Help - Search - Member List - Calendar
Full Version: საგრანტო კონკურსი
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფოტოტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, შეკეთება > ფოტო საქონელი
FOTINE
საგრანტო კონკურსი ფოტოგრაფებისათვის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან, ასევე ავღანეთიდან, პაკისტანიდან და მონღოლეთიდან

ღია საზოგადოების ინტსიტუტის „დოკუმენტური ფოტოგრაფიის“ პროექტი (http://www.soros. org/initiatives/ photography) და ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა (http://www.soros. org/initiatives/ arts) აცხადებს კონკურსს დოკუმენტალისტი ფოტოგრაფებისათვის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან, ასევე ავღანეთიდან, მონღოლეთიდან და პაკისტანიდან. თითოეულ გამარჯვებულ ფოტოგრაფს გადაეცემა გრანტი 3500 აშშ დოლარის ოდენობით. გრანტის მიზანია ფოტონამუშევრების სერიის შექმნა, რომელიც მიეძღვნება თითოეულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალურ სამართლიანობის საკითხებს. ცალკეულ გრანტიორს მიეცემა შესაძლებლობა იმუშაოს საერთაშორისოდ აღიარებული ფოტოგრაფის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც ჩაატარებს სემინარებ ს როგორც გრანტის დაწყებამდე და დასრულებისას, ასევე გრანტის მიმდინარეობის პერიოდშიც.
„დოკუმენტური ფოტოგრაფიის“ პროექტის მიზანია ისეთი ნამუშევრების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების კრიტიკულად გააზრებას. პროექტის მთავარი ამოცანაა იმ ფოტო-დოკუმენტალისტების დახმარება, რომელთა საქმიანობაც პასუხობს შემდეგ კითხვებს:1. როგორ შეიძლება ფოტოგრაფიამ ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვასა და სოციალური სამართლიანობის დამყარებას.
2. რა შეიძლება გააკეთონ ფოტოგრაფებმა პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად იმ ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობის მთავარი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა და სოციალური სამართლიანობა.
3. ქვეყნის კულტურიდან გამომდინარე, ფოტო-დოკუმენტალისტებმა გამ� ��ფენის მოწყობის გზით როგორ შეიძლება განავითარონ ახლებური გზები ღია საზოგადოების პრინციპების ხელშესაწყობად. იხილეთ სრული ტექსტი (ინგლისურად ან რუსულად)

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20-03-2009(ნიუორკის დროით)


Shmagi Chokheli
International Network for Civil Development (INCD)

Tbilisi, Georgia
Vazisubani street #11
E-mail: shmagi55@yahoo. com
Mobile: (+995 93) 501012Web: www.incd.org. ge
DIKARKA
რა კარგი ამბავიაა
-)
FOTINE,
Mადლობა
FOTINE
არაფრის ჩემო კარგო smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.