
შაბათს, 27 სექტემბერს, 18 საათსა და 30 წუთზე "არსის" საგამოფენო დარბაზში (მის: ვაკე, თ. აბულაძის 21.) გაიმართება გამოფენა
POST DISPLAY
1992-93 წლებში, აფხაზეთის ტერიტორიაზე გაგზავნილი წერილების უმრავლესობამ, ომის გამო, ადრესატებამდე ვერ მიაღწია.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა. ამ თარიღიდან თხუთმეტი წლის შემდეგ, 27 სექტემბრამდე სამი დღით ადრე, ხელში ომის დროს შეფერხებული რამდენიმე წერილი ჩაგვივარდა. მათი უმრავლესობა რუსულენოვანია...
გამოფენა POST DISPLAY წერილებიდან გამომდინარე, აფხაზეთთან ასოცირებული ხუთი ინსტალაციისგან შედგება.
კოკა ვაშაკიძე, ანუკა ლომიძე, ვასიკო მაჭარაძე, კოკა ქიტიაშვილი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
anuka_lomidze@yahoo.com