განსაკუთრებით მძაფრად მახსოვს პირველი შთაბეჭდილება, როცა 1 წლის წინ პენტი სამალათის ალბომი პირველად დავათვალიერე...
წარმოშობით ეს ფოტოგრაფი ფინელია, დაიბადა ჰელსინკიში 1950 წელს.
ფოტოებს 11 წლიდან იღებს.
ფოტოგრაფისთვის მოგზაურობა უცხო სრულებით არაა, მაგრამ სამალათი განსაკუთრებით ბევრს მოგზაურობდა; მოვლილი აქვს სკანდინავია, ევროპა, საბჭოთა კავშირი (ციმბირი და შუა აზია), იაპონია, ინდოეთი, ნეპალი, აფრიკა და ა.შ.
თან, არის მასწავლებელი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ფინეთის და დანარჩენი სკანდინავიის ფოტოგრაფთა შემდგომ თაობებზე.
მისი ყველაზე ცნობილი სერიაა "The Russian Way", (და მგონი, ერთერთი ყველაზე გამოორჩეული), სადაც ყველა კადრში ერთი მაინც ძაღლია... გაძაღლებული სერია!

სამალათის ერთერთი ფოტო (არ ვიცი რომელი..) შესულია მსოფლიოს რჩეულ 100 ფოტოში, რომელთა შერჩევა 2003 წელს მოხდა, კარტიე-ბრესონის სახელობის რომელიღაც სადღესასწაულო ღონისძიებასთან დაკავშირებით.
და ფინეთის მთავრობისგან დანიშნული აქვს 20-წლიანი ”პენსია” - 2000 ევრო თვეში...
.jpg)


_0.jpg)
.jpg)

.jpg)

.jpg)



.jpg)
