Help - Search - Member List - Calendar
Full Version: გთხოვთ დამეხმაროთ.
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო > ითხოვე დახმარება კლუბისგან
Levan Sikharulidze
"ატელიე ვარანი" არის ასეთი დოკუმენტური კინო სახელოსნო.
რომელთნ ერთადაც ვაპირებ ახლა ფილმის გადაღებას.
ფილმისთვის მჭირდება ისტორია ადამიანებზე და მოვლენებზე.
ბოლოს განვითარებულ მოვლენებში უხვად არის საინტერესო ისტორიები და პერსონაჟები.
ძლიან გთხოვთ ვინმეს თუ გსმენიათ რაიმე საინტერესო ისტორია.
ზოგი გორშიც იყო, ძალიან ბევრი თქვენგანი იყო დევნილებთან.
გთხოვთ თუ არ დაიზარებთ მომიყვეთ ისტორიები.
თუნდაც რომ არ გქონდეთ იმ პერსონაჟის კონტაკტები.
ეს ისტორიები მინდა დოკუმენტური ფილმისთვის და არა მხატვრულისთვის.
ან შეიძლება თავად გადაგხდათ რაიმე ისტორია.
თუ არ გინდათ დაპოსტოთ აქ ამ თემაში მომწერეთ PM-ი.
უმორჩილესად გთხოვთ ნუ დაიზარებთ და თემას ნუ გაააოფებთ.
Elle
მიდი შენთვითონ დევნილებთან :P
Levan Sikharulidze
Elle,

მე ძალიან ბერვს ვესაუბრე და მოვინახულე.

მაგრამ შეიძლება აქ ისეთი ისტორია მოვისმინო რასაც მე ვერ წავაწყდეsmile.gif

Elle
good luck wick.gif
chechekuna
ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო.ჩემი შეყვარებულის დაბ.დღე გათენდა და მეც დიდუბეში გავედი.ფანჯარასთან ავიღე ადგილი დაგორისკენ გავემგზავრე(ძალიან ვინანე,რომ ფანჯარასთან ნმოივხვდი ქარმა სახე ამახია).მოკლედ მივედი ოჯახი გავიცანი.ბებიას ვეღუღუნე,ბლიაბლია ბლია, მოკლედ საგამოს დაიცწო სროლები თბილისში არავინ არ იყო ჯერ არაფრის აზრზე მაგრამ გორში ძალიან ისმოდა სროელები ცა სულ ანათებდა.რატომღაც არ შევშინებულვართ,პირველ იმიტომ რომ მთვრალები ვიყავით,მეორე იმიტომ რომ არავის ეგონა გორში თუ ჩამოაგდებდნენ.საღამოს დასაძინებლად წამოვედით მაგრამ მთელი ღამე ტელევიზორს ვუყურებდით,იმ დროს ცხინვალის ნახევარი უკვე ჩვენი იყო.ამ დროს ჩემი მეგობრები და დაქალების მეუღლეები(რეზერვისტები) მირეკავდნენ დაგვირეკეს და მივყავართო მაგ დროს უკვე დავიწყე ნერვიულობა.დავწექით.მთელი ღამე საშინელი აფეთქებები ისმოდა,მაგრამ ის მაწყნარებდა რომ გორში არაფერი იყო.დილის თერთმეტ საათზე ავდექი,რომ მალევე დამეღწია თავი,გარეთ მოსაწევად გავედით და ვერთმფრენის ხმაც გავიგეთ რა გაგება უნდოდა თავზე დაგვტრიალებდა,საშინელი ხმა იყო,მე კიდევ დებილივით ვუყურებდი და ჩემს მეგობრებს კითხვებით თავს ვაბეზრებდი"ქართველების არის თუ რუსების?" პასუხი აღარ იყო საჭირო. აი პირველი რუსული ბომბიც გორის ცენტრში.გავრბოდი და მიწა იძვროდა არავინ არ მახსოვდა და არაფერი,ერთადერთი რაც მინდოდა სარდაფამდე მიმეღწია რომელიც გუშინ ღამე შევათვალიერე.სახლებს მინები ჩაემტვრა რაც ხმას უფრო აძლიერებდა.სარდაფში ჩავირბინეთ და მეგონა რომ კიდევ და კიდევ ჩამოყრიდნენ საბედნიეროდ მეტი იმ დილით არ ჩამოუგდიათ,ჩვენ სასწრაფოდ გამოვვარდით გარეთ და რას ვხედავ.ქუჩები სავსეა ხალხით.ჩემოდნებით,ბავშვებით, ორსულებით,ყველა გაქცევას ცდილობს,მაგრამ ქალაქში აღარც მანქანაა და აღარც სხვა სახის ტრანსპორტი.რამდენიმე მანქანა ჩანდა და ისიც არავის უჩერებდა.მაშინ ძალიან შემეშინდა ვიფიქრე რომ ჩავრჩი და და ვეღარასდროს შევძლებდი გორიდან გამოსვლას.მოკლედ ტურქულ ტრაილერს უიმედოდ ავუწიე ხელი.იმ კაცის სახე არ დამავიწყედება არასდროს.ასეთი სიკეთე პირველად დავინახე.მოკლედ მან ხაშურამდე მიგვიყვანა და რომ მეგონა გორს გამოვცდითქო ეგრე არ ყოფილა ხაშურიდანაც ყველა გარბოდა.საბოლოოდ დაქალის სოფელში გადავედი ხარაგაულში,სულ "პაპუტნებით" ვიმგზავრეთ.და ხარაგაულში ჩავრჩი ამდენი ხნით.გზები გადაიკეტა,რკინიგზაა ააფეთქეს,მაღაზიები დაცარიელდა,ხაშურში კომენდანტის საათიც კი გამოაცხადეს და ყოველ საღამოს გვეუბნებოდნენ რომ ხარაგაულს მოადგნენო,ტექნიკა იყო გადამალული ჩვენს ტყეებში.სამი ღამე არ მეძინა იმის მერეც ტანსაცმლით ვიძინებდი.პარკში ყოველთვის ჩალაგებულ გვქონდა ბავშვების საკვები და ასანთი,რომ ღამე ტყეში თავი გადაგვეტანა.გორიდან ჯარი წამოვიდა თუ არა მეორე დღესვე წამოვედი.ისე მინდოდა თბილისში დაბრუნება რომ ნაღმების აღარც მეშინოდა.ცხოვრებაში არ ვიფიქრებდი თუკი რაიმე მსგავსი შიში არსებობდა...

აი ჩემი ისტორია.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.