186 ფოტოგრაფი- 43 ქვეყანა - 6 კონტინენტი
2009 წლის 24 თებერვალს გამოქვეყნდა Sony World Photography Awards (WPA)-ს "შორთლისტი". შორტლისში შევიდა 186 ფოტოგრაფის სახელი მსოფლიოს 43 ქვეყნიდან. ყველანი ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა კატეგორიებში.
მსაჯთა კომიტეტმა რომელიც შედგებოდა მსოფლიოში აღიარებული ფოტოგრაფებისგან, კურატორებისგან, მსხვილ ფოტოსააგენტოების წარმომადგენლებისგან, გამომცემლებისგან და კრიტიკოსებისგან გააკეთა თავისი არჩევანი. მათ განიხილეს 36,546 განაცხადი პროფესიონალურ კატეგორიებში და მოყვარულ ფოტოგრაფთა 25,370 განაცხადი.
პროფესიონალთა ნაწილში, თორმეტიდან თითოეულ კატეგორიაში არჩეული იყო მაქსიმუმ 10-10 ფინალისტი. თითოეული გაყოფილი იყო სამ ჟანრად: ფოტოჟურნალისტიკა და დოკუმენტალისტიკა (მოვლენები, სპორტი, თანამედროვეობის საკითხები და ხელოვნება, გართობა), კომერციული (რეკლამა, მოდა და მუსიკა) და ხელოვნება (პორტრეტი, აბსტრაქცია და მოგონილი, პეიზაჟები და არქიტექტურა)
სულ იყო 8 მოყვარულთა კატეგორა თითოეულში ირჩეოდა 10-10 ფინალისტი: არქიტექტურა, აბსტრაქცია და მოგონილი, მოდა, პეიზაჟი, მუსიკა, ისტორია, პორტრეტი და სპორტი.
ამ წელს "მოყვარულთა" კატეგორიის განაცხადები ჯერ განხილული იყო “iStockphoto”-ს თანამშრომლების მიერ, რომლებიც წარმოადგენდნენ 2009 წლის ოფიციალურ წინა-შესარჩევით კომიტეტს.
კონკურსის გეოგრაფია შტამბეჭდავია - არგენტინიდან ზიმბაბვემდე, 60 000 განაცხადზე მეტი იყო მიღებული 139 ქვეყნიდან.
კონკურსის ფინალისტები დასახელდნენ 17 მარტს. დაჯილდოება კი გაიმართება Sony World Photography დაჯილდოების ცერემონიალზე “Palais des Festivals”-ში 16 აპრილს.
დაჯილდოვების დღეს პროფესიონალებს შირის 2009 წლის გამარჯვებულს გადასცემენ L’Iris D’Or, დაასახელებენ როგორც წლის ფოტოგრაფს და დააჯილდოვენებ $25,000 და Sony პროფესიონალური ფოტო ტექნიკით.
მოყვარულთა შორის გამარჯვებული მიიღებს $5,000 და Sony ფოტოტექნიკას.
იმ ღამის კიდევ ერთი გამარჯვებული იქნება "ეკოლოგიური ნომინაციის" Prince’s Rainforest Project (PRP) Award ნომინანტი, ის პრიზად მიიღებს ჩვენი პლანეტის ტროპიკული ტყეების გადაღების საშუალებას.
ფინალისტების ნამუშევრები გგამოიფინება “Festival @ Sony World Photography Awards”-ზე რომელიც გაიმართება კანში 14-19 აპრილს. ფესტივალის დროს გაიმართება სხვა გამოფენებიც, ლექციები და სემინარები. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ Elliott Erwitt, Marc Riboud, Vanessa Winship, Stuart Franklin, Bruce Davidson, Cedric Delsaux და სხვა.
http://www.worldphotographyawards.org/