User-Nikala
Oct 27 2008, 17:21
ესეიგი ვიცი რომ შეიძლება რამდენიმე ფოტოს ერთად დამუშავება RAW ფორმატში,მაგრამ ვერ ვიპოვე საიდან მოვახერხო.ვისაც შეხება გქონიათ იქნებ დამაკვალიანოთ
ცალცალკე ტონალობები ამერევა და ამიტომ მინდა ერთად დავამუშაო.
და კიდევ White Balance-ის გასწორებაც ხდება RAW ფორმატში,იქნებ ეგეც მითხრათ საიდან.თეთრის მითითება მინდა ფოტოზე და შესაბამისი ხელსაწყო ვერ ვიპოვე.
მოკლედ Need help
User-Nikala,
პირველს რო გახსნი შენ გემოზე მეორე სგახსნაზე უნდა მისცე Settings -> Previous Conversion.
რაც შეეხება უკვე შოპში შემდგომ დამუშავებას უბრალოდ action უნდა ჩაიწერო.
Added @ [mergetime]1225115057[/mergetime]
White Balance ძაან მარტივია. მარცხენა ზედა კუთხეში პიპეტკაა მიიტანე მანდ თაგვი და აღმოჩნდება რომ ეგაა White Balance Tool. თეთრზე დააწკაპუნებ მერე და ეგაა.
User-Nikala
Oct 27 2008, 17:52
დიდი მადლობა. ანუ ეს Previous Conversion რამდენიმე ფოტოს გამახსნევინებს? რატომღაც მახსოვს რომ 1 დიდი ფოტოა გახსნილი და მარცხენა კუთხეში რამოდენიმე პატარა და ყველა მუშავდება ერთად,მეშლება?
User-Nikala,
თუ გაქვს ფოტოშოპი ცს3, მაშინ შეიძლება რამდენიმე ფაილის ერთიანად "გადატანა" და ყველას ერთად ამუშავებ. რაც შეეხება თეთრის ბალანს.. რავის გახსნისას.. ზედა მხარეს არის ე.წ. "პიპეტკა" ნიშნით "-" იმას აარჩევ და კადრიში თეთრი ფერის რაიმე ნივთს "დააჭერ" ან თუ არ გამოვიდა, მაშინ მოგიწევს ტემპერატურის "სლიდერი"-ს ტარება იქით-აქეთ სასურველ შედეგამდე
User-Nikala
Oct 27 2008, 18:18
Magdu
კი,CS3 მაქვს,ანუ ისე ვქნა როგორც ნიკამ მითხრა?
User-Nikala,
თეთრის ბალანს რაც ეხება კი...
ერთად დამუშავებას რაც ეხება - მონიშნე რამოდენიმე რავ ფაილი და ერთად გადაათირე ფოტოშოფში... მენიუში ნახავ რომ იმდენივე ფაილია.. ყველა მონიშნე და ერთიანად გაასწორე რაც გინდა
დანარჩენი როგოც ნიკამ თქვა... უკვე ფოტოშოფში დამუშავება ექსიონებით
User-Nikala
Oct 27 2008, 19:00
ოკ,ყველაფერს მივხვდი,მადლობა
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.