Help - Search - Member List - Calendar
Full Version: canon ixus 80/ixus 70 თუ pentax e60!
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფოტოტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, შეკეთება > იყიდება
slush
გამარჯობათ!
ვის აღარ ვკითხე და ამ საკითხში არავინ მეგულება კომპეტენტური და ქინებ თქვენ მირჩიოთ!
მინდა კამერის ყიდვა, მოყვარულთათვის, რაც მთავარია პატარა უნდა იყოს და კომპაქტური. ისეთი, რომ შემეძლოს გულის ჯიბით ვატარო (დაბალი ტემპერატურის პირობებში). გუშინ ვიყავი მაღაზიებში და canon ixus 80-ზე შევჩერდი. გამყიდველი მეუბნება რომ pentax e60-ს გირჩევო, იგივე ფასია ორივე.
ძალიან დავიბენი, აღარ ვიცი რომელი ვიყიდო. canon ixus 70 აქვს მეგობარს და კმაყოფილია, მაგრამ ეგეთი ვერც ვნახე მაღაზიებში, ეხლა უფრო ახალი მოდელია გამოსული. მაგრამ ინტერნეტში ძველი უფრო ძვირი ღირს ვიდრე ახალი (ძალიან მცირედია სხვაობა) შეიძლება ძველი მოდელი ჯობდეს?
მოკლედ რომელი ერთი ვიყიდო აღარ ვიცი, უკვე დავიბენი. იქნებ მირჩიოთ! madloba.gif

წინასწარ ყველას დიდი მადლობა!
Vaxo Niazashvili
პენტაქსი კარგია ქენონი კი საუკეთესო რატო გირჩევდა პენტაქსს რაო რას გეუბნებოდა?რომელ მაღაზიაში იყავ და ქენონი რა ღირდა მინტერესებს
slush
Vaxo Niazashvili,

კიდობანში, ერთ-ერთი მაღაზიაა, ზუსტად არ მახსოვს. ჩემი მეგობარი იყო მანამდე და გამყიდველმა სურათი გადაიღო პენტაქსითაც და ქენონითაც და მერე შეადარებინა, ნუ იმას ცოტა უკეთესი ფერები ქონდა ეკრანზე, ეგ იყო და ეგ. მერე მე რომ მივედი სანახავად, უკვე ორივე გაიყიდაო და ეხლა ჩამოდის კიდევ ამ თვეში. როგორც თითონ ამბობს ქენონიც და პენტაქსიც იგივე ფასი ღირს (350 ლარი). მოკლედ თუ მართლა მომცემს canon ixus 80-ს 350-ად ავიღებ, რადგან სადაც კი ფასები ვნახე ყველგან 400-500 ლარი ღირს. და პენტაქსის აპარატი კიდე 100$-დან იწყება, ანუ საკმაოდ იაფიანია და ერთმანეთს როგორ შეადარა მეც ვერ ვხვდები. ისე ალბათ აპარატის მონიტორზე ფერების გარჩევა ცოტა არ იყოს დამაბნეველია, ეგრე ვერც მიხვდები!
DaNi
მე canon ixus 80-ს გირჩეს. ძალიან კარგი აპარატია, თავისი ფასისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. მქონია შეხება, მეგობარს აქვს და მომიწია რამდენჯერმე გადაღება და მშვენიერ ფოტოებს იღებს, მითუმეტეს, ფასიც მისაღებია. smile.gif
Added @ [mergetime]1244530525[/mergetime]
ხო მართლა, ისე canon ixus 70 კარიგ აპარატია, რამდენიმე კადრი გადავიღე ერთხელ, დავტესტესავით და კარგი იყო. ძალიან დიდი განსხვავება არაა 70-სა და 80-ს შორის. მეგაპიქსელებს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევ. smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.