Help - Search - Member List - Calendar
Full Version: შემოსავლების სამსახური აცხადებს
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
Anna Goguadze
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საბაჟო გამშვები პუნქტების შიდა სივრცის გაფორმების მიზნით, აცხადებს ფოტოკონკურსს.

ფოტოკონკურსის თემა: საქართველო.
შენიშვნა: მისაღებია ნებისმიერი ფოტო, რომელიც ფოტოგრაფის აზრით ასოცირდება საქართველოსთან, ქართულ კულტურასთან, ისტორიასთან, თანამედროვეობასთან და კონცეპტუალურად არ სცდება ძირითად თემას.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

** კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მოყვარულ, ან პროფესიონალ ფოტოგრაფს (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს);
** თითოეული მონაწილისათვის საკონკურსო ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

** უნდა იყოს თქვენი გადაღებული;
** ერთი ფოტოს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 800pix-ს;
** უნდა გაგაჩნდეთ ფოტოს ორიგინალი, ზომით არანაკლებ 1600pix-ისა;
** გამოგზავნილი ფოტო არ უნდა იყოს რომელიმე სხვა კონკურსის გამარჯვებული, ფოტოს გამოყენების უფლებით;
** ფოტოს დასახელება უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი (რამდენიმე ფოტოს გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, დანომროთ ისინი. მაგალითად, saxeli_gvari_01);
** ფოტოს უნდა ახლდეს მოკლე, მხატვრული აღწერა, რომელშიც ასახავთ თქვენს დამოკიდებულებას ფოტოს მიმართ და მის კავშირს კონკურსის თემასთან (საუკეთესო აღწერები გამოიფინება ფოტოსთან ერთად).

ფოტოების შერჩევის პირობები:

** ფოტოები შეირჩევა შემოსავლების სამსახურის სპეციალური ჟიურის მიერ;
** გამარჯვებულად ჩაითვლება ყველა ის ფოტო, რომელიც შეირჩევა საბაჟო გამშვები პუნქტების გასაფორმებლად (შესარჩევი ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის).

პრიზები:

I ადგილი - ფოტოაპარატი Canon EOS 60D 17-85mm IS KIT
II ადგილი - ფოტოაპარატი Canon EOS 600D 18-55 IS KIT
III ადგილი - ფოტოაპარატი Panasonic Lumix DMC-GF3C KIT.

სხვა გამარჯვებული ფოტოების ავტორები მიიღებენ სამახსოვრო საჩუქრებს შემოსავლების სამსახურისგან.
ფოტოები დაიბეჭდება და გამოიფინება ავტორის ვინაობის მითითებით.

შენიშვნა: ორგანიზაცია უფლებას იტოვებს გამოიყენოს ყველა საკონკურსო ფოტო, რომელიც შერჩეული იქნება გამოფენისთვის. ამასთან, არ არის შეზღუდული ავტორის მიერ ფოტოს სხვა დანიშნულებით გამოყენება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ:

** ფოტოსურათი, ან ფოტოსურათები მითითებული წესების დაცვით;
** ფოტოსურათის მოკლე, მხატვრული აღწერა;
** თქვენი საკონტაქტო მონაცემები.

ელექტრონული ფოსტა: photo@rs.ge

საკონკურსო ფოტოების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 25 აგვისტო.

დავუკავშირდებით მხოლოდ გამარჯვებული ფოტოების ავტორებს.

შემოსავლების სამსახურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ. გვერდი: http://www.rs.ge

>>>>>>>>>>>>>>>>http://www.jobs.ge/47296/<<<<<<<<<<<<<<<<<
Maxo
800 პიქსელი სურათის მოცულობა ვერ გავიგე.

- სურათის სიგრძე*სიგანე რამდენი უნდა იყოს?
და კიდევ
- რამდენი კილობაიტი ან მეგაბაიტი?

მინდა მივიღო მონაწილეობა კონკურსში...
ველი თქვენგან ინფორმაციას, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას
luke.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.