მოგესალმებით,
თქვენი დახმარება მჭირდება. მაქვს canon 30 d, ზღვაზე ოდნავ დამისველდა ზედა პანელი და მას შემდეგ აქვს შემდეგი პრობლემები:
1. პირველი 2 დღე დაიწყო err 99 ამოგდება, შემდეგ ეს პრობლემა თავისით მოგვარდა, მაგრამ
2. "P","Tv","Av","M" რეჟიმებში არ აკეთებს AF ავტოფოკუსირებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს კადრებს თუ ლინზას MF ფოკუსირებაზე გადავიყვან(ლინზის ბრალი არაა, შევამოწმე), ასევე
3. "P","Tv","Av","M" რეჟიმებში არ ირთვება უკანა დისპლეი, ასევე სხვა ფუნქციების შესრულების საშუალებას არ მაძლევს, მაგ. ISO-მომატება-დაკლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში ირთვება დისპლეი თუ ლინზას მოვხსნი
თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა, გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება ვუშველო აპარატს ან მირჩიეთ კარგი ხელოსანი ან სახელოსნო(თუ არსებობს)
ნიკომ ხელი არ მოკიდა, მადლობა თქვი, რომ საერთოდ მუშაობსო
ვიგენა სამწუხაროდ გარდაიცვალა
შოთიკოს ტელეფონი გამორთული აქვს
წინასწარ გმადლობთ