მეც ეგრე მეგონა ადრე, მაგრამ არი ბევრი დეტალი რის გამოც ძვირი ღირს რამოდენიმე მაგალითი შემიძლია გითხრა თუმცა არასაკმარისი იქნება.
პირველ რიგში ხელით არის აწყობილი გერმანიაში და ძალაინ ძალიან მაღალი ხარისხისაა და ტანკივით გამძლეა ე.წ Build Quality, შემდეგ ის რომ ერთადერთი ციფრული არის რომელსაც rangefinder-ია (ძველი epson-ის გამოკლებით), ამას დამატებული ის რომ პატარაა კომპაქტური და ძალიან კომფორტულია, არანაირი 10 FPS da autofocus არ ააქვს, სუფთა ფოტოგრაფიის სიამოვნებისთვის არის შექმნილი, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ძალიან მოხერხებულია კნოპკების განლაგება და ასე შემდეგ, + დიზაინიც ლამაზია, მოკლედ არ არის ეს ფოტოაპარატი სპორტის გადასაღებად და მათთვის ვინც ფოტოგრაფიას მხოლოდ ფულის საკეთებელ საშუალებად ხედავს და ფოტოგრაფიისგან როგორც ხელოვნება ძალიან ცოტა სიამოვნებას იღებს.
ასევე რაც შენ თქვი ნაწილობრივ მართალია, მაგრამ მსგავს ფოტოაპარატებში ერთადერთია და რეალურად კონკურენციას DSLRს უწევს Canon, Nikon, Sony და ასე შემდეგ, ამათ კიდე როგორც იცი ძალიან დიდი marketshare აქვთ და მთელი ბაზარი დაპყრობილი აქვთ, ხოდა ლეიკას არაფერი რჩება გარდა იმისა რომ ინოვაციური ფოტოაპარატი შექმნას და ფასიც შესაბამისი დაადოს, რომ მოგება ნახოს, მაგრამ ფოტოაპარატს ხელში რომ დაიჭერ და გადაღებას დაიწყებ მიხვდები რატო ღირს ამდენი.