თბილისის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალი
9-14 დეკემბერი 2008

9-14 დეკემბერი 2008

2008 წლის 9-14 დეკემბრს ტარდება თბილისის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალი. ფესტივალს მასპინძელობენ კინოთეატრი `ამირანი~ და "რუსთაველი"
ფესტივალი 9 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება
კინოთეატრ ამირანში
რეჯისორ ჟო რაითის
ბრიტანული კინო აკადემიის და ოქროს გლობუსის 2008 წლის გამარჟვებული ფილმით
“სინანული”
(კირა ნაითლის, ჟეიმს მაკკევოისა და ვანესა რედგრეივის მონაწილეობით)
“Uნივერსალ Pიცტურეს” – ის განსაკუთრებული მხარდაჭერით
ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება 14 დეკემბერს
კინოთეატრ ამირანში
მიხეილ კალატოზიშვილის ფილმით
“ველური ველი”
მარაკეშის მე-8 კინოფესტივალის მთავარი პრემიის ოქროს ვარსკვლავის მფლობელი, 2008 წლის კინოტავრის საერთაშორისო კინოფესტივალის - კინოკრიტიკოსთა სპეციალური პრიზი, და პრიზი საუკეთესო მუსიკისათვის.
დახურვის ცერემონიალზე მოხდება პრიზების გადაცემა:
“ოქროს პრომეთე” საუკეთესო ფილმისთვის
“ვერცხლის პრომეთე” საუკეთესო რეჯისურისათვის.
ფესტივალი ტარდება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
აგვისტოში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უკვალოდ არ ჩაუვლია არც ჩვენთვის. წელს ჩვენ ფესტივალს ვერ ჩავატარებთ სასურველი მასშტაბებით. იძულებულები გავხდით შეგვეზღუდა როგორც ფილმების, ასევე მოწვეულ სტუმართა რაოდენობა.
კინოფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია 56 ფილმი. საკონკურსო პროგრამის გარდა ფესტივალი მაყურებელს სთავაზობს შემდეგ პროგრამებს:
სპეციალური ჩვენებები, დამზადებულია გერმანიაში, ფრანგული თემები, ქართული უხმო ფილმები.
ფესტივალის ჯიური
ლანა ღოღობერიძე – რეჯისორი, ჯიურის თავმჟდომარე (საქართველო)
ჟო რაითი – რეჯისორი (დიდი ბრიტანეთი)
მიქელე პანელე – ფლორენციის საერთაშორისო კინოფესტივალის “INთEღჩIთY” დირექტორი (იტალია)
რობერტ სმაიგერტი – პროდუსერი, (გერმანია)
სერჯ სობჯინსკი _ 2004-2007 კანის ფესტივალის პროგრამის «თოუს Lეს ჩინéმას დუ Mონდე» ხელმძღვანელი (საფრანგეთი)
საერთაშორისო კონკურსი
“მლაშე ჰაერი” - ალესანდრო ანჟელინი (იტალია; 2006)
“შესწორება” _ თანოს ანასტოპულოსი (საბერძნეთი; 2007)
„მონადირე ძაღლები“ _ ან-კრისტინ რაიელსი (გერმანია; 2007)
“სიყვარული და სხვა დანაშაულები” _ სტეფან არსენიევიჩი (გერმანია/სერბეთი/ავსტრია/სლოვენია; 2008)
“გამომძიებელი” - ატილა გიგორი (უნგრეთი; 2008)
“ქალთევზა” _ ანა მელიქიანი (რუსეთი; 2007)
“შულტესი” _ ბაკურ ბაკურაძე (რუსეთი; 2008)
“შემოდგომა” _ ოზჟან ალპერი (თურქეთი/გერმანია; 2008)
“ოთხშაბათი, ხუთშაბათის დილა” _ გჯეგოჯ პაცეკი (პოლონეთი; 2008)
“ვერსალი” - პიერ შოელერი (საფრანგეთი; 2008)
დამზადებულია გერმანიაში
წელს ისევე როგორც გასულ წლებში, კინოფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სექცია იქნება Mადე ინ Gერმანყ, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის ძალისხმევით შედგა
ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ბატონი ვერნერ ვიოლი, წელსაც ერთგულ პარტნიორობას უწევს ფესტივალს. პროგრამის მომზადებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ‘მედეა პროდაქშენის’ ხელმძღვანელს, ირინა ქურთიშვილს. Mადე ინ Gერმანყ, მოიცავს 5 მხატვრულ და 3 დოკუმენტურ ფილმს. ყველაზე დიდი ნტერესით მაყურებელი ელოდება ფატიჰ აკინის გახმაურებულ ფილმს ‘მეორე მხარეს’ (ჰანა შიგულას მონაწილეობით) და ფაიტ ჰელმერის ‘აბსურდისტანს’, რომელიც რეჟისორმა ქართულ შემოქმედებით ჟგუფთან ერთად გადაიღო აზერბაიჟანში.
„მეორე მხარეს“ - ფატი აკინი (გერმანია/თურქეთი/იტალია; 2007)
„აბსურდისტანი“ - ფაიტ ჰელმერი (გერმანია; 2008)
„ბოლოს მოდიან ტურისტები“ - რობერტ თალჰაიმი (გერმანია; 2007)
“გამყალბებლები” - იზიდორ ვიმერი (გერმანია/ავსტრია; 2007)
"თავისუფალი რაინერი – შენი ტელევიზორი ტყუის" - ჰანს ვაინგარტნერი (გერმანია/ავსტრია; 2007)
“დიდი დეპრესია – დამზადებულია გერმანიაში” _ კონსტანტინ ფაიგლე (გერმანია; 2005)
„მუსიკის შემდეგ“ - იგორ ჰაიტცმანი (გერმანია; 2007)
„პრინცესების აუზი“ - ბეტინა ბლიუმნერი (გერმანია; 2007)
ფრანგული ფილმები
ფრანგული ფილმების პროგრამას წარადგენს ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი და საფრანგეთის საელჩო საქართველოში.
ფრანგული თემები: ციკლი “ერთად ხოვრება”
ჩვენ ეს ციკლი იმიტომ შევარჩიეთ, რომ ემიგრანტების ფრანგულ საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხი დღეს აქტუალური პრობლემაა. ამ ციკლის ექვსი ფილმი მსხვილი ხედით გვიჩვენებს იმ ტკივილსა და იმედგაცრუებას, აღტაცებასა და იმედებს, რაც თან ახლავს ახალგაზრდების ბრძოლას გარიყულობის შეგრძნებასა და გაჭირვებასთან.
"დაივიწყო შეიენი" - ვალერი მინეტო, 2006
“როდესაც შენ ჩამოხვალ ციდან” - ერიკ გირადო, 2003
"სამია" - ფილიპ ფოკონი, 2000
"მეზობლები" - მალიკ შიბანი, 2005
"ვეშ, ვეშ, რა ხდება?" - რაბაჰ ამერ-ზემეში, 2002
„ზიმი და კომპანია“ - პიერ ჯოლივე, 2005
ფრანგული თემები: ციკლი “68 წლის მაისი”
ეს ციკლი ეძღვნება 1968 წლის მაისის მოვლენების მე-40 წლისთავს. ოთხი ფილმი სხვადასხვა კუთხით მიმოიხილავს იმდროინდელ მოვლენებს, კერძოდ, ედგარდო კოზარინსკის “მოქალაქე ლანგუა” კრიზისის დასაწყისს ეხება საფრანგეთში, ქრის მარკერის “ლე ფონდ დე ლ’აირ ესტ როუგე” – დიქატორულ რეჯიმებს, ფილიპ გარელის “მუდმივი საყვარლები” 1968 წლის ახალგაზრდა თაობას და ა.შ.
"სიტიზენ ლანგლუა" (ჩიტიზენ Lანგლოის) - დოკ. ფილმი, ედგარდო კოზარინსკი, 1995
“ცის სიღრმე წითელია” - დოკ. ფილმი, კრის მარკერი, 1977
“მოკვდე 30 წლის” - დოკ. ფლიმი, რომენ გუპილი, 1982
“რეგულარული საყვარლები” – ფილი გარელი, 2005
ფრანგული თემები: ანიეს ვარდას მოკლე ფილმები
“ანიეს ვარდას მოკლემატრაჯიანი ფილმები” – ანიეს ვარდას ახლახანს გადაღებული მოკლემეტრაჯიანი ფილმები ჟერ არ უჩვენებიათ საქართველოში და ვიფიქრეთ, ქართველი კინოს მოყვარულებისთვის საინტერესო იქნებოდა მათი გაცნობა. ეს უფრო კინო-ესსეებია და ამ ჯანრში ვარდას უდავო ნიჭიერება ქართველი მაყურებლის ყურადღებას მიიპყრობს.
პროგრამა 1
“ტურისტები”
“ლუარას ციხე-კოშკები” 1957
“სიყვარულის სიტკბო ირანში” 1976
“ლაჯვარდოვანი სანაპიროსკენ” 1958
“ანტი-ისტებლიშმენტი”
“ბიძია იანკო” 1967
“შავი პანტერები” 1968
“ქალების პასუხი” 1975
პროგრამა 2
სინევარდაფოტო
“იდესა, დათვები და ა. შ....” 2004
“ულისე” 1982
“სალამი კუბელებს” 1962
170 მინი-ფილმის მინი-სერიალი
“ერთი წუთი ერთი ფოტოსთვის” 1983
პროგრამა 3
“პარიზელები” / თჰე „Pარისიან“ შჰორტს
“ეგრეთ წოდებული კარიატიდები” 1984
“ოპერა “მუფი” 1958
“მშვენიერი ელზა” 1965
“უჩინარი ლომი” 2003
“ლამაზი კიბე გაქვს, იცი?” 1986
“მაკდონალდსის ხიდის შეყვარებულები” 1961
ესსე / თჰე Eსსაყ
“7 ოთახი, სამზარეულო, აბაზანა... [სტაცე ხელი] 1984
სპეციალური ჩვენება
“ქაღალდის ჟარისკაცი” - ალექსეი გერმანი უმცროსი, (რუსეთი; 2008)
(ვენეციის წლევანდელი ფესტივალის გამარჟვებული საუკეთესო
რეჯისურისთვისა და საუკეთესო კინემატოგრაფიისთვის)
"სიამაყე და ცრურწმენა" - ჟო რაიტი (დიდი ბრიტანეთი/საფრანგეთი; 2005)
"ნოსტალგია" - ტატო კოტეტიშვილი/ინეკე სმიტსი (ნიდერლანდები; 1999)
“ტრანზიტი დუბაი” - ინეკე სმიტსი (ნიდერლანდები; 2008)
“შუაღამის შემდეგ” - დავიდე ფერარიო (იტალია; 2004)
ქართული უხმო ფილმები
საქარველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა იუნესკოს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში განახორციელა პროექტი „ადრეული ქართული ფილმების ასლების დამზადება მათი შემდგომი კვლევისა და შენახვისათვის“. შედეგად დამზადდა ოთხი ფილმის ახალი ასლი:
„ნორჩი მფრინავი“ 1928. რეჯ. ნიკოლოზ კახიძე
„არსენა ყაჩაღი“ 1923. რეჯ. ვლადიმერ ბარსკი
„ვინ არის დამნაშავე“ 1925. რეჯ. ალექსანდრე წუწუნავა
„ლურსმანი ჩექმაში“ 1931. რეჯ. მიხეილ კალატოზიშვილი
ამ ფილმების აღსადგენად შერჩევა რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული. ეს ნამუშევრები კინომაყურებლებისთვის დღემდე არ ყოფილა სრულად ხელმისაწვდომი, რაც განაპირობა როგორც ქართული ფილმსაცავების კინოკოლექციის სიმწირემ და საქართველოში არაკომერციული კინოს პრეზენტაციისთვის საჭირო სივრცის უქონლობამ, ასევე იმ ფაქტმა, რომ 20-იანი წლებში შექმნილი ბევრი ქართული ფილმი საბჭოთა ცენზურის წნეხის ქვეშ აღმოჩნდა.
ამჟერად საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინომემკვიდრეობის დაცვის განყოფილება ოთხივე ფილმის ორიგინალურ ვერსიას გთავაზობთ. ჩვენ მომავალშიც შევეცდებით საშუალება მივცეთ კინომაყურებელს გაეცნოს ადრეულ ქართულ ფილმებს და ხელახლა შეაფასოს ქართული კინოს ისტორია.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ თბილისის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალის პრეს-სამსახურს:
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
დავით აღმაშენებლის 106. 0112 თბილისი, საქართველო. ტელ. : (+995 32)34 29 75; (+995 32) 342897
მობილური: + 995 93 24 32 72 e-mail: office@tbilisifilmfestival.ge www.tbilisifilmfestival.ge
აბა წამოვედით ეხლა ყველანი
ამაზე კაი და ამაზე მშვენიერი რა უნდა ხდებოდეს
იF იF Fილმები იქნება _))