2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი.
3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს)
4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს.
5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული.
6. როგორც მე-3 პუნქტში აღვნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი.
7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა.
8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
ამ თემაში სურათების ატვირთვის ფუნქცია ჩართულია!
კვირის თემაა : ბოკეზე შეძენილი მეგობარი(გთხოვთ მოკლე ჩანაწერი და თქვენი გადაღებული ფოტოც დაურთოთ შესაბამისად)

მოკლედ ბოკემ ბევრი მეგობარი შემძინა და ბევრიც კაი ახლობელი

არ ვიცი რატომ,მაგრამ ამ წუთას მომინდა დამედო ჩემი გადაღებული ლუი
რატომ ლუი? არ ვიცი,უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანია

გარდა ამისა მომწონს მისი გემოვნება და გადაღებული ფოტოები
დღევანდელ რეალობაში რთულია ნახო ასეთი გულიანი და თბილი მეგობარი
