გამოფენაზე PMA 2009 (Photo Marketing Association), რომელიც გაიმართა წინა კვირას ლას ვეგასში ფოტომარკეტინგის ასოციაციისთვის მიცემულ ინტერვიუში Olympus Imaging SLR დაგეგმარების ქვეგანყოფილების მენეჯერმა აკირა ბატანაბემ (Akira Watanabe), გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება. რომელიც ჟღერს დაახლოებით ასე:
"თორმეტი მეგაპიქსელი, ჩემი აზრით, საკმარისია მომხმარებელების უმრავლესობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ჩვენ D-SLR სისტემით Olympus E-System აღარ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ მეგაპიქსელურ ომებში"
ციფრული ფოტოტექნიკის ფიზიკური თვისებების გათვალისწინებით ამაში არის რაღაც საღი აზრი. პიქსელის ზომის შემცირება ნიშნავს მის განათების შემცირებას (რაც არ უნდა გააკეთონ მწარმოებლებმა მიკროლინზებით) და შესაბამისად "ხმაურის" უფრო მაღალ დონეს, რასაც ავტომატურად მივყავართ დინამიური დიაპაზონის შემცირებისკენ. ამის გარდა, უმრავლესობა თანამედროვე სამოყვარულო და ნახევრადპროფესიონალურ მოთხოვნილას წარმოადგენს სურათების ა4 ზომამდე ბეჭდვა და ფოტოების ინტერნეტში განთავსება, რისთვისაც კილომეგაპიქსელები საჭირო არაა, ხოლო მათი დამუშავება და შენახვა საჭიროებს უფრო მძლავრ პროცესორებს და მეტ ადგილს მეხსიერების ბარათებზე და ვინჩესტერებზე.
მეგაფიქსელური ომის გაგრძელების ნაცვლად Olympus აპირებს გააუმჯობესოს ციფრული ფოტოგრაფიის ხარისხი - გაზარდოს დინამიური დიაპაზონი, ფერების რეალური აღქმა და სხვა...
რაზე განაცხადეს უარი Olympus-ში? ფაქტიურად მარკეტინგული ხრიკისგან, სადავო არ არის რომ მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველია 10 მეგაპიქსელი ვიდრე 8, ხოლო 14 მეგაპიქსელი - ვიდრე 12. ამავე დროს Olympus არც მალავს რომ მისი ტექნიკა ორიენტირებულია მოყვარულებზე და ნახევრად პროფესიონალებზე და არა სტუდიური ან/და კომერციული გადაღებებისთვის, სადაც უდავოა საჭიროა მეგაპიქსელები ა3-ზე და უფრო დიდ ზომაზე საბეჭდათ.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ 20 მეგაპიქსელი არ წარმოადგენს აუცილებლობას. თუ მ ომხმარებელი დაინტერესებულია იქონიოს 12 მეგაპიქსელზე მეტი, მან ყურადღება უნდა მიაქციოს სრულკადრიან მოდელებს" - ამბობს აკირა ბატანაბე
შეგახსენებთ, რომ Olympus ციფრული SLR კამერების 17,3 х 13 მმ სენსორის (ფორმატი Four Thirds) ფართობია 225 კვ.მმ, რაც საგრძნობლად ნაკლებია 22,2 х 14,8 მმ APS-C სენსორების ფართობთან შედარებით (329 კვ.მმ) და მითუმეტეს ნაკლების ე.წ. "ფულფრეიმების" 36 х 24 მმ ფართობზე (864 კვ. მმ)
ასევე აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ფოტო-ოპტიკას შესაძლებლობებს გააჩნია გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად ბევრ ობიექტივს არ შეუძლია მოგვცეს კონტრასტული "სურათი" ყოველ ფიქსელზე 24 მეგაპიქსელიან სრულკადრიან მატრიცაზე, შესაბამისად არც 12 მეგაპიქსელიან Four Thirds ტიპის მატრიცაზე, კროპ-ფაქტორით 2.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე Olympus ეს გადაწყვეტილება არ არის მოკლებული რაციონალობას.