Sebastian
May 31 2009, 00:28
თამაშის წესები.
1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში.
2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი.
3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს)
4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს.
5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული.
6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი.
7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა.
8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
ამ თემაში სურათების ატვირთვის ფუნქცია ჩართულია!
თამაშის თემაა - "მე მოგიყვები..."
Sofio Gokhelashvili
May 31 2009, 11:57
ალადაშვილის სახელობის საავადმყოფო. ბ_ნი გურამ მგალობლიშვილი
ამ 2 არსებიდან
ერთი ყვება და მეორე უსმენს

)))
კაკლის ხეო, მე მოგიყვები...
Magda Gugava
Jun 4 2009, 17:59
ბატუკელა : " ყველას თავისი მსმენელი ყავს " +1
Sebastian
Jun 6 2009, 22:53
მადლობა ყველას წარმოდგენილი ფოტოებისთვის. სიმართლე გითხრათ მეტ აქტიურობას ველოდებოდი. არ მესმის რა აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ ფოტოს რომელიმე პერსონაჟი მთხრობელის როლში ყოფილიყო ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. კარგი ფოტო ხომ თავად ყვება ამბავს, ვფიქრობ Photo Story უფრო მორგებული იქნებოდა ამ თემაზე. მაგრამ არაუშავს, კრიტიკის უფლებას ვერ მივცემ თავს, რადგან თავად ფოტოგრაფია ხომ ინდივიდუალურია. ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და გისურვებთ წარმატებებს.
რაც შეეხება შემდეგი თემის ავტორს , ესტაფეტას გადავცემ Unc -ს , რადგან ჩემთვის მის მიერ წარმოდგენილი ფოტო-ამბავი ყველაზე საინტერესოა. სხვას თავის აზრი აქვს , მაგრამ მაგასაც არაუშავს , ფოტოგრაფია ხომ ინდივიდუალურია ...
Sofio Gokhelashvili
Jun 7 2009, 12:44
ნამდვილად ღირსეული გამარჯვებულია!
Infanta
Jun 7 2009, 14:49
არჩევანი მეც მომწონს
QUOTE
ფოტო-ამბავი
და
DIKARKA, -ს ფოტო-ამბავიც მომეწონა
DIKARKA
Jun 7 2009, 20:18
უნკაას მოდიი თემა გვინდა ახალიი
-))
დღეს საღამომდე თუ არ გამოჩნდა უნკასი, რამე თემას მოგიფიქრებთ