Help - Search - Member List - Calendar
Full Version: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
Sopho Nadareishvili
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ სათანამშრომლოდ იწვევს პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს საქართველოს ფოტოალბომზე სამუშაოდ.

ფოტოალბომში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დამახასიათებელი 300–მდე ფერადი ფოტონამუშევარი შევა.
ფოტოხელოვანებმა უნდა წარმოადგინონ 2000 წლიდან დღემდე საქართველოს თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები, რომელთა მინიმალური რეზოლუცია არ უნდა იყოს 900x600 px–ზე ნაკლები (იმ გარანტიით, რომ არსებობს ამ ფოტოების ხარისხიანი ვერსიები).
ფოტოზე გამოსახული უნდა იყოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული და ლანდშაფტური თავისებურებანი.
ერთი მონაწილის მიერ გამოგზავნილი ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

მსურველებმა ნამუშევრები უნდა მოიტანონ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“ (დავით აღმაშენებლის 150) ან გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: ninonad@sulakauri.ge
ყველა ფოტოზე მითითებული უნდა იყოს სად არის გადაღებული ფოტო და რა არის მასზე აღბეჭდილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მარკეტინგის მენეჯერის თანაშემწეს – ნინო ნადიბაიძეს.
ტელ: 893 15 36 15; 91 09 54; 91 11 65
Lasha Palavandishvili
საინტერესოა. :-)))

მივაწვდი. :-)))
LOOSER
მეც მივაწვდი smile.gif

როდემდეა ვადა?
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.