მეგობრებო ერთი 3 დღის წინ Fეისბუქზე ვნახე ლინკი დვორჟაკის ფოტოებით გაკეთებული და იქ წავაწყდი ერთ-ერთ ფოტოს, რომელიც დვორჟაკმა გადაიღო 1 სეკტემბერს, და ამ კადრის გადაღების დროს ის იდგა ჩემგან 2 1 მეტრში. მაშინ გადავიღე ფოტო მეც. ეს ფოტო რომ დავასკანერე ზემოდან ჰქონდაუცნაური თეთრი ლაქა და მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, დავაბრალე ფირს ან დასკანერებას, მაგრამ სამი დღის, როდესაც ვნახე დვორჟაკის მიერ იგივე რაკურსით იგივე დროს გადაღებული ფოტო და აღმოვაჩინე მის ფოტოზეც ეს ლაქა, მაშინ ცოტა დავიბენი და გამიჩნდა აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა თუ რა არის ეს! თავიდან ვიფიქრე რომ ეს იყო სიგარეტის ბოლი მაგრამ განათების გათვალისწინებით და სიჩქარის მიხედვით ეს ბოლი უფრო მკვეთრად უნდა გამოკვეთილიყო რადგან დროშები ქნევის დროს პრინციპში გაშეშებულია...
ჩემი ფოტო გადაღებული პირველ სექტემბერს 2008 წელი.

დვორჟაკის ამ ფოტოს წავაწყდი ვიდეოში და ვიდეოსვე ვდებ შედით და იქ არის 23-ე წამზე.
ლაქის შემჩნევა არ გაგიჭირდებათ იმედი მაქვს.
http://www.youtube.com/watch?v=xT_SSgwZHPYიქნებ გამარკვიოთ რაშია საქმე?