სატელევიზიო გადაცემებისა და დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი - "კენტავრი"
ფესტივალის ორგანიზატორი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველო
ფესტივალი ჩატარდება 2010 წლის 27-29 ნოემბერს, თბილისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
მოთხოვნები:
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და 25 წლამდე, ახალგაზრდა, სპეციალისტებს. ნაშრომი უნდა ეხებოდეს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან, სოციალურ პრობლემატიკას. პრიორიტეტი მიენიჭება იმ ნამუშევრებს, რომლებიც თემატიკის და პრობლემატიკის მნიშვნელობას ორიგინალურად, კრეატიულად წარმოაჩენენ; მოძებნიან ახალ გამომსახველობით ფორმებს; გაბედულად გამოიყენებენ ფერებს ხმასა და გამოსახულებას, როგორც დამატებით ელექტრონულ ეფექტებს. სატელევიზიო გადაცემისა და დოკუმენტური ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს. ნაშრომი ჩაწერილი უნდა იყოს DVD ფორმატზე. ასევე, მითითებული უნდა იყოს მისამართი, ტელეფონის ნომერი და ე-მაილ.
ინფორმაცია მონაწილეთათვის:
სააპლიკაციო ფორმა უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: ანი.ცჰიკვაიდზე@გმაილ.ცომ;
DVD ფორმატზე ჩაწერილი ნაშრომი უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ჯანო ბაგრატიონის ქუჩა #6, თბილისი 0160, საქართველო. (მეოთხე სართული, პროფესორ ნინო ქემერტელიძეს)
საუკეთესო ნაშრომები დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში:
ა) სოციალური პრობლემის ანალიზი და გაშუქება;
ბ) დღევანდელი საზოგადოების კონკრეტული წარმომადგენლის სატელევიზიო პორტრეტი;
გ) ისტორიული ფილმი ან პუბლიცისტიკური გადაცემა, მომზადებული დოკუმენტური საარქივო მასალების გამოყენებით;
დ) ნაშრომის ინოვაციური და ორიგინალური გადაწყვეტა, სატელევიზიო სპეციფიკის გათვალისწინებით;
ე) პროდუსერის საუკეთესო ნამუშევარი;
ვ) ოპერატორის საუკეთსო ნამუშევარი;
სასაუბრო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური.
მოგზაურობისა და ცხოვრების ხარჯები ანაზღაურდება მონაწილეების მიერ.
ვადები:
2010 წლის 27 ოქტომბერი - შევსებული აპლიკაციის დედანი და DVD ფორმატზე ჩაწერილი ნაშრომი.
2010 წლის 15 ნოემბერი - შეტყობინება მიღების შესახებ
გულწრფელად თქვენი:
ანი ჩიკვაიძე