პროექტის შესახებ:
“დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიაში” გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მიერ ერთობლივად დაფინანსებული სამწლიანი პროექტია. პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს ოჯახში ძალადობის აღმოფხვრაში ამიერკავკასიის სამ ქვეყანაში – აზერბაიჯანში, საქართველოში, სომხეთსა და და ხელი შეუწყოს დემოკრატიული რეფორმების გატარებას ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისა მეშვეობით.
კონკურსის წესები:
პოსტერებისა და ფოტოების კონკურსი ცხადდება გენდერული ძალადობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებას ოჯახში ძალადობისა და გენდერული დისკრიმინაციის დაძლევის საკითხებში.
• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს;
• ნამუშევრები მიიღება ორი საკონკურსო კატეგორიის მიხედვით:
1. პოსტერები
2. ფოტოები
• ნამუშევრების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმატით (ჩD-ზე). ფოტოების წარმოდგენა უნდა მოხდეს ასევე დაბეჭდილი სახით (A4 ფორმატი);
• ნამუშევარს თან უნდა დაერთოს განაცხადის ფორმა (იხილეთ დანართი), სადაც მითითებული იქნება ნამუშევრის ავტორის სახელი, მისამართი, ტელეფონი და ელ. ფოსტა;
• საკონკურსო ნამუშევრები გახდება გაეროს მოსახლეობის ფონდის საკუთრება: გაეროს მოსახლეობის ფონდი იტოვებს უფლებას, გამოაქვეყნოს და გაავრცელოს ფოტო ნამუშევარი, ავტორის სახელისა და გვარის მითითებით, ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, პუბლიკაციებსა და ღონისძიებებში;
ჯილდო:
გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები (ნომინაციებში საუკეთესო ფოტო და საუკეთესო პოსტერი) დაჯილდოვდებებიან შემდეგი პრიზებით: I ადგილი ორივე ნომინაციაში - 1000 ლარი, II ადგილი- 500 ლარი
შეფასების კრიტერიუმები:
ნამუშევრების შეფასება მოხდება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთობლივი ჟიურის მიერ. გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან 2009 წლის ნოემბერში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში
ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
• კრეატიულობა და ორიგინალურობა;
• თემის გამოხატვა;
• ხარისხი;
• პრობლემისა და მისი გადაწყვეტის ხედვა
ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა პარასკევი, 2009 წლის 20 ნოემბერი.
ნამუშევრები წარადგინეთ შემდეგ მისამართზე:
გაეროს მოსახლეობის ფონდის
პროექტის “დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიაში” ოფისი
III სართული, ოთახი ¹ 9
ბიზნეს ცენტრი, კოსტავას 47/57, თბილისი
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ქ-ნ თამარ ვაშაკიძეს:
ელ-ფოსტა vashakidze@unfpa.org
tel: 995 32 98 22 07 (104)