Help - Search - Member List - Calendar
Full Version: წიგნის პრეზენტაცია
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
makuku
დარიო ფო - კაცი თეატრი

სატირული ფარსის ოსტატი

დრამატურგი, რომელიც არღვევს ტრადიციულ თეატრალურ ნორმებს.

საკუთარი სპექტაკლების ილუსტრარტორი.

მწერალი, პროდიუსერი, მიმიკოსი, მსახიობი...


ნობელიანტი მასხარა!..

პარასკევს, 22 მაისს, 16 საათზე გამომცემლობა „ინტელექტი“ გიწვევთ „ნობელის პრემიის ლაურეატების“ სერიის ახალი ტომის –

[SIZE=7]დარიო ფოს „პიესების“


პრეზენტაციაზე.


კლასიკური იტალიური მუსიკა, სამზარეულო, ნახატების გამოფენა და თეატრალური წარმოდგენა იტალიელი დრამატურგის პიესას გააცოცხლებს.

ასე რომ, თეატრალნო, მუსიკოსნო, გურმანნო, ლიტარეტურისა და დარიო ფოს თეატრივით ხეტიალის მოყვარულნო, ფოტოგრაფნო ამა ქვეყნისა, შეერთდით და მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს ღონისძიებაში! DDDD.gif diax.gif

მოაწყვეთ თქვენი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (სასურველი თემატიკა: თეატრი, ჯამბაზები, მოგზაურობა). ჩაერთეთ ჩვენს თეატრალურ წარმოდგენაში და ფირზე აღბეჭდეთ თქვენ მიერ დანახული იტალიური გარემო.

მობრძანდით გრიბოედოვის ქუჩაზე, სამხატვრო აკადემიის ბაღში და იგრძენით თავი იტალიაში!
DIKARKA
ძალიან ძალიან კარგია!

მადლობა
აუცილებლად მოვალ
-)
Mze
წიგნს თუ მაჩუქებ მოვალ DDDD.gif

რა გაქვთ კიდევ საინტერესო და ახალი? )
chamoxeuli bilbordebi
ვა რა კარგი რამეა smile.gif მეც შემოგიერთდებით smile.gif
Medea Sharikadze
მოვდივარ!
toricheli77
დიკარკაა სადაც შენ არ მიხვალ ნეტა ასეთი რა უნდა მოხდეს lol.gif


შუჩუ მიყვარხარ lol.gif DDDD.gif
DIKARKA
toricheli77,

დღეს ვერ მივედი ბათუმში აქციაზე -(


-P
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.