
პარასკევს, 19 სექტემბერს, 18 საათზე, კავკასიური სახლის საგამოფენო დარბაზში (მის. გალაკტიონის 20. მერიის უკან) გაიხსნება სამდღიანი ფოტოგამოფენა "ფოტოსინთეზი".
ფოტოსინთეზი ბიოლოგიური ენერგიის ძირითადი წყაროა. ფოტოსინთეზირებადი ავტოტროფები ამ პროცესს არაორგანულიდან ორგანული ნივთიერებების სინთეზისთვის იყენებენ. ჰეტეროტროფები ავტოტროფების მიერ ქიმიური კავშირების სახით დაგროვილი და გამომუშავებული ენერგიის ხარჟზე არსებობენ, რომელთა გამოთავისუფლებაც სუნთქვისა და დუღილის პროცესში ხდება.
ფოტოსინთეზი არაორგანული ნახშირბადის ბიოლოგიურ ციკლში ჩართვის უმთავრესი საშუალებაა. ატმოსფეროს მთელი ჟანგბადი ბიოგენური წარმოშობისაა და მის დამატებით პროდუქტს წარმოადგენს. მჟანგავი ატმოსფეროს ფორმირებამ პლანეტის ზედაპირის მდგომარეობა მთლიანად შეცვალა, სუნთქვის არსებობის საშუალება შექმნა და ოზონის შრის წარმოქმნის შემდეგ სიცოხლის ხმელეთზე გამოსვლას შეუწყო ხელი.
2007-2008 წლებში, სხვადასხვა ჯანრში გადაღებული
"ფოტოსინთეზის" ოცდაშვიდი ფოტო თანამედროვე ცხოვრების ყოველდღიურობას ეხმაურება.
გამოფენის ავტორი: კოკა ვაშაკიძე
ორგანიზატორი: ანუკა ლომიძე
anuka_lomidze@yahoo.com