებში ცხოვრობს. მე და ელშადი გადმოვედით თუ არა, ჩაიხანიდან 30 კაცი მაინც გამოვარდა და ატყდა ერთი ამბავი. ბაბახანს უტრაკებდნენ, შენ აქ ლეოპარდებს რომ იცავ, ის ლეოპარდები ჩვენს საქონელს ჭამენო. სახელმწიფო კიდევ კომპენსაციას არ იძლევაო. ესენი თურმე საქონელს კვირაობით უშვებენ უპატრონოდ, მერე გაახსენდებათ და თუ დაკარგული აღმოჩნდა, ეგრევე ლეოს აბრალებენ. იმდენს ვერ ფიქრობენ, რომ დასაბუთების გარეშე კომპენსაციას არავინ მისცემს. მოკლედ 20 წუთიანი ბუნტის შემდეგ (ბაბა საცემრადაც იწევდა) გამოვაღწიეთ. სამ საათზე ცხენებზე ავმხედრდით და დავიძარით ბაბას სახლისკენ, დაახლოებით 20 კმ უნდა გავიაროთ. მოგვყვება ბაბას უმცროსი ძმა რაფაილი. ერთი კილომეტრის შემდეგ სამოთხეში მოვხვდით. მარჯვნივ ციცაბო ხევში პატარა მდინარე მოდის, ირგვლივ რკინის ხეების კორომებია (ჩვენი ძელქვის ნათესავია), სიმწვანეა, როგორც ტროპიკულ ტყეებში. აქ ორი-სამი კვირის მერე მაგარი ფერები იქნება, ჯერ ტყე მწვანეა, თუმცა ზოგიერთ რკინის ხეს ეტყობა, რომ ძალიან ლამაზ წითელ ფერად შეეფერება ფოთლები. ამინდი - მოღრუბლულია, მაგრამ არ ცივა. გავიარეთ ბზების კორომები, აქვეა თაგვისარას ბუჩქები, ძალიან მაგონებს ლაგოდეხს და კინტრიშს. უამრავი სახეობის სოკოა, ბევრია უზარმაზარი, ძალიან ლამაზი გვიმრები. ნელ-ნელა მივიწევთ წინ. ცხენებს ცოტა არ იყოს სიარული უჭირთ. ქვებზე უცურავთ ფლოქვები. სერიოზულად რომ დაუცურდეს, 200 მეტრიან ხევში ფრენა გარანტირებული მაქვს. ახლა ვზივართ პრივალზე და ბაბახანის ძმის ცოლის გამომცხვარ ქადას ვჭამთ. ვიღაც ტიპი ამეკიდა, ბაბას ნათესავი, თან რუსული ძლივს იცის და მაინც ტვინს მიწნავს ფილოსოფიური და პოლიტიკური თემატიკით. ვოქმენი გავიკეთე და მომეშვა. 5 კმ იყო დარჩენილი რომ თავსხმამ დაუშვა. კიდე კარგი საწვიმარი ახლოს მქონდა და ჩავიცვი. ელშადს საწვიმარი არ აქვს. შევჩერდით ბაბახანის ერთერთი დის სახლში, 3 კმ-ში ბაბას სახლიდან. რა თქმა უნდა დავლიეთ ჩაი, თუმცა სახლში არ შეგვიშვეს, წვიმაში ვიდექით და ისე ვსვამდით. 6 საათისთვის მოვაღწიეთ ბაბას სახლს. მე ისე გამიხარდა, რომ პირველი იაღლიში მომივიდა - ეგრევე ტალახიანი კეტებით შევაჭერი სახლში, აქ კიდე სულ ხალიჩებია დაგებული. აუ, ამბავი ატყდა! საერთოდ ესენი სახლში ჩუსტებითაც არ დადიან. პატარა ოთახში გაგვიშალეს სუფრა, იატაკზე. ბევრი ოქროსკბილებიანი ქალი გადი-გამოდის, ბაბას დები ყოფილან. ამათ ასაკს ხომ ვერ მიხვდები. ერთ გოგოს არა უშავს რა... გვემსახურებიან, წამოწოლილები ვჭამთ. ამათი ეროვნული კერძია - მოხარშული ქათამი ნიგვზის შეჭამანდით, ჩვენს საცივს გავს, ძალიან გემრიელია. თუმცა პორცია არ მეყო და ახლა ბევრი ჩაით და პურით ვიკმაყოფილებ შიმშილს. როგორც ჩანს დამატება აქ არ მოსულა. პური ორნაირია - ერთი თხელია, ლავაშს წააგავს, მეორე უფრო სქელი, ჩვენში რომ ბერძნულს ეძახიან, იმას გავს. ბაბას დედა აცხობს, უნდა გადავიღო ცხობის მომენტი.
დედა 68 წლისაა და ასი წლისას გავს. რომ დადის, ოთხადაა მოკეცილი, რომ ხედავს უღებენ, ეგრევე წელში სწორდება. საერთოდ გადაღება მაგრად უყვართ. ბაბას მამა ფრონტიდან რომ დაბრუნებულა 46 წლის ყოფილა, და ქე გოუჩენია მას მერე 10 ბოვში. 93 წლის მომკვდარა. აი მალადეც!!!
ბაბა თალიშია. თალიშები სპარსულენოვანი ხალხია, აზერები თურქული.
ბაბას პირველი ცოლი ყავდა, მაგრამ რაღაც ეტაპზე გაურეკია და ბაბამაც შვილთან ერთად სიდედრ-სიმამრს დაუბრუნა. წელს სექტემბერში კი მეორე ცოლი მოიყვანა. ცოლი კვიდრი ბიძაშვილია. როგორც ელშადმა მითხრა, ესენი ძირითადად დეიდაშვილ-მამიდაშვილებში ქორწინდებიანო. თუ ოჯახში 8-10 შვილი არ ყავთ, ოჯახად არ ითვლება. შვილები ძირითადად გამწევ ძალად სჭირდებათ. ახლონათესაური შეჯვარების შედეგები კი სახეზეა - ბოლომდე თავის მატორზე არც ერთი არ არის. ვიღაც შავულვაშიანი, ერთი გარეგნობის მქონე ტიპები გადიან და გამოდიან, მე ყველას ყველა ჯერზე ვესალმები, მეც დაცურებული ვგონივართ ალბათ, არადა ნაღდად ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან. აღმოჩნდა ბაბას ძმები ყოფილან...
სად ვიძინებთ, ჯერ არ ვიცი, იატაკზე 100-ანი. ახლა სახლი დავათვალიერე. ორი სკამი აღმოვაჩინე, ვერც ერთზე ვერ დავჯექი, მორყეულებია, არადა წელი ამტკივდა. გენერატორი დაქოქეს, ეტყობა კაშმარი ბენზინი ასხია, მაგარი პერებოი აქვს. 2 საათი ბაბას ქორწილის კასეტას ვუყურეთ. ტვინი ამიდუღდა ამათი მუსიკისგან.
ქორწილის წესი ასეთია. პირველ დღეს ქალთან იმართება წვეულება. წვეულება ასეთია - ეზოში გადაფარებულში დგას მაგიდები, მაგიდები ცარიელია. აქეთ ქალები სხედან, იქით კაცები. დამკვრელები (კლარნეტი, დოლი, გარმონი და სინთეზატორი) უკრავენ, კაცები ცეკვავენ, შიგადაშიგ ქალებსაც აცეკვებენ - რაღაც უცნაურ ილეთებს ატარებენ, მერე ერთმანეთს თავზე აყრიან მამედებს (ასე ეძახიან 1000 მანათიანს, შირვანი 10.000 მანათია). ბაბას მამამთილი ანუ კვიდრი ბიძა, სიმპატიური მაღალი კაცია, შავი კოვბოური შლაპა ახურავს და რეიბანები უკეთია. ქურდი ყოფილა, რუსეთშიც კარგა ხანს მჯდარა და სიტყვა ეთქმის თემში. მეორე ბიძა მოლას ფუნქციას ასრულეს, ამის ბიჭს ბაბას და ყავს ცოლად. მოკლედ ამ ცეკვაში გადის დრო. აქ გაიჩითა ბაბახანის პრაბაბუბშკა, რომელიც ფაქტიურად ყველას ბებიაა, საცოლის, სიძის, მძახლების და ა.შ.. ბაბა აქ არ არის, თავის სახლში ელოდება ცოლს. მეორე დღეს ცოლი ირთვება ფატაში და თეთრ კაბაში, ჯდება ცხენზე და მიდის ბაბასთან ამალით. მუსიკოსებიც მიყვებიან და პად მუზიკუ ჯამაათი ცეკვავს. წინ მიდის პატარა ბიჭი, რომელსაც მოხატული სარკე მიაქვს. ცუდი თვალისგან დასაცავად. ასე გადიან ქვემო სოფლიდან ბაბას სახლამდე (სოფელ სიოვამდე) 25 კმ-ს. ისე სოფლები ქვია, თორემ ორი-სამი კომლი ცხოვრობს, მარა იმდენი შვილები ყავთ, ჩვენთან კაი მოზრდილ სოფელს შეშურდება ამდენი მუშახელი. ბაბა სახლიდან ვითომ ძალით გამოყავთ, თავს იფასებს. ბოლოს ხელიხელს ჩაკიდებენ და სახლში შედიან. ვოტ! მესამე დღეს პირველი დღე მეორდება უკვე ბაბას სახლში. საჭმელ სასმელი ქორწილში არ მოსულა. თუმცა სასმელს ისედაც არ სვამენ, რელიგიურები არიან. არადა ესენი რომ სვამდნენ, მთლად დაქლიავდებოდნენ.
ბაბას დისშვილი 4 თვისაა, ჩვენ ქორწილს ვუყურებთ, ესეც ჩვენსავით იატაკზეა დამსევრებული, დაღოღავს და რაღაცეებს იტენის პირში. მშობიარობისას დები და დედა ეხმარებიან, ამათ საავადმყოფო არ იციან.
ისე მაგიდაც გაიჩითა ერთ ოთახში, მაგრამ პირდაპირი მიზნით გამოუსადეგარი - ბანბანერკებიდან და ჟურნალებიდან ამოჭრილი სურათების დასადები ადგილია.
12 საათია. პატარა ოთახში ვწევართ იატაკზე ერთმანეთის გვერდის შემდეგი რასკლადით - მე მარცხენა კედელთან, მერე ბაბახანი, გვერდით რაფაილი, ბოლოს ელშადა. ორი უკვე ხვრინავს. წვიმს გადაუღებლად. ხვალ რა გინდა რომ ქნა! კოღოებიც გაიჩითენ, მესერშმიტებივით მიტევენ.
ახლა წამაყვინთავა და გველნაკბენივით გამეღვიძა - ფულით გატენილი საფულე გვერდზე სახლში დამიტოვებია. განა რამე, მაგრამ რა დამაძინებდა, გამოვეწყვე და გავედი გარეთ, მაგრად წვიმს, ფეხიც ამიცურდა და კინაღამ მოვტოვდი, კაროჩე...
ხო მართლა, ტუალეტი თუ მოგინდა, დაგერხა. ზუსტად დავთვალე და 130 მეტრშია სახლიდან. ისეთი მორყეულია და ისეთ ციცაბოზეა, რომ გაფაციცებული უნდა იყო, სადმე რომ არ ჩაიჩეხო, თან წვიმს და მოლიპულია ტალახი. არადა გვერდზეც ვერ გაახალტურებ, სულ ვიღაცა დაბოდიალობს და წაგასწრებენ...
3.11.05
დილით რაღაც სიმღერამ გამაღვიძა. 6 საათია. გამოვედი გარეთ. ბაბა და მისი ძმა ნამაზს ასრულებენ. განათება არ მყოფნის და ვერ გადავუღებ. დღეს მტავრდება რამადანი და საფლავებზე გადიან. ფანტასტიური ამინდია, ვითომც არ უწვიმია მთელი ღამე. მზე ამოდის და თბება, 900 მეტრზე ვართ ზღვის დონიდან.
თალიში სუბტროპიკულ ზონაშია. აღმოსავლეთიდან კასპიის ზღვის ნოტიო ჰაერი შემოდის მთებში, სამხრეთიდან ირანის ცხელი ჰაერი. ამიტომ აქ ფეიხოა და სხვადასხვანაირი ციტრუსები ხარობს.
ვისაუზმეთ და წავედით სასაფლაოზე. სანამ სასაფლაომდე მივიდოდით, ბაბამ ტყეში გზიდან გადაგვიყვანა და უძველესი ნასოფლარის სასაფლაო დავათვალიერეთ. სასაფლაო მუსულმანობამდე ხანას ეკუთვნის, ანუ სადღაც მე-4 მე-5 საუკუნისაა. ქვები ციხესიმაგრეებს გავს, ისეა გამოთლილი. არის თითქოს ერთსართულიანი, ორი და სამიანიც გხვდება. რაოდენობა იმის მიხედვითაა, თუ რანგით რას წარმოადგენდა მიცვალებული თემში. საფლავებზე ახატი ბორჯღალები, სვასტიკები, მშვილდ-ისარი, ნაჯახი და ა.შ. ხავსითაა დაფარული. ამის მერე ჩავედით სასაფლაოზე. ბაბას ბიძა, მაგარი კოლორიტული კაცია დიდი ულვაშებით და ატეც სალდატას ეძახიან, მართლა გავს მახარაშვილს. თან მოლას ფუნქციასაც ითავსებს. რიტუალი დიდ ხანს მიდიოდა, მთლიანად გადავიღე.
აქ მომივიდა კიდე ერთი იაღლიში, ჩანთიდან ამომვარდნია კამერის აკუმლატორი, ვიდეო და ფოტო ფირები და ლინზა. ბაბამ ეს რომ გაიგო, საძებნელად წავიდა და ერთ საათში დაბრუნდა, ყველაფერი ეპოვნა!!! მაგარი სლედაპიტია. გზადაგზა მაჩვზღარბის, ტახის და ტურას ნაკვალევი გვაჩვენა, თან ყვება და გიხსნის როგორ მოძრაობდა ცხოველი, სად დაწვა, სად ეპარებოდა რამეს, სად გარბოდა. მოკლედ ძალიან საინტერესო ადამიანია.
კიდევ ერთი გავმაზე - 12-13 წლის გოგოს ვუღებდი, მოღუშული იყო და გასამხიარულებლასდ თვალი ჩავუკარი. ჰოდა საღამოს სახლში რაზბორკა მომიწყვეს - ჩვენთან გასათხოვარ!!! ქალს ეგრე არ უშვებიანო. ბოდიშის მოხდა მომიწია და თან ვუხსნიდი, რატომ ვქენია ასე. მე მგონი დავაჯერე.
რიტუალის შემდეგ დაკლეს ცხვარი და შეწვეს. რა თქმა უნდა ქალები ცალკე ისხდნენ, რამდენიმე თავზე გვედგა და ჩაის ჩაიზე გვისხამდნენ. მოლას ქართველი ძმაკაცი ყოლია და შემჭამა, გვერდიდან არ მიცილებდა და "ბიჩო კარგის" იძახდა. 13 საათისთვის დავიძარით ლეოპარდის სამოსახლოსკენ. ჯერ ჩავედით ღრმა ხევში, მერე ავედით ქედზე და ერთი-ორჯერ მემგონი ირანის საზღვარიც გადავკვეთეთ. უზარმაზარი ნეკერჩხლებია და ასევე გირკანული 1000 წლოვანი მუხები. რკოს თავსახური ბანჯგვლიანი აქვს. გიგანტური ქვებია მიმოფანტული ტყეში. ქვების ქვეშ მაჩვზღარბები ბინადრობენ. ეს ცხოველები წარმოადგენენ ლეოპარდის ძირითად საკვებს. ყველგან მათი ეკლები ყრია. მალე ერთი დიდი ლეოპარდის ნაკვალევიც ვიპოვნეთ. ბაბამ მოგვიყვა როგორ დაესხა თავს ლეოპარდი. ფეხი სულ დაგლეჯილი ქონდა, ახლაც ატყვია კლანჭების კვალი.
ბაბახანმა ხეზე ცოცვის საოცრებები გვაჩვენა, ნაღდი ტარზანი. ერთ ადგილას კი ხე დაახლოებით 300 მეტრის ან შეიძლება მეტიც სიმაღლის კლდის თავზე ამოსულიყო და ხევზე იყო გადაკიდებული. ხეს რომ ვიღებდი შიშისგან კინაღამ გავიპარე, კადრში ბაბახანა არ შემოვარდა - ხეზე ისე გავიდ-გამოვიდა, თითქოს ტროტუარზე დადისო. ჩემს შეშინებაზე მაგრად იკაიფა. ძალიან ბევრი ვიარეთ, ვნახეთ ბევრი ნაკვალევი ლეოპარდის.
6-ის ნახევარზე დავბრუნდით სახლში. ახლა ვზივარ და საჭმელს ველოდები, მგელივით მშია! ბაბახანი და უფროსი ძმა 6 საათის ნამაზს ასრულებენ. ამათ კიდე ქათამი ახლა დაადგეს და როდის იქნება მზად, კაცმა არ იცის. პეჩენია მაინც უნდა წამომეღო ან სნიკერსი...
20"30 ახლა ვჭამეთ და წამოგორებულები ვართ. შარაფი არაბული სიტყვა ყოფილა და ავ, ცუდ წყალს ნიშნავს ანუ ღვინოს.
მაგარ ნირვანაში ვარ, ყურებში პინკ ფლოიდი, ზურგზე ბალიში, ტრაკქვეშ ბალიში, კაი ჩაი, თან ქალები გემსახურებიან... ასწორებს იატაკზე არსებობა! ფოტოები კი გადავიღე, მაგრამ რა გამოვა არ ვიცი, ნაგავი ობიექტივი და თან ნიკონმაც გაახურა, ხან იღებდა, ხან არა, თან უცნაურ ხმებს უშვებს ფირის გადახვევისას.
დავწექით 11 ზე.
4.11.05
მაგარი ამინდი გაიჩითა. დილის ექვს საათზე ელშადა გავაღვიძე და პარკის ყველაზე მაღალი წერტილისკენ დავიძარით. ზუსტად მზის ამოსვლისთვის ავედით მთის წვერზე. წინ ზღვა ჩანს, იქედან ამოვიდა მზე. ჩვენს ქვემოთ და მარჯვნივ ირანია. მერე კიდევ 10-12 კმ ვიარეთ, სახლთან ახლოს ვნახეთ ბებერი მამრი ლეოს ნაფეხურები. დავბრუნდით სახლში. ვჭამეთ და ცხენებით დავიწყეთ დაშვება. ჩემი მაგარი ახვარი ცხენია - ეტყობა არ დავევასე (აქეთა გზაზე ერთი-ორჯერ გავაჭენე და ეტყობა გულში ბოღმა ჩაიდო), ისეთ ადგილებში დადის სპეციალურად, რომ ან ტოტს გამოვედო, ან ქვას. თავი სულ დაკაწრული მაქვს. ერთ მომენტში მე და ელშადა ჭენაობით გავერთეთ და სულ სხვაგან ამოვყავით თავი. მერე დავიწყეთ მოკლეებზე დაშვება და ერთ-ორ ადგილას მაგარი შიში ვჭამეთ, ძალიან ციცაბო იყო და ცხენებს ფეხები უცურავდათ. ნელ-ნელა ამინდმაც გაფუჭება დაიწყო და სოფელში რომ შევედით მაგრად გაწვიმდა. თავიდან ბოლომდე ტალახში ვარ ამოსვრილი. სახლში არავინ შეგიპატიჟებს, არადა მანქანას აგვიანდება.
ბაბახანს მივეცი 150 დოლარი, ამაში ცხენებიც შედიოდა. მძღოლს, წვიმებისგან ძალიან გაფუჭებულია გზებიო და 50 იქედან მივეცი და 50-იც აქედან უნდა მივცე.
ელაშდმა დაურეკა და ლენქორანში ვარ, ჩაიხანაში ვზივარო მძღოლმა. როგორც იქნა გადაფარებულში შევაფარე თავი, გამოვიცვალე და ახლა ვზივარ და მუსიკას ვუსმენ, მშიერზე ბევრი მანდარინი შევჭამე და გული მერევა. თან ვიღაც 14-15 წლის ბავშვი ამეკიდა, ვერ ხვდება თალიშური რომ არ ვიცი და მიყვება და მიყვება რაღაც ამბებს, თან ეტყობა თანადგომასაც მთხოვს. მაქსიმალურად ავუწიე მუსიკას, რეიბანებიც გავიკეთე და თავიც მოვიმძინარე, გაგიგია, ამანაც ხმას აუწია და თან მაჯანჯღარებს. ნაუშნიკები გავუკეთე და ბოლომდე ავუწიე, თავიდან გაყუჩდა, მერე კი ისეთი სიხშირის ხმით აყვა ვოტერსს, რომ სასწრაფოდ გამოვურთე და ფარანი მივაჩეჩე. სანამ მუშაობის მექანიზმში გაერკვა 5 წუთი გავიდა და მეც ამდენი ხნით მოვისვენე, მერე თეთრები მივეცი. ამანაც 3 წუთიანი პერედიშკა მომცა და ამასობაში მანქანაც მოვიდა. დავემშვიდობეთ სასტავს და წამოვედით. ასტარაში შევედით მაგარ რესტორანში და 5 ნაირი თევზი მოვატანინეთ. ეგეთი გემრიელი ზუთხი მე არსად მიჭამია. კასპიის ზღვის სხვა თევზებიც ძალიან გემრიელი იყო. დუტი ფრიში ნაყიდი ვისკები გავაძრე და მე და ელშადამ თითო ბოთლი დავლიეთ. რესტორანი დაჯდა 150.000 მანათი ანუ სადღაც 32 დოლარი. ამდენი თევზის მერე ძალიან იაფია. გზაში წავუძინეთ და ბაქოში ღამის ორ საათზე ჩავედით. აქ ბოლო იაღლიშიც მომივიდა - აბაზანაში კარგა ხანს ვიყავი და რომ გამოვედი ნომერი წყლით დამხვდა დაფარული. სასწრაფოდ დავუძახე ადმინისტრატორს, თურმე წყლის გამშვები გაჭედილა. ეგრევე ნახევრად შიშველ მდგომარეობაში გადავედი სხვა ნომერში..
4.11.05
მაგრად არ მინდა წამოსვლა, შეიძლებოდა დარჩენა, ფინანსები იძლევა საშუალებას კარგი დროც გამეტარებია. გუშინ რომ ადრე ჩამოვსულიყავი ბილეთებს გადავცვლიდი, ახლა კი შანსი არაა. პაეზდკის ბოლო იაღლიში, გუშინ თბილისს რომ ველაპარაკე, ეტყობა ტელეფონი სწორად არ დავდე და 50 დოლარით მეტი გადავიხადე. სატელეფონოში გავარკვევო, ადმინისტრატორმა და ისინი ზუსტად მეტყვიან რამდენი იალპარაკეო და ნაშთს ელშადს მივცემო. მომაკითხა ვვფ-ის მანქანამ. ცივი ბექსიც მოაყოლა და კარგ ხასიათზე ვიმგზავრე ნახევრადცარიელი თვითმფრინავით. 12 საათზე თბილისში ვიყავი.