მოგესალმებით ყველას,
ჟურნალი ფოკუსი იწყებს ახალ განახლებულ რუბრიკას სახელწოდებით თვის ფოტო.
როგორც მოგეხსენებათ ჟურნალის ყოველი ნომერი ეძღვნება ერთ კონკრეტულ ქვეყანას ან თემას. ყოველი ნომრის პირველ გვერდებზე გადის რუბრიკა თვის ფოტო, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ფოტოგრაფების და მათი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
მომავალი ნომრის თემა არის ეკოლოგია. ვისაც სურვილი გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი ნამუშევრები თებერვლის თვის 28 რიცხვამდე მისამართზე - info@focusmagazine.ge
ფორმატი JPG ან TIFF 300 DPI, ზომა 300x230 მმ (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფოტო გადის გაშლაზე და მოხვდება კინძვაში, ამიტომ სასურველია თქვენს მიერ შემოთავაზებული ფოტოს კომპოზიის აქცენტი არ ხვდებოდეს კინძვაში).
ფოტო რომელიც არ შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს არ განიხილება და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
პატივისცემით
ფოკუსის გუნდი
გისურვებთ წარმატებას