Help - Search - Member List - Calendar
Full Version: იყიდება Canon Lense FD 50mm 1:2
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფოტოტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, შეკეთება > იყიდება
STALKER
იყიდება Canon Lense FD 50mm 1:2

შესანიშნავ მდგომარეობაში

ფასზე საუბარი ფრიად რთულია, რადგან თუ ფოტოგრაფია გიყვარს და გესმის ამ ლინზის ფასიც (პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით) კარგად მოგეხსენებათ. ასე რომ...

M I N I
ყიდვით თუ არა ფასით მაინც გვასიამოვნე smile.gif
STALKER
მოდი ასე ვთქვათ

ახალი ადორამაზე ღირს 1500$

ნახმარი 1284$

დანარჩენი თქვენ თქვით.

მინდა კარგ ფასად გავყიდო, რადგან სრულიად არ მეჩქარება.

ყველანაირი შენიშვნა მისაღებია.

error404
STALKER,

გეშლება რაღაც smile.gif)

ეგ ლინზა რომელზეც შენ საუბრობ არის CANON EF 50 mm 1.2,

შენი ლინზა კი (ნუ რომელიც აქ არის გამოსახული) არის

CANON FD 1:2 რომელიც ებაიზე ღირს სადღაც 30 დოლარი,
და მე კიდე ძვლივს გავყიდე აქ ეგეთი თან 1.8 50 ლარად.

დაახლოებით იგივე სხვობა ამ ორ ლინზას შორის რაც "სემს" და მეშვიდე სერიის ბმვ-ს შორის smile.gif)
tsumbusha
მართლაც გეშლება მეგობარო რომელიც 1500 დოლარი ღირს ეგაა 50მმ 1:1.2 და არა 1:2 DDDD.gif მაგას 50 ლარად ვერ გაყიდი DDDD.gif
STALKER
ეს კაცი მართალია. საქმე ისაა რომ ესაა

Rare Canon FD 50mm 1:2 lens
Added @ [mergetime]1257407219[/mergetime]
ესაა ნამდვილი ადამიანური ტრაგედია
tsumbusha
მეგობარო ეგ ლინზა ამაში გეშლება რომელიც 1500 დოალრი ღირს DDDD.gif

http://www.amazon.com/Canon-50mm-Lens-Digi...57408400&sr=8-1

ეს ლინზა რომელიც გიდევს არის დენიკინის დროინდელი მანუალ ფოკუსიანი ლინზა რომელიც კრია ლარად ვედრო DDDD.gif
Avtandil Mamulia
STALKER კარგად დააკვირდი ლინზას რა აწერია 1:1.2 თუ 1:2 ანუ ესეთია ზუსტად ფოტოზე რაც არის ?
STALKER
tsumbusha

მგონი ყველა პოსტს კითხულობ რაც კი აქ იდება.

ისე, ცნობისათვის, მართალია ეგ ის ლინზა არაა, მაგრამ ვინაიდან "კრია" ლარად ვედრო, ერთი ცალი მაინც მანახე რომ იყიდებოდეს სადმე. ეს ლინზა დიდ ფასეულობას რომ არ წარმოადგენს გასაგებია უკვე, მაგრამ ითვლება
Rare FD 50mm 1:2 lens-ად. ასე რომ ველოდები იმ ვედროს ლინკს, სადაც მანეთად უყრიათ - DDDD.gif

tsumbusha
STALKER შენ რა პირდაპირი ბიჭი ყოფილხარ? ყველაფერი პირდაპირ კი არ უნდა გაიგო რო ვედროებით უწყვიათ დფა ატმებივით ყიდიან. არსებობს კიდევ ქართულში გადატანითი მნიშვნელობით საუბარი რაშიც იგულისხმებოდა რომ 50მმ 1:1.2 შედარებით რომელიც იშვიათი ლინზაა მაგისგან განსხვავებით, მასეთი ლინზები ოხრადააა და ყოველი ძველი ფირის ქენონის აპარატების 50 პროცენტს ეგ ლინზები ეყენა. ყრია მაგასი იგულისხმება და მშრალ ხიდს რო საიტი ქონდეს ლინკსაც დაგიდებდი სადაც ყრია DDDD.gif
User-Nikala
ჯერ ერთი FD ლინზები იშვიათად,რომ ვინმეს უნდოდეს,იმიტომ რომ EF ბაიონეტი სხვაა რაც ძირითადად ხალხს ჭირდება. მე ვხმარობ FD ლინზებს,მაგრამ მაქვს 50მმ 1.8 რომელიც ღირდა 50 ლარი,შესაბამისად შენი 2.0 უფრო ნაკლები ღირს და ისიც პრობლემატური გასაყიდია,თითზე ჩამოსათვლელ ხალხს აქვს შემორჩენილი FD ბაიონეტზე აპარატები smile.gif
error404
კაი ხალხო, რა გახდა ამდენი სალაპარაკო.

ითქვა ერთხელ და გაიგო კაცმა, რა აუცილებელია რომ ყველამ სათითაოდ შემოიხედოს და იგივე იმეოროს აღმატებით ფორმებში.

tsumbusha,

არც ისეა რომ ეგ ლინზები ყრია. უბრალოდ ნაკლები ფასეულობა აქვს. ყრია ზენიტის ლინზები, რომლებიც მინდა გითხრათ ოპტიკური მონაცემებით (ზოგიერთი კარგი ეგზემპლარი) ქენონის FD ლინზებს არ ჩამოუვარდება.

ამ ლინზის რეალური ფასი კი სადღაც 50-60 ლარია.ნუ პატრონი რა ფასს დაადებს უკვე მისი გადასაწყვეტია.

რაც არ უნდა RARE ეწეროს smile.gif)
STALKER
error404

ჯიგარი ხარ smile.gif

აქ შეიძლება ერთი თვე ილაპარაკონ იმაზე რომ რა არ არის სწორი smile.gif

ხოდა RARE ფასს რომ არ უწევს კი ვიცი smile.gif
Added @ [mergetime]1257430729[/mergetime]
დროა დაიხუროს თემა

აბა დროებით
Nika Pkhakadze
QUOTE
1.8 რომელიც ღირდა 50 ლარი,შესაბამისად შენი 2.0 უფრო ნაკლები ღირს

მთლად ეგრეც არ არის, მაგალითად, ზუიკოს F2.0/50მმ უფრო ძვირი ღირს არა მარტო 1.8/50 და 1.4/50მმზე არამედ 1.2/50მმ და1.2/55მ ზეც, მაგრამ ეს 2.0/50მმ მაკრო ლინზაა და იმიტომ ღირს ძვირი. ამ შემთხვევაში ეს უფრო კოლექციონერებისთვის განკუთვნილი ობიექტივია და საქართველოში თუ არა ბოკეზე ნაღდად არა მგონია რომ მაგის გაყიდვა მოხერხდეს, ეგ ალბათ უცხოურ საიტებზე დადო ჯობია.
Jazzoline
იშვიათი და ეგზოტიკური მადონას ტრუსიკიც არის მარა ვის რა ჯანდაბად უნდა DDDD.gif
STALKER
1. ჯერ ერთი შეცდომა ვის არ მოსვლია.

2. იშვიათია მეთქი და არა ის რომ აუცილებლად უნდა გაიყიდოს თქო.

3. მადონას ტრუსიკი სულ არაა ეგზოტიკური და იშვიათი. ბევრმა მოსინჯა...

ასე რომ ტყუილად იწუხებთ თავს მგონი ამდენი კომენტარისაგან.
Added @ [mergetime]1257446986[/mergetime]
Nika Pkhakadze

მართალი ხარ. ვინმე მოკოლექციონერო ტიპი თუ იყიდის.

ამ ლინზის ფოტოებსაც ერთადერთ საიტზე გადავაწყდი და ისიც მოკოლექციონერო ტიპი წერდა მის შესახებ რაღაცეებს. უბრალოდ A1 ვიყიდე იაფად და ეს ლინზა ეყენა და მერე დავეჭვდი, ეს 1:2 შემთხვევით 1:1.2 ხო არაა თქო, რადგან 1.8 და მის ქვევით ვიცოდი, და მის ზემოთ 50MM არ ვიცოდი. ეგ იყო და ეგა რაა და მომივიდა შეცდომა და ასეთი ამბავი თუ ატყდებოდა რა მეგონა DDDD.gif
STALKER
გთხოვთ დაიხუროს თემა
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.