QUOTE
ე.ი. ფოტოგრაფებს კარგად აქვთ საქმე!
სამწუხაროდ არ არის მასე

მე არ დავიწყებ ახლა სიძვირე სიიაფეზე ლაპარაკს
ისე იან საუდეკმა ასე თქვა როგორც კი ვისწავლი ფოტოების გადაღებას მაშინვე დავანებებ ფოტოგრაფიას თავსო.

ახლა საქმე რაშია, ძალიან ძალიან ბევრს რომ ჰკითხო რა არის საჭირო ამ გადაღებისთვისო ეჭვი მეპარება სწორი პასუხი მიიღო, რა თქმა უნდა ვინც ამ საქმეში ჩახედული არ არის.
ჯომართობა ექსტრიმია, შესაბამისად ფოტოგრაფსაც იგივე პირობებში უწევს მუშაობა. ეს ექსრიმი ფოტოგრაფისთვის კი არანაკლებ რისკს ნიშნავს ვიდრე იმათთვის ვისთვისაც ექსტრიმი ჰობია ან ადრენალინის დამატებითი პორცია. ეს რისკი არა მარტო მისი ფიზიკური რისკია (დაიფაროს ღმერთმა და სადმე "კისერი" მოიტეხოს) არამედ მისი ტექნიქისთვის რაც დამიჯერედ ძალიან ძვირია! ახლა ისიც უნდა გავითვალისწინოთ შეკვეთას როდესაც იღებ არ გამოდის პასუხი უი ასე იყო და ისე მოხდაო, შეკვეთა შეკვეთაა და აუცილებლად უნდა შესრულდეს ხარისხიანად( ვაი კამერა გამეჭედაო რო თქვა ახლა ფოტოებისთვის თAვიდან ხო არ გამართAვენ დაშვებას, ქორწილს დ.ა.შ.). ეგ სტუდიაშია მარტივი. შესაბამიშად მინიმუმ 2 კამერა და 3ლინზა მაინც უნდა გქონდეთ თან(ამას თრევა არ უნდა?) და ეს ყველაფერი რისკის ქვეშ უნდა იყვეს.
"რასაც გადაიღებ ის გადმომიგზავნე" - ესეც საქმეში ჩაუხედავი კაცის სიტყვებია, რას ქვია ის გადმომიგზავნე? ფოტოგრაფს არ აქვს უფლება თავის თავის წინაში პირველ რიგში გადასცეს დამკვეთს ხელშეუვლებელი ფოტოები, რა თქმა უნდა თუ უნდა რომ ამ ფოტოების ავტორობა მისი იყოს. ახლა მთელი დღის განმავლობაში მინიმუმ 300 ფოტოს მაინც გადაიღებს და ყველას ხელის შევლებას არც 1 და არც 2 დღე ნამდვილად არ ეყოფა თუნდაც მარტო ზომაზე დაიყვანოს. ესეიგი უკვე 1 კიარა 3 სამუშაო დღე გამოვიდა. ახლა იმასაც თუ ჩავთვლით რომ ამ 2 დღის მანძილზე თვალებს ითხრის კომპთAნ და დენს ხარჯავს თავის ნაგვიანა

? გამოდის რომ დღეში 30 ლარიც არ ერგება(ეს კი არაკვალიფიციური მუშა ხელის სტანდარტული "სტავკაა" დღეს) არადა ყველაფერს თავი დავანებოთ რისკი იმისა რომ მასაც და ტექნიკასაც რამე დაემართოს ამ ექსტრიმში დიდია.
ახლა წესიერად შესრულებულ შეკვეთას რა კვალიფიკაცია სჭირდება ესეც მოგეხსენებად(თუ არა და ძალიანაც ცუდი) და ერთ დღეში რომ ეს კვალიფიკაცია არ მოდის ესეც. სწორედ რომ კვალიფიკაციაა რაც ანსხვავებს ხალხს ერთმანეთისგან ზოგადად ანაზღაურებაში.
აქედან გამომდინარე უნდა იფიქროს დამკვეთმაც და შემსრულებელმაც თუ ორთავეს უნდა ხარისხიანი საბოლოო პროდუქტი.
სხვა საკითხია თუ თხოვ კაცურად და უფულოდ ფოტოგრაფს, გვიჭირს და დაგვეხმარეო. ეს უფრო კაცური, მისაღები და ალალი წინადადებაა რომელზეც ნამდვილად ვიცი ხალხიც გამოეხმაურება და დახმარებასაც გაგიწევს.
ახლა კონკრეტულად ამ შეკვეთზე ასე ვიტყვი. პროფიც შეიძლება წამოვიდეს და დამწყებიც ( ვინ იცის ვის რა უჭირს) მაგრამ მე დამწყებებს ვურჩევდი წასვლას და გადაღებას, ფულის გამო კიარა გამოცდილების მისაღებად თან ერთს კიარა რამოდენიმეს. რომ ნახავენ შედეგს მერე მიხვდებიან თუ რამდენი რამ აქვთ კიდევ სასწავლი და მომავალში რა პასუხი უნდა გასცენ ასეთ წინადადებას.
ახალგაზრდა რომ ვიყო აუცილებლად წავიდოდი. შესანიშნავი საშუალებაა გამოცდილების დასაგროვებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
Added @ [mergetime]1317882762[/mergetime] სამწუხაროდ გვიან ვნახე ეს თემა, მაგრამ ვფიქრობ პასუხი მაინც საჭირო ოყო