Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ფერისცვალებას გილოცავთ
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო > მილოცვები
beshqena
ფერისცვალება
(მათე 17, 1-13; მარკოზი 9, 2-13; ლუკა 9, 28-36)

მოწაფეებს რომ არ დაეკარგათ იმის რწმენა, რომ დაინახავდნენ ქრისტეს წამებასა და სიკვდილს, იესომ აჩვენა მათ თავისი ღვთაებრივი დიდება. ერთხელ მან წაიყვანა პეტრე, იაკობი, იოანე და მათთან ერთად ავიდა თაბორის მთაზე სალოცავად. დაღლილობის გამო მოციქულებს დაეძინათ, ქრისტემ კი ლოცვა დაიწყო. ლოცვის დროს მან ფერი იცვალა: მისი სახე გაბრწყინდა, როგორც მზე და ტანისამოსი გათეთრდა, როგორც თოვლი. გამოცხადდნენ მოსე და ელია და ესაუბრებოდნენ ქრისტეს მის წამებასა და სიკვდილზე, რომელიც მოელოდა იერუსალიმში.

ძლიერმა სინათლემ გამოაღვიძა მოციქულები და მათ დაინახეს უფლის დიდება. როცა წინასწარმეტყველებმა დააპირეს ქრისტესაგან განშორება, პეტრემ უთხრა: „უფალო, კარგია ჩვენი აქ ყოფნა; თუ გნებავს, გავაკეთებთ სამ კარავს: შენთვის, მოსესთვის და ელიასთვის“. ამ დროს ნათელმა ღრუბელმა დაფარა მოწაფეები და მათ მოესმათ ხმა ზეციდან: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ“. მოციქულები შეშინდნენ და მიწაზე დაეცნენ. იესო მივიდა, ხელი შეახო მათ და უთხრა: „ადექით, ნუ გეშინიათ“. ისინი ადგნენ და დაინახეს იესო ჩვეულებრივი სახით.
Goderdzi Makharashvili
დიდი მადლობა ბეშქენ


გილოცავთ ყველას
უფალმა მრავალს დაგასწროთ
ბედნიერად სამშობლოსთან ერთად
paatavar
გილოცავთ
Nina Minzoni
უფალო შენ გადმოგვხედე და დაგვიფარე
გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს
NaNN
გილოცავთ

მშვიდობას გისურვებთ
milanelo
გილოცავთ ღმერთი გვფარავდეს
Levan Kipiani
გილოცავთ!!!!!!!!!!
nusa
გილოცავთ!
Sofo Uznadze
გილოცავთ.. მალე ყველაფერი ჩაივლის..

უფალს ებარებოდეთ!!
MaStErOFmAsTeRs
გილოცავთ! გფავარავდეს უფალი!!!
keto
გილოცავთ! ფერისცვალების მადლი გვფრავდეს!
Ninuca Magradze
მეც გილოცავთ! უფალი იყო თქვენი მფარველი smile.gif
giako
მოგილოცავთ ფერიცვალების დღესასწაულს. ღმერთი გვფარავდეს! angel.gif
keke_keke
მოგვიანებით მეც გილოცავთ ყველას!!
M I N I
ყველას გილოცავთ
Ninukala
გლოცავ... უფლის მადლი ფარავდეს საქართველოს....
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.