
ამ თემის დაწერა უამრავმა შეკითხვამ განაპირობა, ეს თემა ძირითადად ეხება იმ ფოტო მოყვარულებს რომლებიც ეხლა იწყებენ ფოტოხელოვნების დაუფლებას. რა თქმა უნდა ქვემოთ მოყვანილი მოსაზრებები და რეკომენდაციები არ არის მხოლოდ ერთადერთი და სწორი მიდგომა, შეიძლება გამოითქვას უამრავი სხვა მოსაზრებაც, მეთოდიკის ვარიანტები. ყოველივე ეს კი მხოლოდ სასიკეთოდ წაადგებათ ფოტოთი გატაცებულ ადამიანებს.
რეპორტაჟების ფოტოგადაღება
კორპორატიული ღონისძიებების, პრეზენტაციების, კონცერტების, სaდღესასწაულო ღონისძიებების (და სხვა...) გადაღება - კომერციული ფოტოგრაფიის ტექნიკურად ერთერთი ყველაზე რთული ჟანრია, რომელიც საჭიროებს კარგ ტექნიკურ აღჭურვილობას, ფოტოგრაფის კომუნიკაბელურობას, საკუთარი ფოტოტექნიკის ვირტუოზულ ფლობას და დამკვეთის მოთხოვნების სწორად წარმოდგენას ფოტოგადაღების მოთხოვნებზე.‘,
,,ადამიანი ფოტოაპარატით ხელში’’ ძალიან ბევრია, რეპორტაჟების კარგი გადამღები კი ერთი-ორი...
მოდით გავერკვეთ თუ რა უნარ-ჩვევები და რა ტექნიკური მოწყობილობები სჭირდება ფოტოგრაფს წარმატებების მისაღწევად.
პირველ რიგში. პროფესიონალური სარკის ფოტოკამერა. (მოდელების ჩამოთვლისაგან შეგნებულად ვიკავებ თავს, ეს ცალკე განხილვის და შეიძლება კამათის თემაც იყოს)
ოპტიკა:
გადაღების პირობები შეიძლება იყოს სხვადასხვა სირთულის, კაშკაშა მზიანი ქუჩიდან-ნახევრად ჩამქრალი კლუბის განათებამდე. შესაძლებელია მოგიწიოთ მუშაობა უშუალოდ ადამიანებთან პირისპირ, ან დისტანციაზე. მოგიწიოთ გადაღება სცენაზე, პოდიუმზე, განათებულ დარბაზში და სხვა.. ამიტომ ფოტოგრაფის არსენალში აუცილებელია როგორც მინიმუმი ერთი უნივერსალი ზუმ ობიექტივი დაახლოებით 16-85მმ, შუქძალით ფ3.5-5.6 (ავტოფოკუსი და სტაბილიზატორი ბევრად აადვილებს გადაღებას). მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი მიდის იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა მთელი რიგი ობიექტივების ჩამონათვალი.
ამიტომ განვიხილავ ძალიან მოკლედ რამოდენიმე კატეგორიას.
1. ფართოკუთხიანი - იძლევა იმის საშუალებას რომ ერთ კადრში შეგიძლია ჩაატიო რამოდენიმე ობიექტი ან კოლექტიური პორტრეტი. ამ ობიექტივის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ვიწრო და შეზღუდულ სივრცეებში მუშაობა.
2. დისკრეტნიკები ან სხვანაირად რომ ვთქვათ შუქძლიერი ობიექტივები ფიქსირებული ფოკუსური მანძილით. ისინი იძლევიან კარგ და ლამაზ სურათებს თუ საჭიროა კარგ ფონსაც (ბოკეს), ასევე შეგიძლიათ იმუშაოთ გახსნილი დიაფრაგმებით. უზრუნველყოფენ სუსტ შუქზე ან ჩაბნელებულ პირობებში კადრის სწორ ექსპოზიციას. ობიექტივების ამ კატეგორიას განეკუთნება 50 მმ ფ 1.8 -მდე დიაფრაგმის ობიექტივები.
3. ტელევიკები - საჭიროა სიტუაციების და სცენების შორიდან გადასაღებად. ყოველთვის ვერ შეძლებ მიხვიდე სცენასთან ან ობიექტთან ახლოს (შეიძლება ფოტოკორის აკრედიტაციამაც ვერ გიშველოს), ამ შემთხვევაში უკეთესია თუ ტელევიკი კარგი შუქძალისაა და აქვს გამოსახულების სტაბილიზატორი. იმის გამო რომ ადამიანების დიდი უმრავლესობა უკეთესად გამოდიან სურათში მაშინ როცა მათ არ იციან რომ უღებენ, გრძელ ფოკუსიანი ობიექტივები ამ შემთხვევაში უბრალოდ მისწრებაა. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან 55-200მმ (და შუქძალა რაც უფრო დიდი მით უკეთესი) ავტოფოკუსიანი ობიექტივები.
4. ფიშ-აი ს ან იგივე თევზის თვალის ( ძალიან ფართე კუთხიანი ) ტიპის ობიექტივების გამოყენება ამ შემთხვევებში არ არის რეკომენდირებული. როგორც წესი რეპორტაჟს უფრო დოკუმენტალურობა ახასიათებს და არა მხატვრულობა. ამიტომ ამ ობიექტივებით გადაღებული 3-5 სურათი სავსებით საკმარისია.
5. გარე განათება - (ე.წ. ვსპიშკა)ზოგი ფიქრობს რომ იგი საჭიროა მხოლოდ დაბალი შუქის პირობებში, ამ პირობებში ნამდვილად არის აუცილებელი დამატებითი განათება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ გარე განათებით ჩვენ შეგვიძლია კაშკაშა მზის პირობებში შევარბილოთ ფონები, ფერები, გამოვაჩინოთ სახის და კონტრგანათების შედეგად დაჩრდილული ადგილები. რეპორტაჟის დროს დამატებითი განათება აუცილებელია იმიტომაც რომ, აპარატის განათება იკვებება იმავე დენის წყაროდან რომლითაც თვითონ აპარატი, ართმევს ბევრ ენერგიას და ახლოს არის ობიექტივთან, რაც იწვევს თვალების გაწითლებას სურათში (ობიექტივში ხვდება განათებული თვალების ანარეკლი).
6. შუქის მოდიფიკატორები - ხშირად დაინახავთ ისეთ შემთხვევას როდესაც ფოტოგრაფი განათების კუთხეს პირდაპირ გადასაღებ ობიექტს უმიზნებს. უნდა გვახსოვდეს რომ, ამ შემთვევაში განათება ქმნის ძალიან ვიწრო და ე. წ. მკაცრ შუქს რომელის სახეზე ხატავს არცთუ ისე სასიამოვნო შუქჩრდილებს. ამ ხარვეზის გასასწორებლად უფრო დახვეწილი და მხატვრული სახეების მისაღებად გამოიყენება შუქის მოდიფიკატორები - შუქის გამბნევევი და ამრეკლავები. (ხშირად ბევრი ფოტოგრაფი თეთრ ქაღალდს (ავტობუსის ბილეთს

7. რეპორტაჟის დროს ასევე აუცილებელია დამატებითი აკუმულატორების, მეხსიერების ბარათების (რამოდენიმე ბარათის ქონა საშუალებას იძლევა გადაღებული სურათები სიუჟეტის მიხედვით დავიმახსოვროთ) და სულ მცირე ორი ფილტრის: პოლარიზატორის (უღრუბლო ამინდში ცის ფონს ლურჯად ინახავს) და კროს-ფილტრის (ღამით გარე განათების და შენობაში წერტილოვან შუქის წყაროების განათებას ვარსკვლავის სახეს აძლევს) ქონა. ასევე სასურველია მეორე ფოტოაპარატის ქონაც ( ყოველი შემთხვევისათვის).
ეს რაც შეეხება ტექნიკურ აღჭურვილობას და აქსესუარებს ეხლა განვიხილოთ ფოტოგადაღების რამოდენიმე რეკომენდაცია.
1. რა? სად? როდის?
ფოტორეპორტაჟის გადაღებისას თითქოს პასუხს სცემ ამ სამ შეკითხვას. იმისათვის რომ, ამ შეკითხვებზე პასუხი წარმატებული იყოს კარგია როცა ყოველთვის ხარ იქ სადაც საჭიროა. ამისათვის კი სასურველია თუ მოახერხებ და ღონისძიების ორგანიზატორებისაგან წინასწარ მიიღებ ინფორმაციას და გეგმას, ან დამკვეთთან გადაამოწმებ თუ რისთვის არის საჭირო გადაღებული ფოტოები, რათა გაითვალისწინო ჳს ფაქტორი თუ რა მომენტებზე არის უფრო გასამახვილებელი ყურადღება და რა არ არის საერთოდ გადასაღები ( დაზოგავ ენერგიას, დროს, ფოტორესურს). როგორც წესი დამკვეთი ყოველთვის ანიჭებს უპირატესობას ისეთ სურათებს სადაც ხალხის მხიარულება და ოპტიმიზმი ჩანს, თუ სადმე შემკვეთი ფირმის ლოგო ჩანს მისი გადაღებაც სასურველ შედეგს იძლევა. აუცილებელია ჩანდეს ოფიციალური ნაწილის ქრონიკა ( უკეთესია სხვადასხვა კუთხით), გამოსვლები, პრიზების გადაცემა , კონკურსების წარმართვა, ასევე კარგია თუ სურათბში აისახება მოედნის, დარბაზის გაფორმება. ყოველივე ამისათვის კი ღონისძიების დაწყებამდე ცოტა ადრე მისვლაა საჭირო (იმ შემთხვევაში თუ წინასწარ არის ცნობილი დრო და ადგილი), გადაღებისათვის საჭირო საკვანძო ზონების ნახვა, თუ მოსახერხებელია განათების თავისებურებების შემოწმება და დამახსოვრება ან მონიშვნა. წინასწარ რამოდენიმე კადრის გაკეთება (ციფრული ტექნიკის შემთხვევაში), ადამიანის თვალი გარშემო არსებულ სიტუაციას ისე არ აღიქვამს როგორც უსიცოცხლო ობიექტივი. ეს ინფორმაცია რეპორტაჟის დროს ძალიან დაგეხმარებათ.
2. ვარჯიშის აუცილებლობა
იმისათვის რომ, დამშვიდებული იყო საკუთარ შესაძლებლობებში და თამამად შეგეძლოს რეპორტაჟის გადაღება აუცილებელია საკუთარ ფოტოტექნიკას ავტომატიზმამდე ფლობდე, ამის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ მუდმივი ვარჯიშით. საჭიროა ანალიზის გაკეთება არაკომერციული და თავისუფალი ხასიათის სურათების გადაღებისას სიტუაციების მონიშვნა, სხვადასხვა რაკურსების შემოწმება, როდის როგორი ექსპოზიცია და შუქის რა რაოდენობაა საჭირო რომ მიიღო სასურველი შედეგი. მუდმივი ვარჯიშის შემთხვევაში თქვენი მოქმედებები ავტომატური ხდება და აღარ გიხდება ფიქრი იმის თაობაზე თუ როდის რომელი ოპტიკით რა სიტუაცია გადაიღო (ეს განსაკუთრებით ფირით გადაღებისას ხდება აქტუალური).
3. ღონისძიებებში მონაწილეობა.
ბევრი რეპორტაჟის გადამღები დამწყები (და ზოგიერთი სტაჟიანი) ფოტოგრაფი მხოლოდ შორიდან (გვერდიდან) უყურებს სიტუაციას და ტელე ზუმ ობიექტივით იღებს ყველას და ყველაფერს, ისე რომ არ შედის არავისთან კონტაქტში. ის სიტუაცია ყოველთვის არ ამართლებს რაგდან ფოტორეპორტაჟი ხშირად გამოდის ცივი და განყენებული, გამოცდილი ფოტოგრაფები ღონისძიებების არაოფიციალურ ნაწილში ხშირად მიმართავენ ისეთ ხერხს რასაც ჰქვია მასთან სურათის გადაღება, გასაუბრება. სტუმარი რომელიც ხედავს ,,თუ როგორ კარგად გადაიღო სურათი”, თქვენს მიმართ შესაძლოა განიმსჭვალოს დადებითი ემოციებით და გარკვეული სიმპათიით. რაც მომავალში თქვენი შესაძლო წარმატების საწინდარიც იყოს.
4. ნუ იძუნწებთ დუბლის გაკეთებაზე.
კოლექტიური პორტრეტის ან გარკვეული ჯგუფის გადაღებისას ეცადეთ გააკეთოთ რამოდენიმე დუბლი. რაც მეტი ადამიანი მონაწილეობს სურათში მით მეტი დუბლია საჭირო, გადაღებისას შეიძლება რომელიმე ადამიანს თვალი დაეხუჭოს ან დაამთქნაროს ან იყურებოდეს სხვა მიმართულებით. დუბლების შესრულება თავიდან აგაცილებთ ამ უსიამოვნო მომენტებს.
5. კადრირება.
ყოველთვის დატოვეთ ადგილი კადრირებისათვის. უკეთესია თუ უკანა რიცხვით ამოჭრით ზედმეტ სურათებს, ვიდრე გამწარდეთ იმის გამო რომ საუკეთესო სურათი ვერ ჩაჯდება დამკვეთის ფორმატის მოთხოვნებში. მაგ: თქვენ შეიძლება მოგთხოვონ მიუტანოთ გადაღებული სურათები 15x20 სმ. 3:4 მხარეების შეფარდებით, ამ დროს კი თქვენი კამერა იღებს მხოლოდ 2:3 შეფარდებით, რის გამოც მოთხოვნის შესრულება გაგიძნელდებათ, ამიტომ უმჯობესია კადრირებისათვის ადგილის დატოვება.
6. დამატებითი განათების სწორად გამოყენება.
ცუდი განათების პირობებში გადაღებისას ვსპიშკის პარამეტრები დააყენეთ შემდეგნაირად (ეს არ არის დოგმა):
ცუდი (სუსტი) განათების პირობებში შეეცადეთ დააყენოთ აპარატის პარამეტრები დასმული ამოცანის მიხედვით, მაგალითად: თეთრის ბალანსი ’’ხელოვნურ განათებაზე” ან 5500 კელვინ-გრადუსზე, შუქმგრძნობიარობა იმ მაქსიმალურ მონაცემზე რომელზეც მატრიცა ყველაზე ნაკლებად ,,ხმაურობს” ISO 400, ან 800. გადადით ექსპოზიციის ხელის მართვის რეჟიმზე (M) და დააყენეთ ისეთი დაყოვნება რომელიც არ იქნება1/F-გრძელი, სადაც F-თქვენი ობიექტივის ფოკუსური მანძილია, ხოლო დიაფრაგმა f4 ან სულაც 2,8, საერთო ჯამში შუქმგრძნობიარობა, დაყოვნება (აპარატის ფარდების გახსნის დრო) და დიაფრაგმა ისე უნდა იყოს შერჩეული რომ, შენობაში არსებული სინათლე სურათის საერთო ხედის ნაწილობრივ ესპოზიციას მაინც რომ უზრუნველყოფდეს, რათა შესაძლებელი იყოს საერთო ატმოსფეროს გადმოცემა და სურათში უკანა ხედების გამოჩენა.
გადაღების მთავარი ობიექტი (მოცეკვავე წყვილი, გამომსვლელი...) უმჯობესია განათდეს TTL რეჟიმში მომუშავე დამხმარე განათებით, რომლის შუქიც უკეთესია თუ შერბილდება შუქის ინდიკატორით (ამრეკლით, შუქის გამბნევით , თეთრი ქაღალდით...), ან სულაც ღია ფერის კედლების და ჭერის საშუალებით.
რა თქმა უნდა ეს მაგალითი არ არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება როგორც საწყისი წერტილი, შემდგომში გადაღების ტექნიკის დახვეწისას შეიძლება გამოყენებული იყოს (იმ შემთხვევაში თუ კადრი გადაიწვა) ’’ვსპიშკის” სიმძლავრის ექსპონომეტრული კორექცია, ჩაბნელებულ შენობაში მოცეკვავე წყვილებისათვის შეიძლება გამოიყენოთ შედარებით გრძელი დაყოვნება პლიუს ”ვსპიშკის” მეორე ფარდაზე სინქრონიზაცია, ეს მეთოდი აძლიერებს მოძრაობის დინამიკას მოცეკვავეების უკან გაწელილი შლეიფის სახით.
ცხადია რეპორტაჟის გადაღებისას, შიგადაშიგ შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა სპეცეფექტები (ე.წ. ობიექტის უეცარი მოახლოვება, ან პირიქით, ფართოკუთხიანი ან fish-ai ობიექტივით პერსპექტივის გამრუდება...და სხვა), მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო, თქვენი შეხედულებით შესრულებეული ეფექტები შეიძლება დამკვეთის მიერ შეფასდეს როგორც ბრაკი.
გეჭიროთ საკუთარი მარკა.
ზოგიერთი ფოტოგრაფი მიმართავს ამ მეთოდს: გადაიღო-ჩააბარა ფული აიღო და მოუსვა. ამ მეთოდის დიდი მინუსი იმაში მდგომარეობს რომ, სურათების ავტორი არ მონაწილეობს მათ არჩევა- დამუშავებაში, რაც თავის მხრივ მუშაობის ერთერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპებია, რასაც როგორც წესი უნდა აკეთებდეს მხოლოდ ფოტოგრაფი. ამიტომ სჯობია სურათების დამუშავების და ნაკლისგან გაფილტვრის პროცესი ღირდეს ცოტა ძვირი და მოითხოვდეს მეტ დროს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცეს დამკვეთს სამუშაო. რომელიც შეიძლება გაკვირვებული დარჩეს მხოლოდ კარგი და გასწორებული კადრების ნახვით, ამით თქვენ მის თვალში გამოჩნდებით როგორც საკუთარი საქმის პროფესიონალი, ხოლო თუ თქვენ აჩვენებთ თუ რამდენ სურათს გაფილტრავთ ან ამოშლით საერთო რაოდენობიდან ეს თქვენს წონას საგრძნობლად დაწევს დაბლა.
და ბოლოს შეეცადეთ სურათები დაგაიღოთ RAW ფორმატში, ეს ფორმატი იძლევა კადრის ზოგიერთი ხარვეზის გამოსწორების საშუალებას, არსებობს უამრავი ფოტოპროგრამა რომელის იძლევა განათების სიმკვეთრის და სხვა ფაქტორების გაუმჯობესების საშუალებას, ხოლო აღნიშნულისთვის საჭიროა შესაბამისი ლიტერატურის წაკითხვა, ფოტო კურსების გავლა... მოკლედ საკუთარ თავთან მუდმივი მუშაობა. დროთა განმავლობაში ჩამოგიყალიბდებათ საკუთარი ხელწერა, მეთოდიკა რაც დამალული ვერ დარჩება და წარმატებების საწინდარია.
გისურვებთ წარმატებებს.