24 წლის გიორგი მსხილაძეს ორი თვეა რაც უმძიმესი დიაგნოზი დაუდგინეს. გიორგის ჰემატოლოგიის ინსტიტუტში გამოკვლევების შედეგად, ლეიკემია – კერძოდ კი მიელონობლასტური ლეიკემია აღმოაჩნდა. 2 თვიანი აგრესიული ქიმიოთერაპიის შედეგად ვერ იქნა მიღწეული ხანგრძლივი რემისია. მკურნალი ექიმებისა და საზღვარგარეთ გიორგის ავადმყოფობის ისტორიით დაინტერესებული მედიკოსების დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ გიორგის სასწრაფოდ ესაჭიროება რთული ოპერაცია, ძვლის ტვინის გადანერგვა. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ რთული სიტუაციიდან. ოპერაციის ჩასატარებლად არჩეულ იქნა ისრაელში ცნობილი საავადმყოფო. ოპერაცია საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. წინამდებარე მკურნალობა, შემდეგ ოპერაცია და შემდგომი პერიოდი 155 000 აშშ დოლარი ჯდება. არასაკმარისი თანხების არსებობის გამო, გიორგის ოჯახი, მეგობრები და ახლობლები გთხოვთ, ერთად გადავარჩინოთ 24 წლის ბიჭი, ვისაც რამდენის საშუალება გაქვთ და რაც მთავარია სურვილი, დავეხმაროთ გიორგის.
ანგარიშის რეკვიზიტები მოცემულია ამ საიტზე: http://gio.itcs.com.ge/