Help - Search - Member List - Calendar
Full Version: CANON-ის საახალწლო ფოტოკონკურსი!
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
gi222
მოგესალმებით!

CANON-ის ოფიციალური ფეისბუქის გვერდი საქართველოში აცხადებს საახალწლო ფოტო კონკურსს!
დეტალები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:

https://www.facebook.com/canongeo

პრიზები; CANON EOS 650D და CANON EOS 1100D

გისურვებთ წარმატებებს!
wrangler
ერთი აი ის ხალხი მანახა ფოტოკონკურსებში ფოტოშოპის გამოყენებას რო კრძალავენ

:facepalm:

აქაც.....
gi222
და რატო არ უნდა აიკრძალოს? ფოტოშოპის ცოდნაზე ცალკე კონკურსი უნდა იყოს.

ნახვაზეც არაა პრობლემა. შეგახვედრებთ თუ რამეა! smile.gif
wrangler
gi222,

რატომ უნდა აიკრძალოს ფოტოშოპი
ერთი მიზეზი მაინც რო დამისახელოთ შეიძლება?

მაშინ კამერის ,,სეთინგების'' გასწორებაც აკრძალეთ და მარტო ავტოზე იყოს დასაშვები გადაღება და მარტო კიტ ობიექტივით ან რამე ეგეთი დაამატეთ კიდევ

კამერასაც პროცესორი აქვს და კომოპიუტერი შიგნით და თავისით უკვე ,,ამუშავებს'' ფოტოებს

დავუშვად კონტრასტს, თეთრის ბალანსს, სიმკვეთრეს, დინამიკური დიაპაზონის კორექციას და ა.შ.. კამერაში გავაკეთებ თუ კომპიუტერში ანუ 4 ინჩიან მონიტორზე თუ 32 იანზე კომპიუტერში რა მნიშვნელობა აქვს?

თუ არ გინდათ რო გრაფიკა იყოს, ეგ სხვა საკითხია საერთოდ და მაშინ აკრძალეთ მონტაჟი, კოლაჟი და ა.შ... და არა ფოტოშოპი (და მსგავსი პროგრამები), რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ციფრული ფოტოგრაფია
Peso
უნდა ვხატოთ, თანაც კნოპკიანი პასტებით არა
gi222
პირველად გესმით რომ ფოტოკონკურსზე იკრძალება ფოტოშოპი? ძალიან ხშირი მოვლენაა. არ გვინდა ტექნიკურად უნაკლო ნამუშევრები.
ხედვა და კომპოზიცია უფრო გვაინტერესებს.
თანაც არაპროფესიონალებს უფრო მეტი შანსი ექნებათ.
იმედია საკმარისი არგუმენტებია! smile.gif
wrangler
gi222,

საქართველოში ,,LIKE'' ფოტოკონკურსებზე გამიგია ხოლმე კიბატონო, სხვაგან არსად.


ზუსტად არაპროფესიონალებს არ ექნებათ მეტი შანსი, რადგან პროცენტულად არაპროფესიონალებს აქვთ იაფიანი ტექნიკა და იაფიანი ობიექტივები
პროფესიონალებს პირიქით , რაც მართლა მინიმუმამდე ითხოვს პროგრამების ჩარევას, ხოლო იაფიანმა ტექნიკამ კონკურენცია რო გაუწიოს ცოტათი მაინც ძვირიან მაღალი კლასის ტექნიკას, მაგ შემთხვევაში აუცილებელია ფოტოშოპის და მსგავსი პროგრამების დახმარება

და მეორე არგუმენტს რაც შეეხება, ტექნიკურად გამართული, იმ ფერებზე და კონტრასტზე გასწორებული ფოტო, როგორც თვალIთ ხედავ არანაირად არ უკარგავს მნიშვნელობას არც კომპოზიციას და არც ფოტოგრაფის ხედვას

თორე თქვენი ნებაა, გინდა ფოტოშოპი აკრძალეთ და გინდა დიაფრაგმის ბოლომდე გახსნა smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.