Help - Search - Member List - Calendar
Full Version: Pentax K100D, 18-55
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფოტოტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, შეკეთება > იყიდება
kwinto
ახალი ფასი: $350 აკუმულატორების გარეშე, $375 აკუმულატორებით.
–––––––––––––––––––
ვყიდი, პენტაქსის კ100დ-ს, თავისი 18-55 კიტით, აკუმულატორებით და დამტენით, წიგნებით და ყუთებით. ნაყიდია შარშან ამ დროს, სულ გადაღებულია 1850 კადრი.
ძველი მოდელებისგან და კ110დ-სგან განსხვავებით ამ აპარატს აქვს შიდა (სენსორის) სტაბილიზაცია - Shake Reduction, რომელიც პირობების მიხედვით ერთი-ორი სტოპის მოგების საშუალებას მოგცემთ. 800-იანი ისო მუშაა (1600-ც ნორმალურია, 3200 მაქსიმალური), კიტ-ობიექტივი თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, სანამ უკეთესის ყიდვის სურვილი და შესაძლებლობა გაგიჩნდებათ.

მახასიათებლები აქაა:
http://www.dpreview.com/reviews/PentaxK100D/page2.asp

სრული მიმოხილვა:
http://www.dpreview.com/reviews/pentaxk100d/

ნიკონ დ50-თან შედარება(დანარჩენებიც იქვეა, მათ შორის ისო-ს ნიმუშები):
http://www.dpreview.com/reviews/pentaxk100d/page18.asp

ესეც კიტით გადაღებული სურათები
http://flickr.com/search/?w=all&q=k100d+smc+da+18-55&m=text

ბოლოს, თვითონ აპარატის სურათები (ტელეფონით გადავიღე და ხარისხზე მომიტევეთ):
user posted image
user posted image
user posted image

პირველ სურათზე, ზედა მარჯვენა კუთხეში გადაღებული კადრების რაოდენობაა.

ახალი ფასი: $350 აკუმულატორების გარეშე, $375 აკუმულატორებით.
ტელ: 8(95)237958

პ.ს. ვყიდი იმიტომ, რომ სხვა აპარატი მინდა შევიძინო – ისევ პენტაქსი smile.gif
Avtandil Mamulia
ამ ენერჯაიზერებით მუშაობს ეს კამერა?
Mishka Ramishvili
და რესურსი რამდენი აქ? smile.gif
kwinto
Avtandil Mamulia,
კი, თუ გაგიჭირდა და აკუმულატორები დაგიჯდა, ჩვეულებრივი ბატარეიკებიც მიდის. ერთი-ორჯერ მაგრად გამომადგა smile.gif

Mishka Ramishvili,
1800-ია დაჩხაკუნებული და რესურსი რამდენიმე ათეული ათასია.
HocusPocus
კაი კამერა smile.gif
vlado
ვიდეო შესაძლებლობა აქვს?

კაი ფასია სარკულ ამბავში

შეკვეთილი მაქვს თუ არა ამას ვიყიდდი

წარმატებები!
kwinto
vlado,
არა, ვიდეოს არ იღებს და პრინციპში არც არის საჭირო smile.gif ვიდეოსთვის ვიდეოკამერებია smile.gif
HocusPocus
UPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPპ
Guja
მშვენიერი კამერაა
dave
კენონი დააწერე ყუთზე და ეგრევე გაიყიდება ლოლ

საკაიფო კამერაა
kwinto
dave,
QUOTE
კენონი დააწერე ყუთზე და ეგრევე გაიყიდება

DDDD.gif

ეს კრიზისიც ცუდ დროს დაიწყო რა smile.gif სამაგიეროდ მე რაც მინდა ისიც გაიაფდა, ასე რომ იგივეს დამატება მიწევს რაც მანამდე იყო საჭირო.
HocusPocus
მაგრად მინდა ამის დათრევა....
მაგრამ ამ საახალწლოდ.... ამ კრიზიშსი რავარია ფულის ხარჯვა angry.gif
Mishka Ramishvili
ძაან მინდა sad.gif
ToRooo
მეგობარო გაიყიდა თუ ჯერ არა?
kwinto
ToRooo,
არა, ჯერ არა. HocusPocus-ს ველოდები ეხლა, დღეს-ხვალ უნდა მითხრას პასუხი.
HocusPocus
QUOTE(ToRooo @ Dec 21 2008, 19:11)
მეგობარო გაიყიდა თუ ჯერ არა?
*



მიდი იყიდე.... ცოტა გადავდე...........
dave
რაზე ცვლი საიდუმლო თუ არაა?
kwinto
dave,
K10D, რომელიც ცოტა უფრო იაფი გახდა და მეც გავაიაფებ ჩემსას $30-$40-ით.
ანუ ახალი ფასია:

$310
Tengen
მაგარი აპარატია, ფასიც ძაან კარგია!
Zaza Gabaidze
ხო არ გაიყიდა კამერა? smile.gif ამის ობიექტივები შედარებით, ძვირია ისე?
kwinto
Zaza Gabaidze,
არა, ჯერ ისევ მე მაქვს.

QUOTE
ამის ობიექტივები შედარებით, ძვირია ისე?

ობიექტივს გააჩნია, იაფიანებიც არის და ძალიან ძვირებიც, ისევე როგორც სხვა სისტემებში. პენტაქსს რაც გამოარჩევს სხვებისგან, წინა თაობის ობიექტივების გამოყენების შესაძლებლობაა ყოველგვარი გადამყვანების გარეშე. რა თქმა უნდა თუ ობიექტივს ავტოფოკუსი არ აქვს - ვერც გაუჩენს DDDD.gif, მაგრამ სხვა მხრივ უპრობლემოდ გამოიყენებ. გუშინ, მაგალითად, 40 ლარად ვიყიდე Pentax SMC-M 50/2 ფიქსი. ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ თავის ფასად მშვენივრად მუშაობს.
აი აქ ნახავ სისტემაზე ბევრ ინფორმაციას: http://kmp.bdimitrov.de/
kwinto
გაიყიდა უკვე, მოდერატორს ვთხოვ დახუროს თემა.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.