Help - Search - Member List - Calendar
Full Version: Love By Shoes
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
MRme
user posted image
სამშაბათს; 16 ივნისს; 5:30 საათზე
ლიტერატურის მუზეუმში (ჭანტურიას 8. –მერიოტის გვერდით) გაიმართება გამოფენა

`Love By Shoes`

***
• სადამის რეჟიმის დროს, ჟურნალისტ მუნტადჰა ალ-ზაიდის ოჯახი რეპრესირებულთა რიცხვს მიეკუთვნებოდა.

• ჯორჯ ბუშის წამოწყებულმა “განმანთავისუფლებელმა” კამპანიამ დიქტატურა დაამხო.

• ამერიკელთა ქმედებების გასაპროტესტებლად, 2008 წელს გამართულ პრესკონფერენციაზე, მუნტადჰა ალ-ზაიდმა ჯორჯ ბუშს სახელდახელოდ გახდილი ფეხსაცმელი ესროლა და `ბინძური ძაღლი~ უწოდა.

***

_ ეს არის რო მკლავს… – სიგარეტს იღებს და უკიდებს – მომიკიდე! … ნაპასი – რატომ არ ანებებ? – მერე რა ვაკეთო?..

***

• გავრცელებული აზრის თანახმად, ადამიანი ბუნების ნაწილია.

• ყოფის გასაუმჯობესებლად, ადამიანმა ააშენა ქარხანა და მალევე აღიარა, რომ ის ეკოსისტემას ანადგურებს.

• ეკოსისტემის გადასარჩენად, ადამიანმა ეკოლოგიურად სუფთა ქარხანა ააშენა.

• ზიანი ნაწილობრივ შეამცირდა…

***
• საბჭოთა სივრცეში, წლობით შევნატროდით შორეულ COCA COLA-ს…

• დამოუკიდებელ საქართველოში, კვირეებით ვიდექით MC. DONALDS – ის რიგში…

• COCA COLA-ს და MC. DONALDS – ის შემოსვლის შემდეგ, სიამაყენარევი ზიზღით ვაცხადებთ, რომ `ჯადოსნური წითელი სასმელი~ `აბაზანის სახეხი საუკეთესო საშუალებაა~, ნანატრი BIG MAC-ი კი – `პესტიციდებით სავსე, უგემური-ჩალაა~

• თბილისის ცენტრალურ უბნებში, `რესტორან~ MC. DONALDS-ის ფილიალთა რიცხვი იზრდება და ბავშვებისთვის `ბედნიერი დღის მოსაწყობ` უმთავრეს ადგილად რჩება…

`Love By Shoes` – ჩვენივე შექმნილი და დამსხვრეული კერპებისადმი თაყვანისცემა…

ავტორები:
BESSA
LALOSELI
DIKARKA
მაინც არ ეშვები ხო შენსას ლალოსელო?
-))))))

არც კი ვიცი უკვე მოგილოცო თუ რა ვქნა კოკ -))

კარგად თუ ვიქნები მოვალ -(
kiss3.gif
batukela
საინტერესო იქნება მგონი : )
ვეცდები მოვიდე..
battery is low
angel.gif მეც ვეცდები მოვიდე angel.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.