Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ფოტოკონკურსი "საკუთარი ოთახი"
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
LilacWine
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი", 8 მარტის კვირეულის ფარგლებში ორგანიზებული კამპანიის "თავისუფლება - ქალის უფლება" ფარგლებში, აცხადებს ფოტოკონკურსს პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფებისთვის, სახელწოდებით "საკუთარი ოთახი".

ფოტოგამოფენის კონცეფციაა ინგლისელი მწერალი და ესეისტი ქალის, ვირჯინია ვულფის ამავე სახელწოდების ესე "საკუთარი ოთახი".

"ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარი ოთახი, ფული და ის შექმნის რაიმე ღირებულს." -ვირჯინია ვულფი.

ორგანიზატორების მიერ შეირჩევა 20 საუკეთესო ფოტო და თითოეული ფოტოს ავტორი დასაჩუქრდება 50 ლარით. გამოგზავნილი ფოტოების რაოდენობა შეუზღუდავია.

ფოტოკონკურსში გამარჯვებული ფოტოები გამოიფინება 8 მარტის კვირეულის ფარგლებში ორგანიზებულ ფოტოგამოფენაზე.

ფოტოები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: wisgphotocontest@gmail.com 2012 წლის 24 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი).

კონკურსის პირობები:

** პირველადი შერჩევისთვის, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ფოტო jpg ფორმატით, რომელიც არ აღემატება 600x800 pix.;
** შერჩევის შემდეგ, ორიგინალი ფოტოს ზომა უნდა იყოს არანაკლებ 1500x3200 pix.;
** ყოველ ფოტოს უნდა ერქვას სახელი;
** ორგანიზაცია იტოვებს გამარჯვებული ფოტოების შემდგომში გამოყენების უფლებას.

წარმატებას გისურვებთ!
Mikheil Samkharadze
საინტერესო რამეა smile.gif ვეცდები მალე გამოვაგზავნო smile.gif
Mikheil Samkharadze
გაგზავნილია smile.gif
LilacWine
kesha,
მადლობა smile.gif

დარჩა 4 დღე
დანარჩენებო! გადახედეთ საკუთარ გალერეებს და გამოუშვით თემატური ფოტოები..
batukela
ნეტა მალე დაიდოს პასუხები DDDD.gif DDDD.gif
LilacWine
26-მდე გადაიდო დედლაინი.. 3 დღეც. გამოუშვით!!!!! smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.