Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ღია საზოგადოების ინსტიტუტი (OSI)
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
Magdu
ღია საზოგადოების ინსტიტუტი (OSI)

აცხადებს საგრანტო კონკურსს

ფოტოგრაფებისათვის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან, ასევე ავღანეთიდან, პაკისტანიდან და მონღოლეთიდან
ღია საზოგადოების ინსტიტუტის „დოკუმენტური ფოტოგრაფიის“ პროექტი (http://www.soros.org/initiatives/photography) და ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა (http://www.soros.org/initiatives/arts) აცხადებს კონკურსს დოკუმენტალისტი ფოტოგრაფებისათვის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან, ასევე ავღანეთიდან, მონღოლეთიდან და პაკისტანიდან.

თითოეულ გამარჯვებულ ფოტოგრაფს გადაეცემა გრანტი 3500 აშშ დოლარის ოდენობით. გრანტის მიზანია ფოტონამუშევრების სერიის შექმნა, რომელიც მიეძღვნება თითოეულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალურ სამართლიანობის საკითხებს. ცალკეულ გრანტიორს მიეცემა შესაძლებლობა იმუშაოს საერთაშორისოდ აღიარებული ფოტოგრაფის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც ჩაატარებს სემინარებს როგორც გრანტის დაწყებამდე და დასრულებისას, ასევე გრანტის მიმდინარეობის პერიოდშიც.
„დოკუმენტური ფოტოგრაფიის“ პროექტის მიზანია ისეთი ნამუშევრების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების კრიტიკულად გააზრებას. პროექტის მთავარი ამოცანაა იმ ფოტო-დოკუმენტალისტების დახმარება, რომელთა საქმიანობაც პასუხობს შემდეგ კითხვებს:

1. როგორ შეიძლება ფოტოგრაფიამ ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვასა და სოციალური სამართლიანობის დამყარებას.
2. რა შეიძლება გააკეთონ ფოტოგრაფებმა პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად იმ ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობის მთავარი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა და სოციალური სამართლიანობა.
3. ქვეყნის კულტურიდან გამომდინარე, ფოტო-დოკუმენტალისტებმა გამოფენის მოწყობის გზით როგორ შეიძლება განავითარონ ახლებური გზები ღია საზოგადოების პრინციპების ხელშესაწყობად.

(განაცხადის მიღების ბოლო ვადა 20-03-2009)

სრული ტექსტი იხილეთ ინგლისურ ენაზე აქ - http://www.soros.org/initiatives/photograp...tion/guidelines
Levan Sikharulidze
ძალიან მაგარია უბრალოდ ახლა არ მცალია თორემ ოხ რა სიამოვნებით
DIKARKA
ვაა რა მაგარი ამბავია

აბა გადავხედო რა ხდება ზუსტად
DDDD.gif

Added @ [mergetime]1236353544[/mergetime]
ის საიტი არ იხსნება -((
Tamri
gavcitldi2.gif

რა დროს არ შემიძლია!

ყოფილიყო შარშან
Magdu
DIKARKA,
გავასწორე ბმული
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.