პროექტი "ბერილუსი"
მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
პროექტის ფარგლებში კავშირმა “Beryllus” ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში "მომავლის სახლი" აამუშავა სახელობო კლუბები (ფოტოგრაფია, ინფორმატიკა, კულინარია, უცხო ენები, დიზაინი, ხალხური სიმღერა) სადაც თავისუფალ დროს, კვირაში ორჯერ სხვადასხვა ბავშვთა სახლის (თბილისის "ლამპიონი", "სათნოება", წყნეთის ბავშვთა სახლის, N200-ე ბავშვთა სკოლა-პანსიონის) ჯანმრთელი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელები ახორციელებენ მათთვის საინტერესო საქმიანობებს. პროექტში ჩართულ ბავშვებს საშუალება ეძლევათ მიირონ ახალი ცოდნა, გამოიმუშავონ უნარ-ჩვევები, რომლებიც ეხმარება მათ თვიტრეალიზაციაში და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში.
იმისათვის, რომ მოხდეს მშობელთა მზრუნველობას მოკლებული და შეზღუდული უნარების მქონე აღსაზრდელთა შესაძლებლობების წარმოჩენა და იმ სტერეოტიპების რღვევა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში მოცემული კატეგორიის ბავშვების მიმართ, პროექტის ფარგლებში დაიგეგმა აღსაზრდელთა მიერ გადაღებულ ფოტოსურათთა და ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა.
გთხოვთ, 11 ივნისს, 13:00 საათზე მობრძანდეთ გალერეაში "ჰობი:, გამოფენის გახსნაზე, სადაც ასევე გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, ბავშვების ნამუშევრების დათვალიერება შესაძლებელი იქნება ორი დღის განმავლობაში- 11-12 ივნისი 13:00-დან 17:00 საათამდე.
პროექტი ხორციელდება Open Society Institute –ის ფინანსური მხარდაჭერით.
მისამართი: გ. ჭანტურიას N8
საკონტაქტო პირი: ირაკლი ნადირაძე 857 171781
E-mail: irakli@beryllus.ge