მოგესალმებით, დღეს როგორც იცით ვაპირებდით მისვლას ამ ოჯახთან

მივედით მე,
TIHIRO(თეო)
pepillota(ია), (იას მეგობარი სახელი არ მახსოვს ბოდიშს ვიხდი)
მივედით იმ ადგილას დადაც ცხოვრობენ, ჩემდა გასაკვირად სახლში ამ გოგონას დედა დაგვხვდა, (მეგონა მასაც მიტოვებული ყავდა და მარტო ბებია და შვილიშილი იყვნენ) ვუთხარით თუ რატომ ვესტუმრეთ და გაუხარდათ საკმაოდ იმედიანად მიგვიღეს. გამოველაპარაკეთ, მოკლედ ადრე რომელი სახლის სარდაფშიც ეხლა ცხოვრობენ ის სახლი მათ ეკუთვნოდათ, მარა ამ ქალის მამას კიბო ქონია და სამკურნალოდ გაუყიდიათ სახლი და 6 თვე აცოცხლეს, შემდეგ ეს კაცი დაიღუპა და მას შემდეგ 4 წელია უკვე სარდაფში ცხოვრობენ, ოჯახში არავინ არ მუშაობს და ყოველთვიულად დახმარება არის მხოლოდ მათი შემოსავალი რომელიც დაახლოებით 80 ლარამდეა, ბებია ცელოფნებს ყიდის და ასე კაპიკებით ყიდულობენ ბავშვს საჭმელს. ჰიგიენაზე არაფერს ვამბობ, ელემენტარული წალი არ მოდის იქ რომ ადამიანმა ნორმალურად იბანაოს.
ბავშვის მამას მიტოვებული ყოლია ოჯახი, ამ ქალის ნათესავები კი ცხოვრობენ თბილისსში მაგრამ როგორც თვითონ გვითხრა დხმარების სათხოვნელად ამათთან მოდიან, ამ ქალის ძმა კი 18 წელია რუსეთშია წასული და მისგან არაფერი არ ისმის.
გვითხრა რომ ბერვჯერ გაგზავნეს მერის და მერიის სახელზეც წერილები მაგრამ უშედეგოდ, გვეუბნებიან რიგშიხ ართო მარა კაი ხანი გავიდა და არავის არაფერი არ თქვამსო.
გვაჩვენა უამრავი წერილი მათსახელზე გაგზავნილი, ასევე შუქის გადასახადის ჩეკი რომელიც ძალიან დიდ თანხას უდრიდა, თელასშიც ქონიათ წერილი გაგზავნილი მარა ასევე ამაოდ.
ზამთარში გასათბობი საშუალება არ აქვთ ელემენტარულად, იფ ღუმელი ვერ დაიდგმება, და გამათბობელიც არ აქვთ არაფერი, ანუ ზამთარში იყინებიან ფაქტიურად.
პატარას ძალიან გაუხარდა საჩუქრები, ძალიან ბედნიერი იყო ამდენი სათამაშოები და სახატავი ფანქრები ფუნჯები და რვეულები რომ ნახა.
პატარა ეხლა ამთავრებს ბაღს და როგორც გვიტხრეს ძალიან ნიჭიერი ყოფილა, 3 ენაზე შეუძლია ლაპარაკი, და უნდათ რომ სკოლაში მიიყვანონ. წინაწელს ვერ მიიყვანეს სკოლაში რადგან არანაირი საშუალება, (ალბათ ჩასაცმელი) არ ქონდა ბავშვს რომ მისულიყო, ეხლა 27 ში ზეიმი აქვსო და თანხაც არ მაქვს რომ ბავშვი ზეიმზე გამოვიყვანოო. ჩვენ გადავეცით რაც მოვაგროვეთ თანხა, ზეიმისთვის და უბრალო ახალი ჩასაცმელისთვის ნამდვილად ეყოფა.
გიომ ჩაიწერა მათი რეკვიზიტები ასევთქვათ და ვგეგმავთ, უკეთეს ორგანიზებას. რაშიც თქვენი იმედიც გვაქვს.
ჩემს მეგობართან და ასევე თეოს ნაცნობთან გავარკვევთ რამდენად არის შესაძლებელი რომ ეს ამბავი გადაცემა პროფილამდე მივიდეს.
გამოხმაურება უფრო მეტი ექნება.
მოკლედ რსაა რაც დღეს გავარკვიეთ ამ ოჯახზე, უ რაიმე გამომრჩა შემისწორეთ.
ფოტოებს დავდებ 1 საათში