teodal
Jun 22 2009, 22:41
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება პროექტი სახელწოდებით conflict influence on civil society რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდა ფოტოგრაფები (ასაკი 18-დან 25 წლამდე) და სტუდენტები ახლოს გაეცნონ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში იზულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების პირობებს, მოისმინონ მათი პრობლემები, მოამზადონ როგორც მოხსენებითი ასევე ფოტო მასალა, რის შემდეგაც მოეწყობა რამოდენიმე გამოფენა და პრეზენტაცია. ამისათვის პროექტს სჭირდება 3-4 მოხალისე ფოტოგრაფი, რომელიც წამოგვყვება წეროვანში, გორსა და თბილისში იმ ადგილებში, სადაც ლტოლვილები არიან კომპაქტურად ჩასახლებულნი და მოამზადებს მაქსიმალურად საინტერესო მასალას.
პროექტის მიმდინარეობისას გზის და კვების ხარჯები მტლიანად დაიფარება.
გასვლები მოხდება ივლისის ბოლოს, დაახლოებით 15დან 22 ივლისამდე შუალედში
(თარიღები ზუსტად დადგინდება ივლისის დასაწყისში.)
მსურველები გამომეხმაურეთ
თემაში
პმ-ში
ან მომწერეთ მაილზე
teodal@yahoo.com
DIKARKA
Jun 22 2009, 22:46
სიამოვნებით წამოვიდოდი
-)
ძალიან კარგია ასეთი პროექტები
-)
teodal
Jun 22 2009, 22:48
ძალიან კარგი, თუ უფრო დეტალურად დაინტერესდები მოაპმ
DIKARKA
Jun 22 2009, 22:50
უბრალოდ მაინტერესებს შერჩევა როგორ ხდება?
ეჭვი მაქვს 3-4 კაცზე გაცილებით ბევრი გამოთქვამს სურვილს წასვლის
-)
teodal
Jun 22 2009, 22:56
ეგ ცოტა რთული საკითხია, ამაპროექტზე მუშაობს საინიციატივო ჯგუფი, ჩემს გარდა ამ ჯგუფში 5 კაცია, აქ თემის გახსნა იმითაცაა მომგებიანი რომ შესაძლებელია გადახედო გალერეას და შეაფასო
თან ასე თუ ისე ვიცნობ უმეტესობის გალერეას
მართლა სერიოზული მასალაა საჭირო პროექტისთვის
შთამბეჭდავი
DIKARKA
Jun 22 2009, 23:00
აჰა ძალიან კარგი
ჩემს პირველ პოსტს დავუბრუნდები ამ თემაში -))
teodal
Jun 22 2009, 23:22
კარგი იქნება მართლა თუ ბევრი ადამიანი გამოეხმაურება პროექტს, მართლა გვჭირდება კარგი ფოტოგრაფები
stringer
Jun 22 2009, 23:32
სერიოზული მასალა და ანაზღაურების გარეშე? მაგარია!
teodal
Jun 22 2009, 23:40
სამწუხაროდ მცირებიუჯეტიანი პროექტია, და ამიტომ მოხალისეებზეა გათვლილი
kakha kakhiani
Jun 22 2009, 23:40
მსურველი1
teodal
Jun 22 2009, 23:45
kakha kakhiani
tsumbusha
Jun 23 2009, 00:59
ერთი მოხალისეც აქ გახლავართ
levani7
Jun 23 2009, 01:27
მეც აგერ ვარ
teodal
Jun 23 2009, 21:12
კიდე დავამატებ რომ იმის მიხედვით თუ როგორი გეგმა იქნება, , ანუ ვიღაცას მოუწევს მუშაობა თბილისში, ვიღაცას გორში, ვიღაცას წეროვანში, თითო დღეს წავა თითო ფოტოგრაფი, ესეც გაითვალისწინეთ
kakha kakhiani
Jun 23 2009, 22:21
თბილისსში რა ადგილას?
teodal
Jun 23 2009, 23:09
გვაქვს სია სად არიან ყველაზე კომპაქტურად ჩასახლებულები და იქ წავალთ
rimanely
Jun 24 2009, 01:04
თვრამეტ წლამდე არა?
ივლისში უკვე 17-ის ვიქნები...
და თან ძალიან მინდა მონაწილეობის მიღება
teodal
Jun 24 2009, 13:10
rimanely,
ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს ფონდს, სამწუხაროდ წლოვანება განსაზღვრულია

18დან 25მდე
archigio
Jun 24 2009, 13:15
მსურველი7
+ გორის რაიონის დაზარალებულ სოფლებში ხშირად ვარ... ეხლა ზუგდიდში ვარ... მეც გამომაგდეს სახლიდან თავის დროზე ... პლუს ხანდახან ფოტოებსაც ვიღებ და მოხსენებითი ბარათები ჩემი ჰობია : )
ასე რომ ჩემი კანდიდატურა ბეზ კონკურსა გაუშვით : )
+ დიკარკა უჩემოდ არსად დადის
teodal
Jun 24 2009, 13:56
archigio,
საინტერესოა ამდენი + მომეწონა
archigio
Jun 24 2009, 15:19
ჯერ სად ხარ ... + ები იმაზე მეტია ვიდრე გგონია : )
+ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ჩემი ყოფილი, მომავალი ნათესავია ( დავფიქრდი და ასე გამოდის : )
+ წეროვანში სახლი მაქ... : )
ნუ ასევე შემიძლია მეუფე ანდრიასაც ვთხოვო დახმარება... თუ დაგვჭირდება...
ერთადერთი თარიღების დაუზუსტებლობა მაფიქრებს... დასავლეთში ვარ გამოხიზნული და ერთი კვირით ადრე მაინც უნდა ვიცოდე რო რამე...
+ თქვენ თუ არ წამიყვანთ ალტერნატიულ აქციას მოვაწყობ... და დიკარკასაც წაგართმევთ ... ვოტ : )
პატივისცემით არჩილ გიორგაძე
teodal
Jun 24 2009, 16:09

ამ ყველაფერზე ვიფიქრებთ

ისე თარიღი ზუსტად შემიძლია გითხრა რომ იქნება 15ის მერე 22მდე ივლისში
გამოფენები და პრეზენტაციები სექტემბერ ოქტომბერში
რაც შეეხება შერჩევის საბოლოო გადაწყვეტილებას ამასაც მალე გაიგებს ყველა მონაწილე სადღაც ამ კვირის ბოლოს
მე არ ვარჩევ იდეაში ჩემი საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრია ამაზე პასუხიხმგებელი
მაგრამ ყველაფერს გავითვალისწინებთ აუცილებლად
მე ყველა მსურველის წაყვანა მინდა მაგრამ არ გამოდის
MaStErOFmAsTeRs
Jun 28 2009, 09:48
აირჩა უკვე ხალხი ?
kakha kakhiani
Jun 28 2009, 14:28
ისე როდისთვის იტყვიან პასუხს რო წინასწარ ვიცოდეთ ვინ აირჩა..კაი იქნება
teodal
Jun 28 2009, 22:15
კი კი მალე იქნება, ვინცა ამაზეა ძირითადად პასუხისმგებელი გამოცდობს, მაგრამ პირობას გაძლევთ 4 ივლისამდე შევეხმიანებით მათ ვისაც ავირჩევთ და თემაშიც დავწერთ

იმიტომ რომ 6 ივლისისკენ უკვე უნდა გვქონდეს შეხვედრა
Gottfried Lenz off
Jun 29 2009, 12:26
მე ძველგაზრდა ვარ უკვე მაშ...
tsumbusha
Jun 30 2009, 23:52
ჰა ალბად დასამალი არც არაფერია რო ვთქვათ ვინები აირჩიეს, ერთი მე ვარ და სხვებმაც თქვით რო ვიცოდე რა
teodal
Jun 30 2009, 23:54
უი კი ვაპირებდი ისედაც დაწერას
ცუმბუშა
დიკარკა
ზურიკელა
და მასტერი

თემა შეიძლება დაიხუროს პრინციპში
ყველას დიდი მადლობა დაინტერესებისათვის
DIKARKA
Jul 1 2009, 00:47
ჰმ...
tsumbusha
Jul 1 2009, 00:58
DIKARKA რაო რა არ მოგეწონა?
MaStErOFmAsTeRs
Jul 1 2009, 01:08
DIKARKA,
რაო ძინკა რამ გაგაკვირვა ეგრე? : ))
kakha kakhiani
Jul 1 2009, 01:24
ვა ვა მომილოცავს
რამე უკმაყოფილებას ხომ არ აქვს ადგილიი?
მგონი ყველა მონაწილე დამეთანხმება რომ არჩევა ობიექტურად მოხდა

ეს არ ნიშნავს რომ ვინმე ცუდად იღებს, უბრალოდ ჩემდა სამწუხაროდ მონაწილეთა რიცხვია შეზღუდული
kakha kakhiani
Jul 1 2009, 18:03
და არჩევა როგორ მოხდა?
stringer
Jul 1 2009, 19:55
არა, უფრო სწორად, გემოვნებისდამიხედვით

კახიანის გალერეა გამოსატოვებელი არ იყო
მე რო მკითხო გამოსატოვებელი არცერთი არ იყო, ვინც სურვილი გამოთქვა ყველა პროფესიონალია, ჩემი აზრით, და მითუმეტეს ჩემთან შედარებით.
მაგრამ ცოტა უნდა აგვერჩია ამიტომ მოგვიწია გამოტოვება
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.