Help - Search - Member List - Calendar
Full Version: რა არის სიყვარული? (#3)
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო > თამაში ჭვავის ყანაში
Kapo
რა არის სიყვარული?
დალაი ლამა
თარგმანი იტალიურიდან - კონსტანტინე ვეკუა

(პასუხად ბავშვებს)

ალბათ, გინდა გაიგო, თუ როგორ სწავლობენ სიყვარულს. არ არსებობენ რეცეპტები, არც ფორმულები. ვფიქრობ, უფრო კულინარიულ ხელოვნებას მიაგავს, რომლის მიხედვითაც თითოეული კერძის დამზადება ერთმანეთისაგან განსხვავებულ გზასა და დიდ ყურადღებას მოითხოვს. ზოგჯერ, პირველ რიგში, ბოსტნეულის შემზადებაა საჭირო, შემდეგ მათი ტაფაზე გადატანა და ბოლოს შეკაზმვა. ზოგჯერ კი, პირდაპირ დამარილებით იწყებენ. გემრიელი კერძის დასამზადებლად მრავალი რამის გათვალისწინებაა საჭირო; ადამიანების შემტხვევაშიც იგივე ხდება. ბუნებრივია, არ ვფიქრობ, თითქოს საკმარისი იყოს განაცხადო: "გაგიმარჯოთ! გთხოვთ იყოთ მოსიყვარულენი და ერთმანეთის გამგებნი".

ჩემის აზრით, საუკეთესო გზა გათავისებაა, ანუ ნიჭი სხვათა ფიქრების, გრძნობებისა და ტკივილების წარმოდგენის შეძლებისა. ჩვენ, ბერები, ყოველდღიურად ვვარჯიშობთ სხვათა შეგრძნებების აღქმის უნარის განვითარებასა და განმტკიცებაში. მაგალითად, ვფიქრობთ იმ მდგომარეობაზე, თუ რას განიცდის ესა თუ ის არსება, როგორიცაა დასაკლავად გამზადებული ცხვარისადმი სიბრალულის გრძნობა და ვცდილობთ წარმოვიდგინოთ მისი ტანჯვა: სიკვდილის შიში, ტკივილი, სისხლი. ანაც გვესახება საყვარელი ადამიანის სიმძიმილი და განვიხილავთ ჩვენს რეაქციას მისდამი. ამგვარად, შევისწავლით სხვათა შეგრძნებებისა და გამოცდილებათა უკეთ გაგებას და ვაუმჯობესებთ ჩვენი აღქმისა და მათთან ურთიერთობის უნარს. სიყვარულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეგეძლოთ სხვათა გათავისება და მათ ადგილზე საკუთარი თავის მოაზრება, რაც ამავე დროს, ისეთ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც დიდ სიმამაცეს მოითხოვს; სიმამაცეს, წარმოვიდგინოთ, თუ რას ნიშნავს სხვის მდგომარეობაში ყოფნა. უმეტეს შემთხვევაში, ეს გვეხმარება ერთმანეთისადმი დაპირისპირების შერბილებაში, რითაც სხვათა გრძნობებს ვითავისებთ და ვსწავლობთ მათ პატივისცემას.
____________________________________________________________________
ფოტოთი ავხსნათ რა არის სიყვარული... :P
Kapo
.
niciko
იმაჯშეიქ ს არ მიხსნის, და რამე საიტი მომაშველეთ რაა, და მერე წაშალეთ ჩემი პოსტი
angel.gif
niciko
დიდი მადლობა მაგდუ
რა კადგარ და ადვილად გაგიკეთებიათ ყველაფერი angel.gif


P.S. აი, სიყვარული ჩემთვის : )
Kapo
niciko, იდეალურია!...
მართლა მომეწონა... smile.gif

Tamo zurabishvili
........................................
Sofo Uznadze
ნიც მადლობა ამ ფოტოსთვის.. უზომოდ მომეწონა.. mapatiet.gif
LOOSER
რაღაც smile.gif ღასაც ვერცერთი ანდივირუსი ვერ ერევა smile.gif ტროიანია რა DDDD.gif
Angelochik
სიყვარული ეს ისეთი აფექტია რომლიდანაც გამოსვლა არასდროს არ გინდა და თუნდა წამით როცა რჩები მარტო საკუთარ თავთან მაშინ ფიქრობ მასზე და იმ წამს სახეზე რაღაც სევდა სიხარული აციმციმებული თვალები და ღიმილი გეფინება..

წამში გაირბენს სხეულში რაღაც.. უხილვი .. გულს აგითრთოლებს აგაფრიალებს.. აგატირებს .. წამში დაგამშვიდებს .. გაგახსენდება თუნდაც მისი ერთი ნათქვამი და შენთვის ძვირფასი სიტყვა..

და ერთადერთი იცი რომ სადაც არ უნდა იყოს ის შენია და შენ მისი ხარ..

და კიდევ დილით სანამ გაიღვიძებს რომ უყურებ .. და გინდა რომ სულ ასე იყო ..

სიყვარული ისაა როცა ორ ადამიანს სიჩუმეც კი უყვართ ერთად...

თუნდაც ის რომ მის სიახლოვეს ყველა და ყველაფერი გავიწყდება..

როცა უბრალოდ ბედნიერი ხარ.. თუნდაც სიჩუმით ...

user posted image

tavadi
Angelochik,
სურათზე თანდილაშვილია?
Angelochik
დათ კი და მისი მეუღლე smile.gif
tavadi
მაგდენს ქე მივხვდი შე ქალო DDDD.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.