Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ვასილ როინაშვილი
Photoclub Boke > სასწავლო ფორუმი > საკლასო ოთახი > ცნობილი ფოტოგრაფები და მხატვრები
Lasha Palavandishvili
ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილის ფოტოატელიეში პროფესიას ეუფლებოდა და მის ხარჯზე ცხოვრობდა რამდენიმე ახალგაზრდა. მათ შორის იყო ოსტატის ბიძაშვილი ვასილი, რომელიც კარგად ხატავდა, გატაცებით ეუფლებოდა ფოტოგრაფიის საფუძვლებს.

ალექსანდრე როინაშვილი დიდი ძალისხმევის ხარჯზე აგროვებდა ექსპონატებს ქართული მუზეუმისათვის, რომლის დაფუძნება დიდი ხნის წინ ჩაიფიქრა. რუსეთის ქალაქებში იღბლიანი ტურნეს შემდეგ, სადაც მისი მუზეუმი–გამოფენა წარმატებით სარგებლობდა ფართო საზოგადოებაში, მან ჩაიფიქრა ევროპაში გამგზავრება. ამდენად გარდა ხატვის გაკვეთილებისა, ვასილი ფრანგული ენის გაკვეთილებსაც იღებდა. ერთი წელი მან პეტერბურგში გაატარა, სადაც სწავლობდა სამხატვრო აკადემიის მოსამზადებელ კურსებზე. როცა ის პირველად გამოჩნდა კლასში და შეუდგა ხატვას, სეანსის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ყველა დანარჩენი მოწაფე ვასილს ხატავდა, ლამაზსა და ტანად ჭაბუკს, ეგზოტიკურ ჩოხაში მოკაზმულს. 1898 წლის მაისში ალექსანდრე როინაშვილის ნაადრევმა სიკვდილმა ახალდაზრდა ვასილს სწავლა შეაწყვეტინა. ის დაბრუნდა თბილისში, სადაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომელმაც ფოტოატელიე ანდერძით მიიღო, დანიშნა მმართველად და დაავალა საქმის გაგრძელება. ერთი წლის მუშაობის შემდეგ, ვ. როინაშვილმა დატოვა ფოტოატელიეც და თბილისიც. ცოტა ხანს იგი სიღნაღში მუშაობდა, ხოლო 1902 წელს გაემგზავრა შუა აზიაში – ბუხარაში სამუშაოს საძებნელად.

1905 წელს ვ. როინაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და დაფუძნდა თელავში, სადაც ცოლად შეირთო სოფიო ყაზახაშვილი, ააშენა დიდი სახლი და პირველ სართულზე მოაწყო ფოტოატელიე. ეზოში მან გააშენა ბაღი და ამ ბაღის საკუთარი ხელით დეკორირებულ კუთხეებში იღებდა პორტრეტებს და ჯგუფებს. ასე გაატარა მან არა ერთი ათეული წელი და იშვიათად ტოვებდა თავის კარ–მიდამოს.

ხანდახან ის ქმნიდა კომპოზიციებს, წარმატებით ახერხებდა ფოტოსურათების შევსებას მხატვრობით. განსაკუთრებით გამოირჩევა მისი ნაწარმოები – (განხორციელებული ქართული ოცნება), რომელზეც თავად ავტორი წამოწოლილია ზეცაში გაზეთით ხელში, ირგვლივ ქართული ქეიფის ატრიბუტებია - ღვინო, ყანწები, ნანადირევი, სამუსიკო ინსტრუმენტები, ქვემოთ თოვლიანი მწვერვალები.

შემორჩენილია ადრეული პერიოდის ნახატებიც. განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდა პორტრეტები, იგი ახერხებდა გადმოეცა მის გარშემო ატელიეში მყოფ პირთა მსგავსება და ხასიათი. სწორედ ამ ნახატებმა შეგვაძლებინა ალექსანდრე როინაშვილისა და მისი მოწაფეების ჯგუფურ სურათზე რამდენიმე უცნობი პირის იდენტიფიკაცია.

მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ვ. როინაშვილს ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, რომლის რაზმში ჩაეწერა 1918 წელს და მონაწილეობა მიიღო სომხეთ-საქართველოს ომში. დაბრუნების შემდეგ ბევრს მუშაობდა, არ შეუშინდა გადაეღო ცნობილი ყაჩაღები “ტყის ძმები” ხარება და გოგია. ამ ფოტოების სერია დღემდე პოპულარობით სარგებლობს კახელებში.

თელავისა და მისი შემოგარენის მცხოვრებთა რამდენიმე თაობამ გაიარა ამ შესანიშნავი ფოტოგრაფ–მხატვრის ობიექტივის წინ და დარჩა აღბეჭდილი მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებძე.

ხარება და გოგია

user posted image

მეუღლესთან სოფიო ყაზახაშვილთან ერთად.

user posted image
tandila
გაიხარე კარგი თემაა,
მეტი ფოტოები კარგი იქნებოდა
Lasha Palavandishvili
"განხორციელებული ქართული ოცნება"
ფოტოგრაფ ვასილ როინაშვილის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია. კადრში თავად ავტორი, გაზეთით ხელში, ზეცაში გაშლილ ხალიჩაზე წამოწოლილა. ირგვლივ ქართული საქეიფო ატრიბუტებია - ღვინო, ყანწები, ნანადირევი, მუსიკალური ინსტრუმენტები.

ქვემოთ კი თოვლიანი მწვერვალებია. ამ კომპოზიციით ფოტოგრაფი, სავარაუდოდ, თავისი დროის საზოგადოების მიმართ დამოკიდებულებას გამოხატავდა

user posted image



tandila,

მეტი ვერ მოვიპოვე. :-(((
DaNi
ძალიან საინტერესოა, დიდი მადლობა. smile.gif
TIHIRO
ვა რა საინტერესოა. აქვს მეტი ფოტოები... ანუ შემორჩენილია? სადმე ვერ მოვიძიებ? ან მუზეუმში ან სადმე?
tavadi
1904 წ

user posted image

1907 წ. დღეობა ნადიკვარში

user posted image

ალექსანდრე როინაშვილი

user posted image

ტყის საძმო. ცხენზე გიორგი ბერძენიშვილი

user posted image

თავისი ბაღი თელავში

user posted image


მოხეტიალე მუსიკოსის ილიკო ქურხულის კონცერტი თელავში

user posted image

მონადირეები 1947 წ.

user posted image

1957 წ.

user posted image

user posted image


ეს თვითონ არის 1956წ.
user posted image
Lasha Palavandishvili
tavadi,


ვხ, იცოცხლე. smile.gif

თუ იცი გიორგი მაზნიაშვილი ყავს გადაღებული?
tavadi
Lasha Palavandishvili,
მაგდენი არ ვიცი..
ეს ფოტოებიც ადრე ვნახე სადღაც და შევინახე smile.gif
Zaza Gabaidze
ძალიან საინტერესოა smile.gif
DaNi
QUOTE(perfi @ Jun 17 2010, 09:31)


მადლობა, ვეძებდი. smile.gif
kapkpa
ძალიან მომწონს "თავისი ბაღი თელავში", ლამაზი და მრავლისმთქმელია სურათია.
roina
გაიხარე ამ თემისთვის.... რამხელა წინაპრები მყავდა luke.gif
dathuna
ძალიან საინტერესოა, დიდი მადლობა smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.