Boke-ს მომხმარებლები უმეტესად ციფრული ფოტოაპარატებით არიან აღჭურვილნი. ციფრული ფოტოგრაფია კი photshop-ის გარეშე წარმოუდგენელია. მე CANON EOS D400-თ ვიღებ, ხშირად მომწონებია სურათი ფოტოაპარატის მონიტორზე, მაგრამ კომპში შეტანის შემდეგ ხასიათი გამფუჭებია. ადრე ფირით ვიღებდი და ეკონომიის გულისთვის ციფრზე გადავედი. თავიდან ციფრი არ მომწონდა, რადგან ვერასდროს ვიღებდი ისეთ ფოტოს, როგორიც ფირით გადამიღია. რა თქმა უნდა ციფრი ფირთან ვერ მივა, მაგრამ არც ისე ცუდი ყოფილა მე რომ მეგონა. ერთ მშვენიერ დღეს Photoshop-ის ტუტორიალი ვნახე ინტერნეტში, მერე ცოტა რაღაც-რუღაცეები ვისწავლე და ციფრი ნელ-ნელა შემიყვარდა.
ძალიან კარგი იქნება, თუ ამ თემაში ჩამოწერთ საიტებს, რომლებიც photoshop-ის სხვადასხვა თვისებებს გაგვაცნობს და მის გამოყენებას გვასწავლის.
ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან ფოტომოყვარულებს უფრო მეტი შესაძლებლობები ექნებათ, მათი დონის აწევა კი საიტის დონესაც აწევს, ჩვენ კი ძლიერ კონკურენციაში მოგვიწევს ''მოღვაწეობა" და ამაზე კარგი რაა?...
ეს საიტი ქართულენოვანია და ვგონებ ყველაზე მეტად დაგაინტერესებთ.
1) http://wish.site.ge/photoshop/?cat=18
2) www.tutorial.com
დანარჩენს მერე დავწერ.