matasa
Dec 18 2010, 14:57
თამაშის წესები.
1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში.
2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი.
3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს)
4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს.
5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული.
6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი.
7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა.
8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
ამ თემაში სურათების ატვირთვის ფუნქცია ჩართულია!
თამაშის თემაა - ბოკე
matasa
Dec 25 2010, 19:05
დიდი მადლობა ყველას თემაში მონაწილეობითვის, ბოკეებს ნამდვილად ვერავის დაგიწუნებთ

თემის გამარჯვებულია
Giorgi Pharkosadze
Giorgi Pharkosadze
Dec 26 2010, 23:41
გამიკვირდა.. მადლობა
ცოტა გრძლად რომ დავწერო..
ამას წინათ შემთხვევით ვნახე ''ახალ გამოხმაურებებში'' ამ თამაშის ერთ-ერთი თემა და ისე დამაინტერესა და ჩამითრია თემამ და თვითონ იდეამაც, რომ ყველა თემა თავიდან ბოლომდე დავათვალიერე თქვენი ამდენი წლის ნათამაშები (უსაქმური არ ვარ.. ინტერესის ბრალია)
ხოდა მე თვითონ სულ არ ვაპირებდი მონაწილეობას, ეს კადრიც ისე უბრალოდ დავდე. არც მიფიქრია თუ შემდეგი თემის გამოცხადება მომიწევდა.. ასე გამოვიდა როგორც მივხვდი : )
რამდენიმე იდეა მომივიდა და ნუ ერთი გამოვარჩიე.. ყველაზე მარტივი და აქტუალურიც პერიოდის გამო, მაგრამ ასეთი სიტუაციაა, რომ შემდეგი კვირა როცა შედეგის გამოცხადება მომიწევს, ახალი წელია. შესაბამისად ინტერნეტთან არც მე ვიქნები და წესით არც თქვენი უმრავლესობა და იქნებ ადმინისტრაციამ მოიფიქროს რა და როგორ მოხდეს. ჩემი წინადადებაა, რომ თამაშის ეს ეტაპი ორ კვირიანი იყოს და შემდეგ წელს გამოვლინდეს გამარჯვებული : )
თუ სხვა უფრო მისაღები ვარიანტი იქნება შემოთავაზებული, მე თანახმა ვარ. პრობლემა არაა.
მოკლედ ძალიან გამიგრძელდა და ამდენ ლაპარაკს, შემდეგი თემა იყოს ''შობის ღამე''...
ვისაც როგორი უნდა და როგორი წარმოუდგენია.
კიდევ ერთხელ მადლობა.
ბედნიერ შობას გისურვებთ!!!
Added @ [mergetime]1293392830[/mergetime]
ხო გამომრჩა..
მე პირადად ჭალოს ჭინკას გამოვარჩევდი, თუმცა მანდ მოდელი ჩრდილავს ბოკეს..
ლევანის შვიდიანიც საინტერესო იყო.
p.s.
იქნებ ადმინისტრაციამ გახსნას ჩემს მაგივრად თემა. მაგდენი ჯერ არ ვიცი : )
anika-zeppelin
Dec 27 2010, 21:26
QUOTE
თუმცა მანდ მოდელი ჩრდილავს ბოკეს..
გმადლობ : ))) მოდელი მე ვარ : )))