ჯიპა გატყობინებთ, რომ დაიწყო ფოტოკონკურსი სახელწოდებით "“Place to go”; მონაწილეობის მსურველებმა ფოტოები უნდა გამოგზავნოთ შემდეგ e-mailze ------> place_to_go@live.com; მეილში ფოტოსთან ერთად ჩაწერეთ პირადი მონაცემები(სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი), ფოტოს სახელი(თუ სად გაქვთ გადაღებული). subject-ის ველში მიუთითეთ "photo konkursi". ფოტოები ჩვენი ადმინისტრატორის მიერ აიტვირთება Facebook-ის გალერეაში. თითო მონაწილეს შეუძლია გამოგზავნოს მაქსიმუმ 3 ფოტო. ფოტო რომელიც კონკურსის თემატიკასთან კავშირში არ იქნება გამოეთიშება თამაშს. პლაგიატობის შემთხვევაში, ფოტო დაიბლოკება და წაიშლება გალერეაიდან.
გამარჯვების შემთხვევაში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ფოტოს ორიგინალი ვერსია.
პრიზები:
I, II, III ადგილზე გასული ფოტოების ავტორები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით: I, II ადგილები: ჯიპაში 2011-2012წწ ნებისმიერი სასერტიფიკატო პროგრამის სრული დაფინანსების ვაუჩერი. III ადგილი: 20%-იანი ფასდაკლება "გოუ ელექტრონიქსში".
კონკურსის დასრულებამდე დარჩა 10 დღე!
იხილეთ ლინკი------> http://www.facebook.com/photo.php?fbid=191...&type=1&theater