22 ივლისს, საღამოს 8 საათზე, იპოდრომზე გაიმართება კონცეპტუალური ფოტოგამოფენა - ”გახსენი რკინის ფარდა”.
გამოფენა შთაგონებულია ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლისთავით.
ქართველი და საქართველოში მოღვაწე უცხოელი ფოტოგრაფები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, რითაც ისინი საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავენ იმ ხილული თუ უხილავი ფარდის მიმართ, რომელიც თავისუფალი აზრის დამკვიდრებას აბრკოლებს, ადამიანებს ერთმანეთისგან აშორებს, აუცხოებს და აცალკევებს.
”მივიჩნევთ, რომ მსოფლიოს გავლენის სფეროებად დანაწილების დრო 20 წლის წინ, ბერლინის კედლის დანგრევასთან ერთად უნდა დამთავრებულიყო. არ გვინდა რკინის ფარდა საქართველოს ტერიტორიაზე ვიხილოთ. გვინდა ვიქცეთ ღია საზოგადოებად, რომელიც თავისუფალი სამყაროს ღირსეული და სრულ უფლებიანი წევრია.” - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.
დასწრება თავისუფალია.
______________________
ვინ აპირებთ წამოსვლას?
