Help - Search - Member List - Calendar
Full Version: " მხოლოდ საქართველოში"
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
Nika Pkhakadze
ნახეთ იქნებ დაგაინტერესოთ

თუ სწავლობ საქართველოში აკრედიტირებულ უნივერსიტეტში, ხარ 18-25 წლის და გიყვარს ფოტოების გადაღება, მაშინ გადაიღე ის, რაც მხოლოდ საქართველოშია, მოიგე პრიზები და აჩვენე მსოფლიოს ახალი ხედვა საქართველოზე!



კონკურსის თემა

ყველა ქვეყანა ინდივიდუალური და განსხვავებულია. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ეს პატარა ქვეყანა მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებით იწონებს თავს, ასევე ამაყია იმით, რომ ღვინის უძველეს ტექნოლოგიებს ფლობს, ღვინის აკვნად მოიხსენიება და ხშირად ევროპული კულტურის დასაბამსაც კი უწოდებენ.

კონკურსის მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს, საქართველოს განsაკუთრებულობა, ის, რითიც გამოირჩევა ჩვენი ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსგან. საკონკურსო ფოტოები სწორედ ამას უნდა ასახავდეს. თემა შეზღუდული არ არის.



მონაწილეობის პირობები

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი უნივერსიტეტის 18-25 წლის სტუდენტებს.

ერთი სტუდენტს შეუძლია გამოგზავნოს არაუმეტეს სამი სურათი. ფოტოები გამოგზავნეთ მისამართზე: secretary@georgianoxford.org



საკონკურსო პროცედურა

მიღებული ფოტოებიდან შეირჩევა 30-მდე საგამოფენო ფოტო, რომელიც გამოიფინება ოქსფორდში, ლონდონში და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. ერთი წლის თავზე ფოტოები გამოიფინება საქართველოში.

საგამოფენო ფოტოებს შორის ასევე აირჩევა სამი გამარჯვებული: ლონდონის ფოტოგრაფთა საზოგადოების რჩეული ფოტო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის რჩეული ფოტო და ხალხის სიმპათია. ხალხის სიმპათია შეირჩევა ფეისბუკზე მოგროვებული Like-ების მიხედვით.

გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები:

ფოტოგრაფთა საზოგადოების რჩეული: iPod Touch
ხალხის სიმპათია: Kindle Touch
ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის რჩეული: iPod Shuffle

http://www.facebook.com/pages/Oxford-Georg...=app_4949752878
Nika
აბა ვის მოსწონს (Like) Kindle Touch ?
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.